„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 95%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 93%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 92%
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №485 |
|
2018 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანებაში (ვებგვერდი, 31/12/2014, სარეგისტრაციო კოდი 200250000.22.033.016708) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქცია ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
2.
გაუქმებულ იქნეს დანართი №1. |
3.
დანართი №2, №3, №4 და №5 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
📎 დანართები (1)
fin.doc DOC ⬇
ინსტრუქცია
სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებით და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტებით და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტებით (შემდგომში „შესაბამისი ბიუჯეტებით“) განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში გადახდების განხორციელების წესს.
2. სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების (შემდგომში “ორგანიზაცია”) მიერ განსახორციელებელ გადახდაზე ვალდებულების აღება ხდება ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გადახდაზე ვალდებულების აღება – საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ საბიუჯეტო წლის განმავლობაში განსახორციელებელ გადახდებზე სახელმწიფო ხაზინაში დადგენილი წესით ვალდებულების რეგისტრაცია;
ბ) პირველადი დოკუმენტი – ოპერაციის მოხდენის ფაქტის დამადასტურებელი ბუღალტრული აღრიცხვის პირველადი დოკუმენტი;
გ) საგადახდო მოთხოვნა – სახელმწიფო ხაზინაში ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა სახსრების გადახდაზე;
დ) სახსრების გადახდა – ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან თანხების ფაქტობრივი ჩამოწერა;
ე) წინასწარი გადახდა – ანგარიშსწორება ოპერაციის მოხდენამდე;
ვ) წინასწარი გადახდის დამოწმება – წინასწარ გადახდილი სახსრებით განხორციელებული ოპერაციის დადასტურება დარიცხვით.
მუხლი 3. საბიუჯეტო სახსრების გადახდის პროცედურები
1. ორგანიზაცია შესაბამისი ბიუჯეტით განსაზღვრული გადასახდელების დასაფინანსებლად სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში (შემდგომში „სისტემა“) ახორციელებს შემდეგ პროცედურებს, თუ ამ ინსტრუქციით ან მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული:
ა) არეგისტრირებს ვალდებულების დოკუმენტს და განათავსებს ინფორმაციას გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ;
ბ) განათავსებს პირველად დოკუმენტს;
გ) აღიარებს ოპერაციას (სტანდარტული/წინასწარი გადახდის) დარიცხვით;
დ) არეგისტრირებს საგადახდო მოთხოვნას.
2. სისტემაში ორგანიზაციის მიერ შეტანილი მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ორგანიზაციას.
მუხლი 4. ვალდებულების დოკუმენტის მომზადება
1. სისტემაში ვალდებულების დოკუმენტს (დანართი №2) საბიუჯეტო ასიგნებების განმკარგავი ორგანიზაცია ადგენს შესაბამისი ბიუჯეტებით განსაზღვრული პროგრამებით გათვალისწინებული წლიური ასიგნებების ფარგლებში გადასახდელების საბიუჯეტო კლასიფიკაციის დეტალური მუხლების, დაფარვის წყაროების და ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში) მონაცემების მითითებით.
2. ორგანიზაცია ვალდებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების მონაცემები სისტემაში განათავსოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ხელშეკრულების ატვირთვისთანავე. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზაციას შეუჩერდება სისტემაში ყველა სახის ახალი საგადახდო მოთხოვნის რეგისტრაცია, გაფორმებული ხელშეკრულების მონაცემების სისტემაში განთავსებამდე. გამონაკლის შემთხვევაში, ორგანიზაციის არგუმენტირებული, წერილობითი/ელექტრონული ფოსტით მომართვის საფუძველზე შესაძლებელია საგადახდო მოთხოვნის რეგისტრაცია სახაზინო სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.
3. მონაცემები ხელშეკრულებებზე, რომელზეც არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ორგანიზაცია ვალდებულია სისტემაში განათავსოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციის ვადის დარღვევით წარდგენის შემთხვევაში, ვალდებულების რეგისტრაცია შესაძლებელია სახაზინო სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.
4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ორგანიზაციის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების მონაცემების შევსება ხდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ დამტკიცებული შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (შემდგომში – „CPV-კოდები“) შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ხელშეკრულების მონაცემების გადმოტვირთვის ან/და საბიუჯეტო კლასიფიკაციის და სამეურნეო ოპერაციის ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის შესაბამისად, სხვა კატეგორიის CPV-კოდის დამატების გზით, ამავე ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
5. ვადაგადაცილებული დავალიანებების დაფარვის შემთხვევაში ორგანიზაცია ვალდებულების დეტალებში მიუთითებს დავალიანების თაობაზე.
6. შესაბამისი ბიუჯეტის ფარგლებში ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელ გადახდაზე, რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები, ვალდებულების აღება შესაძლებელია ორგანიზაციის წერილობითი მომართვის საფუძველზე.
7. ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მიზნით განსახორციელებელ გადახდებზე და ბიუჯეტის სასარგებლოდ წინა წლებში დარიცხული გადასახდელების დასაფარად, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ფუნქციის შესასრულებლად დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების მიზნით, ასევე საზღვარგარეთ სწავლისა და მკურნალობის ხარჯებზე ვალდებულების აღება შესაძლებელია ორგანიზაციის წერილობითი მომართვის საფუძველზე.
8. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსახორციელებელ საკონტროლო და სხვა შესყიდვების ნაღდი ანგარიშსწორებისთვის, ინტერნეტით განსახორციელებელ შესყიდვებზე, სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალის გასაზრდელად, წარმომადგენლობით ხარჯებზე, ექსტრადიციისა და ბადრაგირების, ძალოვანი სტრუქტურებისათვის როტაციის წესით საზღვარგარეთ მივლინებულ თანამშრომელთა გამგზავრებისა და მოწყობის ხარჯებისათვის, ასევე სხვა გადახდებზე, რომელიც ამ ინსტრუქციით არ რეგულირდება, ვალდებულების აღება შესაძლებელია ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.
9. სასამართლო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების გადაწყვეტილებების საფუძველზე სახაზინო ანგარიშებიდან იძულებით ჩამოჭრილ ან ნებაყოფლობით გადახდილ თანხებზე ვალდებულების აღების საფუძველს წარმოადგენს საინკასო დავალება თანხის ჩამოჭრის შესახებ, სააღსრულებლო ფურცელი ან სასამართლო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების გადაწყვეტილება თანხის დაკისრების შესახებ. იძულებით ჩამოჭრილ თანხები აისახება შესაბამისი ბიუჯეტების შესაბამის პროგრამულ კოდზე.
10. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-9 ნაწილით განსაზღვრული საბანკო გარანტიების ამოქმედების შედეგად, აგრეთვე სხვა მესამე პირის მიერ წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, კომერციულ ბანკებში მიმდინარე ან/და სადეპოზიტო ანგარიშებიდან იძულებით თანხების ჩამოჭრის თითოეული ოპერაციის შესახებ ხაზინას ორგანიზაცია დაუყოვნებლივ აცნობებს წერილობით, რომელსაც თან დაერთვის ჩამოჭრილ თანხებზე საბანკო ამონაწერის ასლი. ორგანიზაცია, კომერციულ ბანკში ჩამოჭრილი თანხის აღდგენის მიზნით, ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ხაზინაში წარადგენს საგადახდო დოკუმენტაციას. ორგანიზაციის საგადახდო მოთხოვნის დამუშავების შემდეგ, თანხა ჩაირიცხება ხაზინის ერთიანი ანგარიშის შესაბამისი ბიუჯეტის სახაზინო კოდზე 9800 - „კომერციული ბანკების მიმდინარე/სადეპოზიტო ანგარიშზე თანხების გადატანა/ დაბრუნება“. ორგანიზაცია საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სათანადო ასიგნებას.
11. ვალდებულების დოკუმენტში ორგანიზაცია ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით ავსებს საბიუჯეტო წლის ფარგლებში პროგრამული კოდების, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლების და დაფარვის წყაროების მიხედვით ყოველკვარტალური გადახდის გრაფიკს ნაზარდი ასიგნებების ფარგლებში. ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაცია უთითებს მოსალოდნელი გადახდის გრაფიკს.
მუხლი 5. ვალდებულების აღება განაცხადით
ქვემოთ ჩამოთვლილ ხარჯებზე ვალდებულების აღება ხდება განაცხადის (დანართი №3) ფორმით შესაბამისი ბიუჯეტით განსაზღვრული წლიური ასიგნებების ფარგლებში:
ა) ხელფასი ფულადი ფორმით, სოციალური შენატანები, შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება ფულადი ფორმით (მათ შორის, სუბსიდიების მუხლში გათვალისწინებული ანალოგიური გადასახდელები);
ბ) ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინების ხარჯები (მათ შორის, სუბსიდიების მუხლით);
გ) სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების საველე ფული;
დ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფარული ხარჯები;
ე) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენახვის ხარჯები;
ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების ხარჯები;
ზ) სხვა სახელმწიფო ერთეულზე გადასაცემი გრანტები;
თ) სოციალური დახმარება;
ი) დამქირავებლის მიერ გაწეული სოციალური დახმარება;
კ) სახელმწიფო და სხვა სახის ჯილდოებზე დაწესებული ფულადი პრემიები;
ლ) სახელმწიფო ერთეულების მიზეზით ფიზიკური ტრამვირებისა თუ ქონებრივი ზარალის ასანაზღაურებლად, აგრეთვე დაღუპვის შემთხვევაში გადასახდელი ფულადი კომპენსაციები;
მ) მოსწავლეთა ვაუჩერები, სახელმწიფო სასწავლო გრანტები და სტიპენდიები, აგრეთვე პრეზიდენტის ან სხვა სახელობის გრანტები და სტიპენდიები;
ნ) სტიქიური უბედურებების შედეგად მიყენებული ზიანის ან მიღებული ტრავმების ფულადი კომპენსირების, ასევე საოჯახო მეურნეობაზე გაწეული სხვა ფულადი დახმარების მიზნით, განსახორციელებელი გადახდები;
ო) კანონმდებლობით დადგენილი პერიოდული გასაცემლები: “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, პარტიების საქმიანობისათვის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ პარტიებისთვის/საარჩევნო სუბიექტებისთვის, საოლქო საარჩევნო კომისი(ებ)ისათვის დადგენილი დაფინანსებება;
პ) საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთა, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს წევრთა ბიუროს და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები;
ჟ) საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა;
რ) საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა;
ს) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობიდან გამომდინარე ვალდებულებები;
ტ) საპენსიო შენატანი - დამსაქმებლის და სახელმწიფოს მიერ გადასახდელი თანხა.
მუხლი 6. ვალდებულების დოკუმენტის განხილვა და დადასტურება
1. ორგანიზაცია სისტემაში არეგისტრირებს ამ ინსტრუქციის მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად შედგენილ ვალდებულების დოკუმენტს.
2. სახელმწიფო ხაზინა განიხილავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ ინსტრუქციის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ადასტურებს ხაზინის საინფორმაციო ბაზაში. არასრულყოფილი დოკუმენტაცია უბრუნდება ორგანიზაციას.
3. ერთი ვალდებულებით გაცემული სახსრების სხვა ვალდებულების დასაფინანსებლად გამოყენება დაუშვებელია.
4. ორგანიზაცია უფლებამოსილია სრულად ან ნაწილობრივ გააუქმოს/დააზუსტოს დადასტურებული ვალდებულება/განაცხადი.
მუხლი 7. პირველადი დოკუმენტი და ოპერაციის აღიარება
1. ორგანიზაცია პირველად დოკუმენტს არეგისტრირებს სისტემაში.
2. ორგანიზაცია, სისტემაში წარადგენს ინფორმაციას საქონლის/მომსახურების/სამუშაოს შესყიდვის მიზნით განსახორციელებელ გადახდებზე, გარდა გრიფით „საიდუმლო“, განაცხადის ფორმით რეგისტრირებული ვალდებულებების შესაბამისი, სასამართლო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების გადაწყვეტილებების საფუძველზე სახაზინო ანგარიშებიდან იძულებით ჩამოჭრილი თანხების ასახვის და საწესდებო კაპიტალის ფორმირების/გაზრდის მიზნით განსახორციელებელი გადახდებისას.
3. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს შესყიდვის მიზნით განსახორციელებელ გადახდებზე ინფორმაციის წარსადგენად ორგანიზაციის მიერ სისტემაში ივსება შემდეგი რეკვიზიტები:
ა) საქონლის/მომსახურების/სამუშაოს დასახელების შესაბამისი სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში განთავსებული შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის CPV-კოდების იერარქიული კატეგორია;
ბ) საქონლის/მომსახურების/სამუშაოს დასახელების შესაბამისი CPV-კოდის კატეგორიის/ ქვეკატეგორიის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია არჩეულ იქნეს უფრო ზედა იერარქიული კატეგორია, რის შესახებაც მიეთითება „შენიშვნის“ ველში;
გ) სამშენებლო/სარემონტო სამუშაოს შესყიდვისას, შესაძლებელია არჩეულ იქნეს სამუშაოს შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული აქტივების (მანქანა-დანადგარების) შესაბამისი CPV-კოდის სხვა კატეგორია;
დ) რაოდენობა (თუ შეუძლებელია საქონლის/მომსახურების/სამუშაოს ფიზიკური ზომის ერთეულის განსაზღვრა, ზომის ერთეულად ეთითება „0“);
ე) ერთეულის ფასი;
ვ) თანხა ლარებსა და თეთრებში;
ზ)სამშენებლო/სარემონტო სამუშაოს შესყიდვისას, საქონლის/მომსახურების/სამუშაოს დასახელების შესაბამისი CPV-კოდის კატეგორიის/ქვეკატეგორიის არარსებობის შემთხვევაში, ზედა იერარქიული კატეგორიის ან სხვა კატეგორიის CPV-კოდის დამატება მოხდეს „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებული „შესყიდვების ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის“, საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის და სამეურნეო ოპერაციის ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის შესაბამისად.
4. ორგანიზაცია მივლინების ხარჯებზე განსახორციელებელ გადახდებზე (გარდა გრიფით „საიდუმლო“) წარადგენს ინფორმაციას მივლინების ხარჯებზე განსახორციელებელ გადახდებზე. ინფორმაციის წარსადგენად, ორგანიზაციის მიერ სისტემაში ივსება შემდეგი რეკვიზიტები:
ა) მივლინების იდენტიფიკაციის სისტემაში არსებული კოდი;
ბ) სამართლებრივი აქტის დასახელება, ნომერი და თარიღი;
გ) მივლინებული პირი;
დ) მივლინების ადგილი (ქვეყანა, ქალაქი);
ე) მივლინების ხანგრძლივობა;
ვ) ხარჯის ტიპი შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ვ.ა) მგზავრობის ხარჯი;
ვ.ბ) საცხოვრებელი ადგილის ხარჯი;
ვ.გ) დღიური ნორმის ხარჯი;
ვ.დ) მივლინების დროს წარმომადგენლობითი ხარჯი;
ვ.ე) მივლინებული მოსამსახურის სავალდებულო დაზღვევის ხარჯი;
ვ.ვ) პასპორტის ღირებულება;
ვ.ზ) სხვა დოკუმენტების, მ.შ. ვიზის ხარჯი;
ვ.თ) მივლინებასთან დაკავშირებული სხვა დანარჩენი ხარჯი;
ვ.ი)კანონმდებლობით დადგენილ პირებზე მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯი;
ზ) თანხა ლარში თითოეული კატეგორიის მიხედვით.
5. მივლინების ხარჯების წინასწარი გადახდის შემთხვევაში ივსება ხარჯის თითოეული ტიპის სავარაუდო მოცულობა, (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების ანგარიშის გახსნისა და კორპორაციული ბარათების დამზადების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად განხორციელებული გადახდებისა).
6. მივლინების ხარჯებზე განსახორციელებელ გადახდებზე ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო ხაზინას, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, სახაზინო სამსახურის უფროსის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლებელია წარედგინოს ჯამურად მთლიან ჯგუფზე, დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით ერთი და იმავე მიზნით და ერთი და იმავე დანიშნულების ადგილზე მოსამსახურეთა მივლინებისას.
7. მივლინების ხარჯებზე ინფორმაცია არ წარედგინება სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილეთა გრძელვადიანი მივლინების შემთხვევაში, ასევე ორგანიზაციის დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნაზე სახაზინო სამსახურის უფროსის თანხმობის შემთხვევაში, მოსამსახურეთა ჯგუფური ან/და ცალკეულ მოსამსახურეთა სისტემატური ხასიათის მივლინებების დროს.
8. ორგანიზაცია სისტემაში მატერიალური ფორმით ტვირთავს არსებულ პირველად დოკუმენტს (გარდა საიდუმლო დოკუმენტაციისა).
9. სისტემაში განთავსებული ბუღალტრული ოპერაციების ცნობარიდან ირჩევს შესაბამის ოპერაციას.
10. ორგანიზაცია სისტემაში აღიარებს ოპერაციას დარიცხვით.
11. ორგანიზაცია უფლებამოსილია სისტემაში განათავსოს პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის დანართი ფორმების ელექტრონული ვერსია.
12. სისტემაში მონაცემთა დაზუსტების მიზნით შესაძლებელია პირველადი დოკუმენტებისა და ოპერაციების აღიარების ცვლილება ან/და დაზუსტება.
მუხლი 8. საგადახდო მოთხოვნის დოკუმენტის მომზადება
1. ორგანიზაცია საგადახდო მოთხოვნას (დანართი №4) ადგენს ოპერაციის მოხდენის შემდეგ (გარდა წინასწარი გადახდებისა), სადაც მიეთითება ოპერაციის მოხდენის დამადასტურებელი დოკუმენტი და მოთხოვნილი თანხა რეგისტრირებული ვალდებულების/განაცხადის, დარიცხვის და კვარტალური განწერით განსაზღვრული ასიგნების ფარგლებში.
2. ერთ ვალდებულებაზე და ერთ დარიცხულ ოპერაციაზე შეიძლება შედგეს რამდენიმე საგადახდო მოთხოვნა.
მუხლი 9. წინასწარი გადახდა
1. წინასწარი გადახდის შემთხვევაში ანაზღაურების ფორმად მიეთითება „წინასწარი გადახდა” და წინასწარი გადახდის დამოწმების ვადა ხელშეკრულების ან/და შესაბამისი სადაზღვევო და საბანკო გარანტიის მოქმედების ფარგლებში.
2. წინასწარი გადახდის დამოწმება ხორციელდება საგადახდო მოთხოვნით გათვალისწინებულ ვადაში, საგადახდო მოთხოვნით განსაზღვრული თანხის ფარგლებში. ერთ მოთხოვნაზე შეიძლება შედგეს რამდენიმე დამოწმება.
3. ორგანიზაცია ვალდებულია, მივლინების დასრულებიდან 65 კალენდარული დღის ვადაში, განახორციელოს მივლინების ხარჯის ტიპებზე გაწერილი სავარაუდო მოცულობების დაზუსტება (თუკი ფაქტობრივი მონაცემები განსხვავდება წინასწარ შევსებული ინფორმაციისაგან) და მივლინების ხარჯების დამოწმება. მივლინების ხარჯის ტიპების დადგენილ ვადაში დაუმოწმებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ხაზინა ორგანიზაციას შეუჩერებს ახალი ვალდებულების/განაცხადის და საგადახდო მოთხოვნის რეგისტრაციას, გარდა შრომის ანაზღაურებისა და სოციალური დანიშნულების გადახდებისა. 65 დღის ვადაში მივლინების ხარჯის ტიპების დაუმოწმებლობის შემთხვევაში ახალი ვალდებულების/განაცხადის და საგადახდო მოთხოვნის რეგისტრაცია შესაძლებელია სახელმწიფო ხაზინის უფროსის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის წერილობითი, არგუმენტირებული მომართვის საფუძველზე. სხვა, დანარჩენი დანიშნულების გადახდების დაუმოწმებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ხაზინა შეაჩერებს კლასიფიკაციის იმავე მუხლით ახალი ვალდებულების აღებას.
მუხლი 10. სახელმწიფო ხაზინის მიერ საგადახდო მოთხოვნის განხილვა და დადასტურება
1. ორგანიზაცია სიტემაში არეგისტრირებს საგადახდო მოთხოვნას, რომელსაც სახაზინო სამსახური ადასტურებს აღებული ვალდებულების, დარიცხული ოპერაციის და კვარტალური განწერით განსაზღვრული ასიგნების ფარგლებში.
2. არასრულად ან/და არასწორად შევსებული საგადახდო მოთხოვნა უბრუნდება ორგანიზაციას.
3. სავალუტო ოპერაციის განსახორციელებლად ორგანიზაციამ კონვერტაციის მოთხოვნა სისტემაში უნდა წარადგინოს ოპერაციის წინა სამუშაო დღეს. ლარის კონვერტაცია უცხოურ ვალუტაში და სავალუტო გადარიცხვა სრულდება შემდეგი წესით: ორგანიზაცია, საოპერაციო დღის განმავლობაში, სახელმწიფო ხაზინას წარუდგენს კონვერტაციის საგადახდო მოთხოვნას წარდგენის დღის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 17:00 სთ-ზე, მომდევნო დღის ოფიციალურ გაცვლით კურსის დადგენის შემდეგ, სახელმწიფო ხაზინა გადაიანგარიშებს ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კონვერტაციის საგადახდო მოთხოვნაში ლარში დაფიქსირებულ თანხას. შედეგად, თუ კონვერტაციის საგადახდო მოთხოვნაში დაფიქსირებული ლარის თანხა შესაბამისი ვალდებულების ან შესაბამისი კვარტალური განწერის ოდენობის ფარგლებშია, კონვერტაციის საგადახდო მოთხოვნა იგზავნება ეროვნულ ბანკში შესასრულებლად. თუ კონვერტაციის მოთხოვნაში დაფიქსირებული ლარის თანხა აღემატება შესაბამისი ვალდებულების ან შესაბამისი კვარტალური განწერის ოდენობას, კონვერტაციის მოთხოვნა უბრუნდება ორგანიზაციას შეუსრულებლად. სახელმწიფო ხაზინის მიერ მოთხოვნილი კონვერტაცია ეროვნული ბანკის მიერ სრულდება და ვალუტის თანხა სახელმწიფო ხაზინის მულტისავალუტო ანგრიშზე აისახება მომდევნო სამუშაო დღეს. ორგანიზაცია სავალუტო საგადახდო დავალებას აგზავნის სახელმწიფო ხაზინაში კონვერტაციის მოთხოვნის მომდევნო სამუშაო დღეს. კონვერტაციის მოთხოვნები ორგანიზაციის საკასო ხარჯში აისახება ეროვნული ბანკის მიერ კონვერტაციის შესრულების თარიღით.
4. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს შესყიდვის მიზნით განსახორციელებელ გადახდებზე და მივლინების ხარჯებთან დაკავშირებით განსახორციელებელ გადახდებზე ინფორმაციის დადგენილი ფორმით წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ხაზინა ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საგადახდო მოთხოვნით გადახდას არ განახორციელებს.
მუხლი 11. დავალიანების დაფარვა
ბუღალტრული ანგარიშგების (ბუღალტრული ბალანსის) მონაცემებით რიცხული ვადაგადაცილებული დავალიანების დაფარვა ხდება ორგანიზაციის მიერ ამ ინსტრუქციით აღებული ვალდებულების ფარგლებში დავალიანების დაფარვის გზით. წინა წლის სისტემაში ორგანიზაციას ვალდებულებების რეგისტრაციის საშუალება ეძლევა ბუღალტრული/ფინანსური ანგარიშგების დამტკიცებამდე, მაგრამ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 აპრილისა (გარდა, ორგანიზაციის წერილობითი, არგუმენტირებული მომართვის საფუძველზე სახელმწიფო ხაზინის უფროსის გადაწყვეტილებით დაშვებული გამონაკლისებისა).
მუხლი 12. ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების გადახდები
ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების გადახდები ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების, ასევე მათ მიერ დაფუძნებული/კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ები და ა(ა)იპ-ების ბიუჯეტების ფარგლებში განსახორციელებელი გადახდებისათვის ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს ორგანიზაცია აგზავნის შესაბამის საფინანსო ორგანოში, რომლის მიერაც ხდება საგადახდო დოკუმენტების განხილვა და გაგზავნა სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში.
მუხლი 13. ანგარიშსწორება
1. სახელმწიფო ხაზინა დარეგისტრირებულ საგადახდო მოთხოვნებს დაამუშავებს და გზავნის ბანკთაშორის ანგარიშსწორების სისტემაში გასანაღდებლად.
2. განაღდებული საგადახდო მოთხოვნის შესახებ სახაზინო ამონაწერს ორგანიზაცია იღებს სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული სისტემიდან.
მუხლი 14. მობრუნებული თანხების მართვა
1. ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმდინარე წელს გადახდილი თანხის მობრუნება ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის სახაზინო კოდზე 9921 (მიმდინარე წელს გადახდილი თანხის მობრუნება) შესაბამისი ბიუჯეტის კოდის მითითებით. მობრუნებისას შესაბამისი თანხით მცირდება საკასო ხარჯი და საგადახდო მოთხოვნა.
2. წინა წლებში გადახდილი თანხის მობრუნება ხდება ბიუჯეტის შემოსულობებში “წინა წელს გამოუყენებელი და დაბრუნებული საბიუჯეტო ხარჯის” 3460 სახაზინო კოდზე.
მუხლი 15. აღრიცხვა-ანგარიშგება
შესაბამისი ბიუჯეტებით გათვალისწინებული გადასახდელების შესრულების აღრიცხვას სახელმწიფო ხაზინა ახდენს დანართი №5-ის მიხედვით და წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
მუხლი 16. დონორთა მიერ გამოყოფილი კრედიტებითა და გრანტებით განხორციელებული გადახდების ანგარიშგებაში ასახვა
უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო ან/და სხვა პროექტების ფარგლებში ათვისებული სახსრები (რომელთა ათვისება ხორციელდება სახაზინო ანგარიშების გაუვლელად) სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში (ვალდებულება, საგადახდო მოთხოვნა და საკასო ხარჯი) აისახება საქართველოს ფინანსთა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ სახელმწიფო ხაზინაში წერილობით წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.
მუხლი 17. გარდამავალი დებულებები
ორგანიზაციაში ვალდებულებათა აღრიცხვის შემოღებამდე წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა ხდება ორგანიზაციის ბუღალტრული ანგარიშგების (ბუღალტრული ბალანსის) მონაცემებით რიცხული ფინანსური ვალდებულებების ფარგლებში.
დანართი №2
ვალდებულების დოკუმენტი
1. ვალდებულების დოკუმენტი N
2. განმკარგავი ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი და დასახელება:
3. ვალდებულების საფუძველი, ნომერი, თარიღი:
4. ხელშეკრულების ტიპი:
5. ტენდერის N:
6. მომწოდებელი (საიდენტიფიკაციო კოდი და დასახელება):
7. მრავალწლიანი:
8. უწყვეტი:
9. თანადაფინანსება:
10. ხელშეკრულების მთლიანი თანხა და ვალუტა:
11. თანხა ექვივალენტი ლარებში:
12. თანადაფინანსების წილი:
13. წინა წლებში გადახდილი თანხა:
14. მომდევნო წლებში გადასახდელი თანხა:
15: cpv-კოდები :
16. ვალდებულების მთლიანი თანხა:
ვალდებულების დეტალები:
|პროგრამული კოდი |დაფარვის |საბიუჯეტო |დეტალის ტიპი |მომსახურების სახე |დასტური|თანხა |
| |წყარო |კლასიფიკაციის |(დავალიანებაან | |ს | |
| | |მუხლი/ხარჯის |მიმდინარე) | |თარიღი | |
| | |ქვეტიპი | | | | |
| | | | | | |I კვ |
| | | | | | |I კვ |
| თარიღი: | | | | | |თარიღი: |
დანართი №4
| | |საგადახდო მოთხოვნა | |
| | | | | | | | |
| | | | | | | | | |
| | | | | | | | | | |
| | | |საიდენტ.კოდი | |დასახელე| | | | | |
| | | | | |ბა | | | | | |
| | | |დანიშნულება | | | | | |შ|
| | | | | | | | | |ე|
| | | | | | | | | |ნ|
| | | | | | | | | |ი|
| | | | | | | | | |შ|
| | | | | | | | | |ვ|
| | | | | | | | | |ნ|
| | | | | | | | | |ა|
| | | | | | | | | |*|
| | | | | | |
| | | | | | | |
|1 |2 |3 |4 |5 |6 |7 |