,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“

მიღების თარიღი 09.10.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №182
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 123, 12/10/2009
matsne.gov.ge 210 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება №182 2009 წლის 9 ოქტომბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ მუხლი 1🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე: 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის სახედ განისაზღვროს სასწავლო უნივერსიტეტი და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტს ეწოდოს „შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი“. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ჩაითვალოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 ივლისის №145 დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ. 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 23 დეკემბრის №1150 ბრძანებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი                        ნ. გილაური