1. გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევაა (შემდგომში – გადაუდებელი შემთხვევა), როდესაც სამედიცინო დახმარების გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება.
2. გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობა შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
ა) შეტყობინება შემთხვევის შესახებ;
ბ) მონიტორინგი;
გ) შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარება;
დ) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება;
ე) შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი;
ვ) კონტროლი;
ზ) რევიზია.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპებს ახორციელებს პროგრამის განმახორციელებელი, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპს – რეგულირების სააგენტ