1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური ამბულატორიული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელი სტაციონარული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამბულატორიული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური ამბულატორიული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად, ხოლო სტაციონარული მომსახურების ზედამხედველობა – გადაუდებელი სტაციონარული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად.

4. პროგრამის განმახორციელებელი მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.დ“, „დ.ე“, „დ.ვ“, „დ.ზ“ და ,,დ.თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეების შესახებ ინფორმაციას წინასწარ დადგენილი ფორმით (ელექტრონული ონლაინ სისტემის საშუალებით) აწვდის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მომსახურების მიმწოდებელს.

5. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.დ“ „დ.ე“, „დ.ვ“,  „დ.ზ“ და ,,დ.თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციფიკური მედიკამენტების ხარჯვის ზედამხედველობა მოიცავს მედიკამენტების გაცემაზე პასუხისმგებელი მიმწოდებლის მიერ შესაბამისი განმახორცილებლისათვის დადგენილი ფორმით მედიკამენტების ბრუნვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

6. თუ პროგრამის მე-6 მუხლით განსაზღვრული მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება, ასევე არის საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით განსაზღვრული პროგრამის მიმწოდებელი, სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება, რომელიც მოიცავს პაციენტის კრიტიკული მდგომარეობების მართვასა და ინტენსიურ თერაპიას და რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, განხორციელდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში.

დანართი №16.1 – იშვიათი დაავადებების ამბულატორიული მეთვალყურეობა

№

დასახელება

კოდი

(ICD-10)

1

მწვავე ინტერმიტირებადი პორფირია

E80.2

2

ადისონის დაავადება

E27.1

3

ალსტრემის სინდრომი

Q87.8

4

ბარტერის სინდრომი

E26.8

5

ბეხჩეტის სინდრომი

M35.2

6

უიპლის დაავადება

K90.8

7

ბილიარული ატრეზია

Q44.2

8

კონის სინდრომი

E26.0

9

კრონკჰაიტ-კანადას დაავადება

D12.6

10

გარდნერი – დაიმონდის სინდრომი

D69.2

11

გლუკო%ა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი

D55.0

12

ჰემოქრომატოზი

E83.1

13

ინსულინომა

E16.8

14

ლაიმის დაავადება

A 69.2

15

ჰომოცისტინურია

E72.1

16

ფეოქრომოციტომა

C74

17

ვილმსის სიმსივნე

C64

18

ვულგარული იქთიოზი

Q 80.0

19

ჰიპოფიზარული ნანიზმი

E23.0

20

ცისტური ფიბროზი (მუკოვისციდოზი)

E84

21

ბარძაყის ძვლის თავის იუვენილური ოსტეოქონდროზი (ლეგ-კალკვე-პერტესის დაავადება)

M91.1

22

მემკვიდრული ჰიპოგამაგლობულინემია (ბრუტონის დაავადება)

D80.0

23

ტერნერის სინდრომი

Q 96

24

ბულოზური ეპიდერმოლიზი

Q 81.9

25

გლუტენის ავადმყოფობა (ცელიაკია)

K90.0

26

გენერალიზებული ეპილეფსიისა და ეპილეფსიური სინდრომების სხვა ფორმები – დრავეს სინდრომი

G40.4

27

მუკოპოლისაქარიდოზი I და II ტიპი

E76.0 E76.1

28

იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა

D69.3

29

ჰიპერიმუნოგლობულინ E სინდრომი

D82.4

30

თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები დაკავშირებული უპირატესად ქონდარა ზრდასთან – პრადერ-ვილის სინდრომი

Q 87.1

31

ფოსფორის მეტაბოლიზმის დარღვევები

E83.3

32

განშტოებულჯაჭვიანი ამინომჟავებისა და ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლური დარღვევები (პროპიონული აციდემია)

E71

33

გკლიკოპროტეინების მეტაბოლიზმის სხვა დარღვევები

E77.8

დანართი №16.2 – იშვიათი და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული  დაავადებების სტაციონარული მომსახურება

№

დასახელება

კოდი

(ICD-10)

ერთეულის ღირებულება (ლარი)

მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებები

1

რეგიონული ენტერიტი

K50

214

2

მალაბსორბცია გამოწვეული ტოლერანტობის დარღვევით

K90.4

214

3

იუვენილური დერმატომიოზიტი

M33.0

246

4

იუვენილური მაანკილოზირებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება)

M08.1

368

5

რეიტერის დაავადება

M02.3

246

6

სისტემური სკლეროზი (სკლეროდერმია)

M34

246

7

სისტემური წითელი მგლურა

M32

246

8

ვეგნერის გრანულომატოზი

M31.3

246

9

იუვენილური პოლიარტერიტი

M30.2

246

10

კან-ლორწოვან-ლიმფური კვანძების სინდრომი (კავასაკი)

M30.3

246

11

შაქრიანი დიაბეტი კომის გარეშე

Е10

506

12

არასრული ოსტეოგენეზი

Q78.0

609

13

ლულოვანი ძვლების ქრონიკული ოსტეომიელიტის გამწვავება, კონსერვატიული მკურნალობა

M86

415

14

ქრონიკული ოსტეომიელიტი-სეკვესტრექტომია

M86.6

1816

15

მინკოვსკი-შოფარის ჰემოლიზური ანემია

D58

280

16

დიდი თალასემია (ჰემოლიზური კრიზით)

D56.1

280

17

ანემია გამოწვეული ფერმენტული დარღვევებით

D55

280

18

მედიკამენტოზური ჰემოლიზი

D59.8

280

19

შონლაინ-ჰენოსის დაავადება

D69.0

280

20

იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა

D69.3

280

21

იუვენილური რევმატოიდული ართრიტი

M08.0

368

22

ჰიპერთირეოიდიზმი ჩიყვით და ჩიყვის გარეშე

E05

315

იშვიათი დაავადებები

23

მწვავე ინტერმიტირებადი პორფირია

E80.2

280

24

ადისონის დაავადება

E27.1

315

25

ალსტრემის სინდრომი

Q87.8

315

26

ბარტერის სინდრომი

E26.8

315

27

ბეხჩეტის სინდრომი

M35.2

246

28

უიპლის დაავადება

K90.8

246

29

ბილიარული ატრეზია (ქირურგიული მკურნალობა)

Q44.2

2170

30

კონის სინდრომი

E26.0

315

31

კრონკჰაიტ-კანადას დაავადება

D12.6

246

32

გარდნერ – დაიმონდის სინდრომი

D69.2

280

33

გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი

D55.0

280

34

ჰემოქრომატოზი

E83.1

315

35

ინსულინომა

E16.8

315

36

ლაიმის დაავადება

A 69.2

214

37

ფენილკეტონურია

E70.1

315

38

ჰომოცისტინურია

E72.1

315

39

ფეოქრომოციტომა (ქირურგიული მკურნალობა)

C74

1816

40

ვილმსის სიმსივნე (ქირურგიული მკურნალობა)

C64

1377

41

ვულგარული იქთიოზი

Q80.0

210

42

ჰიპოფიზარული ნანიზმი

E23.0

315

43

ცელიაკია

K90.0

214

44

ცისტური ფიბროზი (მუკოვისციდოზი)

E84

200

45

ბარძაყის ძვლის თავის იუვენილური ოსტეოქონდროზი ლეკ-კალვე-პერტესის დაავადება) (ქირურგიული მკურნალობა)

M91.1

1202

46

მემკვიდრული ჰიპოგამაგლობულინემია (ბრუტონის დაავადება)

D80.0

280

დანართი №16.3 – ჰემოფილიით და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მოცულობა და ნოზოლოგიური ჯგუფები

1. მომსახურების მოცულობა:

ა) ამბულატორიული მომსახურება:

ა.ა) ჰემატოლოგის და სხვა სპეციალისტების კონსულტაცია;

ა.ბ) სისხლდენებისა და სისხლჩაქცევების დროს სისხლის კომპონენტების, ჰემოსტატიკების და ფაქტორების ტრანსფუზია;

ა.გ) კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები (მათ შორის, გამოკვლევები სწრაფი ტესტებით В და C ჰეპატიტებსა და აივ-ინფექციაზე);

ა.დ) სისხლის შედედების ფაქტორების გამოკვლევა;

ა.ე) თრომბოციტების ფუნქციური გამოკვლევა;

ა.ვ) ფიზიოთერაპიული მომსახურება (ფიზიოთერაპიული ვარჯიშები).

ბ) სტაციონარული მომსახურება:

ბ.ა) ჰემორაგიული დიათეზის შემთხვევებში ჰოსპიტალური მომსახურება;

ბ.ბ) ჰემოფილური ართროპათიით გამოწვეული ორთოპედიული მომსახურება.

გ) იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში შეძენილი ანტიჰემოფილური ფაქტორ-კონცენტრატების – VIII, IX, XIII ფაქტორების, ანტიინჰიბიტორული პროთრომბინ-კომპლექსის, ანტიინჰიბიტორული VII ფაქტორის და ანტიინჰიბიტორული აქტივირებული კოაგულაციური კომპლექსის ბენეფიციართათვის მიწოდება (მათ შორის, გართულებულ შემთხვევებში და ჰოსპიტალიზაციების დროს). ამ მედიკამენტების ბენეფიციარებისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს ამ კომპონენტის მიმწოდებელი დაწესებულება. ანტიჰემოფილური ფაქტორ-კონცენტრატების გამოყენება-განაწილების ინსტრუქცია განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. სისხლის შედედების მემკვიდრული პათოლოგიები:

ა) D66-VIII ფაქტორის მემკვიდრული დეფიციტი (ჰემოფილია А);

ბ) D67-IX ფაქტორის მემკვიდრული დეფიციტი (ჰემოფილია В);

გ) D68.0 -ფონ-ვილებრანდის დაავადება (VWD);

დ) D68.1 – XI ფაქტორის მემკვიდრული დეფიციტი;

ე) D68.2 – სისხლის შედედების სხვა ფაქტორების მემკვიდრული დეფიციტი:

ე.ა) I (ფიბრინოგენი);

ე.ბ) II (პროთრომბინი);

ე.გ) V (ლაბილური ფაქტორი, ანუ პროაქცელერინი);

ე.დ) VII (სტაბილური, ანუ პროკონვერტინი);

ე.ე) X (სტიუარტ-პრაუერი);

ე.ვ) XII (ჰაგემანი);

ე.ზ) XIII (ფიბრინ-მასტაბილიზირებელი).

ვ) D69.1 -თრომბოციტების თვისობრივი დეფექტები.

დანართი №17

სასწრაფო, გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება

(პროგრამული კოდი 27 03 03 0