„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№376
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016876
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/01/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №376

2019 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016330) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირის დადგენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირადობის დადასტურება ან პირის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემული აქტით/დოკუმენტით;“;

ა.ბ) „ჯ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ1“ ქვეპუნქტი:

„ჯ1) ქორწინების რეგისტრაციის თაობაზე მომსახურება სამსახურის შენობის გარეთ (ადგილზე მომსახურება);“;

ა.გ) „ჰ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ) პირის რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის, სამგზავრო დოკუმენტის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურება სამსახურის შენობის გარეთ (ადგილზე მომსახურება);“;

ბ) 61 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) განიხილავს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში წარდგენილ განცხადებებს სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარებისა და შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის/მოწმობების გაცემის შესახებ;“;

გ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, გურჯაანის, გორის, დმანისის, ვანის, ზუგდიდის, თეთრიწყაროს, თელავის, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, მარნეულის, მარტვილის, მესტიის, ნინოწმინდის, ოზურგეთის, ონის, სენაკის, ფოთის, ქარელის, ქობულეთის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა  ამ მუხლის პირველი პუნქტის „რ​1​​“, „ღ.ბ“, „ღ.გ“, „ყ.ბ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

8. აბაშის, ადიგენის, ამბროლაურის, ასპინძის, ახმეტის, ბაღდათის, ბოლნისის, გარდაბნის, დედოფლისწყაროს, დუშეთის, ზესტაფონის, თერჯოლის, მცხეთის, საგარეჯოს, სამტრედიის, ტყიბულის, ქედის, შუახევის, ცაგერის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხელვაჩაურის, ხობის, ხონის და ხულოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „რ​​1“, „ღ.ბ“, „ღ.გ“, „ყ.ბ“, „ჭ“, „ხ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“;

დ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ახალციხის, ახალქალაქის, ბოლნისის, ბორჯომის, გურჯაანის, გორის, ვანის, ზუგდიდის, თეთრიწყაროს, თელავის, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, მარნეულის, მარტვილის, მესტიის, ნინოწმინდის, ოზურგეთის, ონის, სენაკის, ფოთის, ქარელის, ქობულეთის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა  ამ მუხლის პირველი პუნქტის „რ1​​“, „ღ.ბ“, „ღ.​გ“, „ყ.ბ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

8. აბაშის, ადიგენის, ამბროლაურის, ასპინძის, ახმეტის, ბაღდათის, გარდაბნის, დედოფლისწყაროს, დუშეთის, ზესტაფონის, თერჯოლის, მცხეთის, საგარეჯოს, სამტრედიის, ტყიბულის, ქედის, შუახევის, ცაგერის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხელვაჩაურის, ხობის, ხონის და ხულოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „რ1“, „ღ.ბ“, „ღ.გ“, „ყ.ბ“, „ჭ“, „ხ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“;

ე) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. აბაშის, ამბროლაურის, ასპინძის, ახმეტის, ბაღდათის, გარდაბნის, დედოფლისწყაროს, დუშეთის, ზესტაფონის, თერჯოლის, მცხეთის, საგარეჯოს, სამტრედიის, ტყიბულის, ქედის, შუახევის, ცაგერის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხელვაჩაურის, ხობის, ხონის და ხულოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „რ1“, „ღ.ბ“, „ღ.გ“, „ყ.ბ“, „ჭ“, „ხ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“;

ვ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ქ. თბილისის №1, №2 და №3 ქორწინების სახლები, ქ. რუსთავის, ქ. ქუთაისის და ქ. ბათუმის ქორწინების სახლები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებებიდან ახორციელებენ მხოლოდ ქორწინების რეგისტრაციას (მათ შორის, ქორწინების რეგისტრაციას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ჯ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით) და ქორწინების რეგისტრაციის მოწმობების/ქორწინების რეგისტრაციის შესახებ ცნობების გაცემას.“.

2.  მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა)  „კ4“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ5“ ქვეპუნქტი:

„კ5) ბოლნისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტები;

ა.ბ) „კ5“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ6“ ქვეპუნქტი:

„კ6) ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტები;“;

ა.გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ)  აბაშის, ამბროლაურის, ასპინძის, ახალგორის, ახალქალაქის, ახალციხის, ახმეტის, ბათუმის, ბაღდათის, ბორჯომის, გარდაბნის, გორის, დედოფლისწყაროს, დუშეთის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თელავის, თერჯოლის, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, მარნეულის, მარტვილის, მესტიის, მცხეთის, ნინოწმინდის, ონის, საგარეჯოს, სამტრედიის, სენაკის, ტყიბულის, ფოთის, ქარელის, ქედის, ქობულეთის, ქუთაისის, ყაზბეგის, ყვარლის, შუახევის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ხაშურის, ხელვაჩაურის, ხობის, ხონისა და ხულოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურების – შესაბამისი მუნიციპალიტეტები.“;

ა.დ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ)  აბაშის, ამბროლაურის, ასპინძის, ახალგორის, ახალქალაქის, ახმეტის, ბათუმის, ბაღდათის, ბორჯომის, გარდაბნის, გორის, დედოფლისწყაროს, დუშეთის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თელავის, თერჯოლის, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, მარნეულის, მარტვილის, მესტიის, მცხეთის, ნინოწმინდის, ონის, საგარეჯოს, სამტრედიის, სენაკის, ტყიბულის, ფოთის, ქარელის, ქედის, ქობულეთის, ქუთაისის, ყაზბეგის, ყვარლის, შუახევის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ხაშურის, ხელვაჩაურის, ხობის, ხონისა და ხულოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურების – შესაბამისი მუნიციპალიტეტები.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სამსახურები ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ (გარდა სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობისა), „დ“, „ე“, „ვ“, „ვ1“, „ჟ“, „რ“, „ს“, „ტ“, „შ1“, „ც“, „ძ“ და „ჯ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდული სამოქმედო ტერიტორიით.“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სამსახურები არ არიან შეზღუდული სამოქმედო ტერიტორიით ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, თუ რეგისტრაციიდან მოხსნა ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაუქმება ხორციელდება გარდაცვალების თაობაზე უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებიდან დიპლომატიური არხების მეშვეობით შეტყობინების მიღების, ან საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის სახელმწიფო საზღვარზე გადმოსვენების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან – შემოსავლების სამსახურისგან შეტყობინების (ინფორმაციის) მიღების შემთხვევაში.“;

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჯ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით ქორწინების რეგისტრაციის განხორციელებისას, ქ. თბილისის №1, №2 და №3 ქორწინების სახლების სამოქმედო ტერიტორიაა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი წოდორეთი,  ქ. რუსთავის ქორწინების სახლის სამოქმედო ტერიტორია – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი, ქ. ბათუმის ქორწინების სახლის სამოქმედო  ტერიტორია – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი, ხოლო ქ. ქუთაისის ქორწინების სახლის სამოქმედო  ტერიტორია – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი.“;

ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ და „ხ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაა ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ხოლო ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ახალციხის მუნიციპალიტეტი.“;

ვ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9  პუნქტები:

„8.  ქ. თბილისის №1, №2 და №3 ქორწინების სახლები, ასევე ქ. რუსთავის, ქ. ქუთაისის და ქ. ბათუმის ქორწინების სახლები ქორწინების რეგისტრაციის მოწმობას გასცემენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა   იმავე  სამსახურში.

9. ქორწინების რეგისტრაციის თაობაზე განცხადების მიღების უფლებამოსილების განხორციელებისას (გარდა ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჯ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისა) ტერიტორიული სამსახურები არ არიან შეზღუდული სამოქმედო ტერიტორიით.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 1 თებერვლიდან.

3. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 12 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

4. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა.ა“ და „ა.გ“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 25 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

5. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა.ბ“, „ა.დ“ და „ე“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 15 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი