„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№374
სარეგისტრაციო კოდი
040200010.22.027.016874
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/01/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №374

2019 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

 

„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №65, მუხ. 837) დამტკიცებული წესის:

1. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დასაქორწინებელი პირები, რომელთაც სურთ სპეციალური სარიტუალო მომსახურება, უფლებამოსილი არიან, მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ქორწინების სახლს ან ნებისმიერ სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ქორწინების რეგისტრაციის შესახებ განცხადებით და უნდა მიუთითონ ის ქორწინების სახლი ან უფლებამოსილი სამოქალაქო რეესტრის სამსახური, რომელშიც სურთ მომსახურების მიღება. განცხადებასთან და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელ დოკუმენტებთან ერთად დასაქორწინებელმა პირებმა უნდა წარადგინონ ქორწინების სპეციალური სარიტუალო მომსახურებით რეგისტრაციისათვის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.“.

2. მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:

„41. დასაქორწინებელი პირი უფლებამოსილია, ამ წესის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ კალენდარში წინასწარ მიუთითოს მომსახურების მიღების დღე და საათი, ქორწინების რეგისტრაციის ადგილზე მომსახურების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ის ქორწინების სახლი ან უფლებამოსილი სამოქალაქო რეესტრის სამსახური, რომელშიც სურს მომსახურების მიღება (ქორწინების რეგისტრაციის დაჯავშნა). დაჯავშნასთან ერთად  დასაქორწინებელმა პირმა უნდა გადაიხადოს ქორწინების სპეციალური სარიტუალო მომსახურებით რეგისტრაციისათვის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით გათვალისწინებული საფასური.

42. ჯავშნის დადასტურების შემთხვევაში, დაჯავშნიდან ორი თვის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს მომსახურების მიღების დღემდე ერთი სამუშაო დღით ადრე, დასაქორწინებელმა პირმა უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ქორწინების სახლს ან ნებისმიერ სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, ამ წესის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, ან გააუქმოს ჯავშანი. ამ პუნქტით დადგენილ ვადაში განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში ჯავშანი ავტომატურად უქმდება და დაჯავშნისას გადახდილი საფასური უკან არ ბრუნდება.“.

3. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სპეციალური სარიტუალო მომსახურების თაობაზე დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქორწინების სახლი ან   ტერიტორიული სამსახური ვალდებულია გააცნოს განმცხადებელს ამ ბრძანებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული რიტუალის წესი და პირობები, ხოლო ქორწინების მარეგისტრირებელი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქორწინების სახლი ან უფლებამოსილი სამოქალაქო რეესტრის სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს რიტუალის სათანადოდ ჩატარება.“.

მუხლი 2
 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 თებერვლიდან.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.01.2019.
როდის იქნა მიღებული „სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.01.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №374. სარეგისტრაციო კოდი — 040200010.22.027.016874.
რამდენი მუხლისგან შედგება „სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.01.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №374, 21.01.2019, სარეგისტრაციო კოდი 040200010.22.027.016874 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.01.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4449636/