„ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 იანვრის №2/ნ–№5 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება №01-7ნ– №11 |
|
2019 წლის 22 იანვარი 2019 წლის 29 იანვარი ქ. თბილისი |
„ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“;
„ა) „ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ნუსხა, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ (დანართი 1);
ბ) „ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხა, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან (დანართი 2).“.
„ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხა, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ (დანართი №2)“;
„1. ნუსხაში შემავალი საქონელი წარმოადგენს ჰიგიენის ნაწარმს 0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვთათვის, რომელიც საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას მარკირებულია ასეთად. ტერმინი „მარკირებულია ასეთად“ ნიშნავს, რომ საქონელზე ან/და მის შეფუთვაზე დატანილი სიტყვები ან/და ციფრები ან/და გამოსახულება მიანიშნებს, რომ საქონლის გამოყენების მინიმალური ასაკობრივი ზღვარი ნაკლებია 3 წელზე. ამასთან, საქონელზე ან/და მის შეფუთვაზე მხოლოდ გამოსახულების დატანის შემთხვევაში, აუცილებელია მწარმოებლის წერილობითი დასტურის წარდგენა, საქონლის გამოყენების მინიმალური ასაკობრივი ზღვარის მითითებით.
2. დღგ-ის გადასახადისაგან თავისუფლდება ნუსხით წარმოდგენილი, სეს ესნ-ის თერთმეტნიშნა ქვესუბპოზიციის საქონლის – 0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვთათვის განკუთვნილი ჰიგიენის ნაწარმის მიწოდება ან/და იმპორტი, რომელიც საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას მარკირებულია ასეთად.“.
|