შპს ,,ჯეომეტ ლიმიტედის’’ მიმართ გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/34505-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/01/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე№330216918002741809  

№2/34505-18

    თბილისის საქალაქო სასამართლოს

  განჩინება

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

2019 წლის 11 იანვარი   

ქ. თბილისი

 

  სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – ლევან მიქაბერიძე

 

განმცხადებელი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახური

მოვალე – შპს „ჯეომეტ ლიმიტედი“

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების  საკითხი და

გამოარკვია:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბერს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მომართა შპს ,,ჯეომეტ ლიმიტედის’’ დირექტორმა ირაკლი გაწერელიამ, რომელმაც მოითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და საზოგადოების გაკოტრება. სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, განცხადებაზე ხარვეზის შევსების შემდეგ შპს ,,ჯეომეტ ლიმიტედს’’ უარი ეთქვა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამასთან, განიმარტა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდებოდა რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 2018 წლის 29 ოქტომბერს.

3. 2018 წლის 30 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსმა შალვა კოპალეიშვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა შპს ,,ჯეომეტ ლიმიტედის’’ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

4. 2018 წლის 4 დეკემბრის განჩინებით განცხადებაზე დადგენილი იქნა ხარვეზი, რაც საბოლოოდ განმცხადებელმა შეავსო 2019 წლის 9 იანვარს.

5. სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და თანდართული  დოკუმენტები  და მიაჩნია, რომ განცხადება აკმაყოფილებს  „გადახდისუუნარობის  საქმის  წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც განცხადება მიღებული  უნდა იქნას წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-13-ე, მე-14, მე-18, მე-19, 20-ე, 21-ე, 25-ე, 26-ე და 29-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დაადგინა:

1.  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს ,,ჯეომეტ ლიმიტედის’’ (ს/კ 215133898) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნას სასამართლოს წარმოებაში.

2. მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო) და აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.

3. აეკრძალოს მოვალეს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში - სასამართლოს თანხმობის გარეშე.

4. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს. შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან. დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით (განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლება-მოვალეობები).

5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

6.  შეჩერდეს მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულება (არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება).

7. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან  განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად.

8. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნას 2019 წლის 20 თებერვალს 17:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №46 სხდომათა დარბაზში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) და შემდეგი დღის წესრიგით: (1) მეურვის ანგარიშის მოსმენა; (2) კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა; (3) მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა.

9. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს.

10. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე  და სასამართლო დაფაზე.

11. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების  გადაცემიდან (გამოქვეყნებიდან) 5 დღის ვადაში.

 მოსამართლე    ლევან მიქაბერიძე.