საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შესახებ
მიღების თარიღი 07.09.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №5318
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 127, 11/09/2007
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.09.2007 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPParliament;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:14.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 59.15pt 21.3pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-3 პუნქტისა და 811 მუხლის შესაბამისად, ნდობა გამოეცხადოს სამთავრობო პროგრამას ,,ერთიანი და ძლიერი საქართველოსათვის“ (თან ერთვის) და მთავრობის შემდეგ შემადგენლობას:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი – ზურაბ ნოღაიდელი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – ალექსანდრე (კახა) ლომაია
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი – დავით ჩანტლაძე
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი – გიორგი არველაძე
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი – ალექსანდრე ხეთაგური
საქართველოს თავდაცვის მინისტრი – დავით კეზერაშვილი
საქართველოს იუსტიციის მინისტრი – ეკა ტყეშელაშვილი
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი – გიორგი გაბაშვილი
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი – გიორგი ხევიაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – გელა ბეჟუაშვილი
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი – პეტრე ცისკარიშვილი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი – ნიკა გილაური
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – ივანე მერაბიშვილი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით ტყეშელაშვილი
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში – გიორგი ბარამიძე
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში – კახა ბენდუქიძე
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში – ზინაიდა ბესტაევა
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში – დავით ბაქრაძე.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2007 წლის 7 სექტემბერი.
№5318–რს
საქართველოს მთავრობის პროგრამა „ერთიანი და ძლიერი საქართველოსათვის“
საქართველო, 7 სექტემბერი, 2007 წელი
საქართველოს გააჩნია ისტორიული შესაძლებლობა ააშენოს თავისუფალი, ერთიანი, დემოკრატიული, შეძლებული და სამართლიანი სახელმწიფო, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რაც ახალი ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტად იქცა.
ახალი ქართული სახელმწიფო – თანამედროვე განვითარებული კაცობრიობის ნაწილი – იქნება ადამიანის განვითარებისა და საქმიანობის თავისუფლებაზე დაფუძნებული სახელმწიფო – სახელმწიფო პიროვნებისათვის.
ახალი ქართული სახელმწიფო – ეს არის:
– თავისუფალი საქართველო – ადეკვატური თავდაცვისუნარიანობით;
– ერთიანი საქართველო – მისი ყოველი მოქალაქისათვის;
– დემოკრატიული საქართველო – გამჭვირვალე სახელმწიფო ინსტუტუტებით, განვითარებული სამოქალაქო საზოგადოებით და სიტყვის თავისუფლებით;
– სამართლიანი საქართველო – დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემით;
– შეძლებული საქართველო – კერძო საკუთრების დაცულობით და ეკონომიკური თავისუფლებით;
ამ მიზნების მიღწევისათვის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს:
– ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზებით აღდგენა და სამოქალაქო ერთობა;
– მდგრადი ეკონომიკური ზრდა და დასაქმების ხელშეწყობა;
– ქმედითი მმართველობის ფორმირება;
– ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება;
– ნატოში გაწევრიანება; ევროკავშირთან თანმიმდევრული ინტეგრაცია;
სახელმწიფო მიზნების მიღწევის პირობებია, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი სტაბილურობის უზრუნველყოფა და, მეორე მხრივ, რეფორმათა დინამიკის შენარჩუნება და სახელმწიფოს მოდერნიზაცია.
საქართველოს მთავრობის ამოცანები
– მეტი სამუშაო ადგილი კერძო სექტორში;
– გამჭვირავალე და ქმედითი სახელმწიფო მმართველობა და თვითმმართველობა;
– ეფექტიანი მართლმსაჯულება;
– ადეკვატური თავდაცვისუნარიანობა;
– ქმედითი სამართალდამცავი სისტემა;
– ენერგოუსაფრთხოება;
– გამოთანაბრებული რეგიონული განვითარება;
– მდგრადი და ეფექტური ბუნებათსარგებლობა;
– ხარისხიანი და კონკრეტული განათლების შესაძლებლობა;
– ღია და ტოლერანტული კულტურული გარემო;
– განვითარებულ და მეზობელ ქვეყნებთან საერთაშორისო ეკონომიკური და კულტურული ინტეგრაცია.
საქართველოს მთავრობის სამოქმედო პრიორიტეტები
სახელმწიფო პოლიტიკა
ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფერო
• ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის თანამიმდევრული განხორციელება;
• ინტენსიური დიალოგისა (ID) და გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) განხორციელების საფუძველზე ნატოში გაწევრიანება;
• შეიარაღებული ძალების მართვის ოპტიმიზაცია და ბრძოლისუნარიანობის ამაღლება; არმიის რეფორმირება ნატოს სტანდარტების შესაბამისად; შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის სისტემის სრულყოფა; პროფესიული შეიარაღებული ძალების ფორმირების დასრულება;
• ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის (ENP Action Plan) წარმატებული განხორციელება და ევროკავშირთან „ოთხი თავისუფლების“ – ადამიანების, კაპიტალის, საქონლისა და მომსახურების გადაადგილების – ხარისხის გაზრდა;
• სამეზობლო არეალში შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონული თანამშრომლობის ეფექტურობის ზრდა;
• დიპლომატიური და საკონსულო ქსელის გაფართოება.
სახელმწიფოს ინსტიტუციური მშენებლობა
• კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის სამშვიდობო ინიციატივებისა და სამოქმედო გეგმების მიზანმიმართული განხორციელება, მათ შორის:
• კონფლიქტების პოლიტიკური გადაწყვეტის პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის როლის გაზრდა;
• კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან და საზოგადოებასთან პირდაპირი დიალოგის გააქტიურება, ნდობის აღდგენისა და რეაბილიტაციისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელება;
• ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმი-ნისტრაციის ეფექტურობის გაზრდა;
• ზემო აფხაზეთის სრული ინფრასტრუქტურული და სოციალური რეინტეგრაცია;
• სასამართლოს დამოუკიდებელი, სანდო, მიუკერძოებელი და ოპტიმიზებული სისტემის დამკვიდრების ხელშეწყობა;
• სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის რეფორმა საზოგადოებრივი სტაბილურობის, სახელმწიფოს მოდერნიზაციის და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით;
• ქმედითი თვითმმართველობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; უფლებამოსილებათა და ქონების გამიჯვნა;
• საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემის განვითარება ფუნქციური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის გაუმჯობესების გზით; საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის გაუმჯობესება;
• საზღვრის დაცვის პოლიციური სისტემის განვითარება;
სახელმწიფო ადმინისტრირება და რეგულირება
სამართლებრივი სფერო
• სააღმსრულებლო სისტემის რადიკალური რეფორმა სასამართლო გადაწყვეტილებების დროულად და ეფექტურად აღსრულების მიზნით;
• ერთიანი სამოქალაქო რეესტრის ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა ბაზის ფორმირება; სა-ჯარო რეესტრის სანდოობისა და მომსახურების ხარისხის ზრდა;
• პენიტენციარული სისტემის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ინსტიტუციური რეფორმა; პატიმართა უფლებების დაცვის და რესოციალიზაციის ეფექტური მექანიზმების შემუშავება;
• საკანონმდებლო ბაზის კრიტიკული და სისტემური რევიზია;
• სახაზინო ადვოკატის ხელმისაწვდომი და კვალიფიციური ინსტიტუტის ფორმირება.
სახელმწიფო მმართველობის სფერო
• საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ეფექტურად შესრულება;
• სახელმწიფო მმართველობის და საჯარო სამსახურის რეფორმირება, კადრების შერჩევის და მოტივაციის სისტემის სრულყოფა „მცირე ხელისუფლებისა“ და „კარგი მმართველობის“ დანერგვის მიზნით;
• სახელმწიფო მმართველობის ორგანოების რეგულარული საჯარო ანგარიშგების, ანგარიშვალდებულების და სამოქალაქო კონტროლის მექანიზმების სრულყოფა;
• სახელმწიფო ბიუჯეტის საშუალოვადიანი, შედეგზე ორიენტირებული სახარჯო პოლიტიკისა და მექანიზმების დახვეწა.
ეკონომიკური თავისუფლება და ინფრასტრუქტურული განვითარება
ეკონომიკის ინსტიტუციური დერეგულირება
• სალიცენზიო-სანებართვო საკანონმდებლო მოთხოვნათა სრული დანერგვა და ზედამხედველობის სისტემის გამართვა;
• სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო სუბიექტებისა და ქონების განსახელმწიფოებრიობის დასრულება; სახელმწიფო ქონების მართვის გამჭვირვალობის ზრდა და კომერციალიზაცია;
• მეწარმეობაზე სახელმწიფო რეგულირების ზემოქმედების მინიმალიზება; ,,რეგულირების ზემოქ-მედების შეფასების“ სისტემის დანერგვა და ინსტიტუციონალიზება;
• ბუნებრივი (მათ შორის, სატყეო) რესურსების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვა; ბუნებრივი რესურ-სების სარგებლობის ფორმების დივერსიფიკაცია, მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად;
• სასოფლო-სამეურნეო სექტორის რეფორმირება რეგულირებისა და ინტერვენციის შემცირებით;
• სოფლის მეურნეობაში რეფორმირება კერძო ინვესტიციების საფუძველზე; პროგრამის ,,ასი ახალი საწარმო“ განხორციელება; სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდისათვის პირობების შექმნა;
• სოფლის მეურნეობის პროდუქტებისათვის ალტერნატიული ბაზრების მოპოვების ხელშეწყობა;
• საფინანსო სექტორის რეფორმირება საქართველოს თანამედროვე საფინანსო ცენტრად გადასაქცევად;
• თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნა;
• ბიზნესის წარმოებისათვის საუკეთესო გარემოს უზრუნველყოფა და საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება;
• ,,თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებზე“ მუშაობა სტრატეგიულ სავაჭრო პარტნიორებთან.
ეკონომიკის ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა
• ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის კერძო-საჯარო პარტნიორობის გამოყენება; ენერგეტიკული სისტემის მდგრადობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ალტერნატივების გაზრდის მეშვეობით და საერთაშორისო ენერგოსისტემებში ინტეგრაციის უფრო მაღალი ხარისხით;
• რეგიონული განვითარება საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის ინტენსიური რეაბილიტაციისა და განვითარების გზით;
• ტრანსპორტის ყველა სახეობისათვაის „ღია პოლიტიკის“ გატარება მობილურობის, საერთაშორისო ინტეგრაციისა და სატრანზიტო მიმზიდველობის უზრუნველსაყოფად;
• წყლის რესურსების სააუზო მართვის სისტემის დანერგვა;
• სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაცია და კომერციალიზაცია;
• სასურსათო უვნებლობის ერთიანი სისტემის სრულყოფა; ქვეყნის ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის ზრდა.
პიროვნების განვითარება
სოციალური დაცვის სფერო
• სოციალური დახმარების ინტეგრირებული, სიღატაკის აღმოფხვრაზე ორიენტირებული სისტემის ფორმირება
• მიზნობრივი ჯგუფებისათვის (ღარიბები და ხნიერები) სამედიცინო დაზღვევის ვაუჩერული სისტემის განვითარება;
• ხანდაზმულ ასაკში სიღარიბისაგან მიზნობრივი დაცვის სისტემის ფორმირება;
• ჯანდაცვის სისტემის მომხმარებელზე ორიენტირებული, კერძო საკუთრებაზე დამყარებული და სადაზღვევო პრინციპებს მორგებული ინსტიტუციური რეფორმა; ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის – ,,ასი ახალი საავადმყოფო“ პირველი ეტაპის დასრულება და შემდგომი ეტაპების თანამიმდევრული განხორციელება;
• ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარებისათვის საჯარო-კერძო პარტნიორობის პროგრამის განხორცილება პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეაბილიტაციის და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.
განათლება და კულტურა
• კერძო-სახელმწიფო პარტნიორობა განათლების, კულტურის და სპორტის ახალი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად და არასახელმწიფო სექტორის როლის ზრდა;
• უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაცია; ქ. თბილისში ,,ცოდნის ქალაქის“ ფორმირება; სამეცნიერო კვლევების დაფინანსების საგრანტო-კონკურენტული სისტემის სრულყოფა;
• განათლებისა და მეცნიერების სისტემის საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით სივრცესთან ინსტიტუციური და პროგრამული თავსებადობის ხელშეწყობა;
• ახალი საგანმანათლებლო და კვლევითი ინფრასტრუქტურის შექმნა, მათ შორის, კერძო-სახელმწიფო პარტნიორობის საფუძველზე;
• ეკონომიკის ახალ მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემის ფორმირება; კერძო-საჯარო პარტნიორობა პროფესიული გადამზადების გზით ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წახალისება;
• ძეგლთა რესტავრაცია და პრევენციული კონსერვაცია.