,,საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 14.09.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №5319
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 130, 17/09/2007
matsne.gov.ge 984 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPParliament;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:SPLiteraturuly;} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:14.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 45.0pt 44.95pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პარლამენტის დადგენილება ,,საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176​2 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ მაჭავარიანის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (№07-3/478, 31.08.2007) ,,საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი და შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 6 წევრის შემადგენლობით: ლევან ბეჟაშვილი – საქართველოს პარლამენტის    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  (კომისიის თავმჯდომარე) ბეჟან (ზურაბ) ბუცხრიკიძე – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ გრიგალაშვილი – საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი – საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე მანანა ნაჭყებია – საქართველოს პარლამენტის წევრი ელდარ შენგელაია – საქართველოს პარლამენტის წევრი. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე  მ. მაჭავარიანი თბილისი, 2007 წლის 14 სექტემბერი. №5319–IIს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე     მუხლი 1🔗 „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2004, მუხ. 137) დაემატოს შემდეგი შინაარსის IV​1 თავი: „თავი IV​1 სახელმწიფო ჰერალდიკის საბჭო     მუხლი 9🔗​1 1. სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების მიზნით, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, იქმნება საქართველოს პარლამენტთან არსებული სახელმწიფო ჰერალდიკის საბჭო. 2. სახელმწიფო ჰერალდიკის საბჭოს კომპეტენცია და ფუნქციები განისაზღვრება ამ კანონითა და ჰერალდიკის საბჭოს დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.     მუხლი 9🔗​2. ჰერალდიკის საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება; ბ) სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესების შემუშავება; გ) აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა თვითმმართველი ერთეულების სახელმწიფო სიმბოლოების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება; დ) სახელმწიფო სიმბოლოების სახელმწიფო რეგულირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.“.     მუხლი 2🔗 ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი თბილისი, 2007 წლის —————————— . პროექტი განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია ორგანული კანონის პროექტის შესახებ ა.ა) ორგანული კანონის პროექტის მიღების მიზეზი: ორგანული კანონის პროექტის მიღების მიზეზია ჰერალდიკის სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესის სამართლებრივი რეგულირების არარსებობა. იმ პირობებში, როდესაც ავტონომიურ რესპუბკლიკებსა და თვითმმართველ ერთეულებს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ გერბის, დროშისა და სხვა სიმბოლოების ქონის შესაძლებლობა, აქტუალურია ამ სფეროში კომპეტენტური ორგანოს არსებობა, რომელიც ხელს შეუწყობს აღნიშნული სუბიექტების, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების ცვლილების შემთხვევაში ამ სიმბოლოების შექმნის პროცესის სწორ წარმართვას. ა.ბ) ორგანული კანონის პროექტის მიზანი: ორგანული კანონის პროექტის მიზანია პარლამენტთან შეიქმნას კომპეტენტური ორგანო, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების სიმბოლოების შექმნის პროცესის სახელმწიფო რეგულირებას. ა.გ) ორგანული კანონის პროექტის ძირითადი არსი: ორგანული კანონის პროექტის თანახმად, ორგანულ კანონში შედის დამატება IV​1 თავის სახით. აღნიშნული დამატების შესაბამისად საქართველოს პარლამენტთან იქმნება მუდმივმოქმედი სახელმწიფო ჰერალდიკის საბჭო, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებულ საკითხებზე წინადადებების შემუშავება, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა თვითმმართველი ერთეულების სახელმწიფო სიმბოლოების შექმნა და მათი გამოყენების წესის დადგენა, სახელმწიფო სიმბოლოების რეგულირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. ბ) ორგანული კანონის პროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) ორგანული კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო რეგლამენტის პროექტის მიღება იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას წელიწადში 550 ათასი ლარის ოდენობით, აქედან მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებისთვის მიმართული იქნება 240 080 ლარი, სხვა საქონელი და მომსახურება – 229 920 ლარი, არაფინანსური აქტივები – 80 ათასი ლარი. ბ.ბ) ორგანული კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ორგანული კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) ორგანული კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ორგანული კანონის პროექტის მიღება იწვევს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე წელიწადში 550 ათასი ლარის ოდენობით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები ორგანული კანონის პროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას წელიწადში 550 ათასი ლარის ოდენობით. ბ.ე) ორგანული კანონის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება ორგანული კანონის პროექტის მოქმედება არ ვრცელდება კონკრეტული პირთა წრის მიმართ. ბ.ვ) ორგანული კანონის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) ორგანული კანონის პროექტით არ დგინდება არანაირი გადასახდელი. გ) ორგანული კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ბ) ორგანული კანონის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: ორგანული კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.გ) ორგანული კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან ორგანული კანონის პროექტი შესაბამისობაშია საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან. დ) ორგანული კანონის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ორგანული კანონის პროექტის შემუშავებაში ორგანული კანონის პროექტის შემუშავებაში ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) ორგანული კანონის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი შეფასებები არ არსებობს დ.გ) ორგანული კანონის პროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ მაჭავარიანი. დ.დ) ორგანული კანონის პროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ მაჭავარიანი.