,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’

მიღების თარიღი 25.01.2019
ძალის დაკარგვა 05.02.2020
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016526
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,162 სიტყვა · ~21 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.01.2019 მიღება
05.02.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №5 2019 წლის 25 იანვარი ქ. წყალტუბო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, და „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №66 დადგენილების შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიპაატა ახალაძე დანართი №1 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019  წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესი ეს წესი განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის  2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებს, დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას და გაცემის პროცედურას. მუხლი 1🔗. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დღეგრძელ პირთა დახმარება 1. წყალტუბოს  მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დღეგრძელ პირთა  (100 და მეტი წლის ასაკის) მატერიალური დახმარება განისაზღვრება თითოეულზე 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. დახმარების მიღების მიზნით მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. მუხლი 2🔗. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  ოჯახების მატერიალური წახალისება დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  ოჯახებისათვის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მშობლები) ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს: ა) მესამე შვილის შეძენისას –500 ლარი; ბ) მეოთხე შვილის შეძენისას –700 ლარი; გ) მეხუთე და მეტი შვილის შეძენისას –1000 ლარი; დ) ერთი და მეტი ტყუპის შეძენისას – 500 ლარი; ე) სოციალურად დაუცველ ოჯახზე (სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-დან-65000  ქულის ჩათვლით  რეგისტრირებული), რომელთაც ყავთ 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი შვილი გაიცეს  ერთჯერადად 200  ლარი. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის  „ა“ „ბ“ „გ“ „დ“ პუნქტები ვრცელდება იმ  ოჯახებზე, რომელთა შვილები დაიბადნენ  2018-2019 წლებში და არ აქვთ მიღებული ერთჯერადი დახმარება. 3. ამ სოციალური პროგრამის, ცალკეული ქვეპუნქტების ერთობლივად დადგომის შემთხვევაში თითოეული დახმარება გაიცემა ქვეპროგრამაში გათვალისწინებული შესაბამის მოცულობათა ერთობლიობით. 4. დახმარების მიღების მიზნით მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება  (განმცხადებელი –  მშობელი); ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ქორწინების მოწმობის ასლი; დ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 5. სოციალურად დაუცველმა ოჯახმა (არასრუწლოვნის ერთერთმა მშობელმა) (სოციალური მომსახურების საგენტოს ბაზაში 0-დან -65000-მდე ქულით რეგისტრირებული), რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის  3 და მეტი   შვილი, ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღების მიზნით უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) მშობლების   პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ქორწინების მოწმობის ასლი; დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; ე) არასრულწოვანი ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 6. არარეგისტრირებული ქორწინების შემთხვევაში თანხა  მიეცეს  ოჯახს (დედას ან მამას). თანხის ჩარიხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. მუხლი 3🔗. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა სარიტუალო ხარჯები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა სარიტუალო ხარჯები ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა  დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურებას, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურებას, უჭირისუფლო გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯის ანაზღაურებას. 1. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ  იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა  დაკრძალვის ხარჯების  ნაწილობრივი ანაზღაურება განისაზღვრება თითოეულზე 250 ლარის ოდენობით. დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურების მიღების მიზნით განსაზღვრული დახმარების მიღების უფლება აქვს გარდაცვლილის შვილს, მეუღლეს, მშობლებს, დას, ძმას, დისწულს, ძმისწულს ბებიას, პაპას, ბიძას, დეიდას, მამიდას,  მათ შვილებს, შვილის ცოლს და შვილის ქმარს. დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურების მიღების მიზნით განმცხადებელმა  უნდა  წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა)  განცხადება ბ)პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ)გარდაცვლილთან განმცხადებლის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე)დევნილობის დამდასტურებელი დოკუმენტი; ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 2.  სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივი  ანაზღაურება განისაზღვრება თითოეულზე  - 250 ლარით. დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურების მიღების მიზნით განსაზღვრული დახმარების მიღების უფლება აქვს, გარდაცვლილის შვილს, მეუღლეს, მშობლებს, დას, ძმას, დისწულს, ძმისწულს, ბებიას, პაპას, ბიძას, დეიდას, მამიდას,  მათ შვილებს, შვილის ცოლს და შვილის ქმარს. ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) გარდაცვლილთან განმცხადებლის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი. დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან; ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 3. უჭირისუფლო გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯი განისაზღვრება - 250 ლარით. უჭირისუფლო გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯის ანაზღაურებისათვის წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია: ა) შესაბამისი ადმინისტრაციული  ერთეულის მერის წარმომადგენელის   შუამდგომლობა გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ ან აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი  სხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოფიციალური დოკუმენტი. თანხის  ჩარიცხვა მოხდეს  საწესჩვეულებო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით. დახმარება ვრცელდება 2018 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრებზეც, რომლებსაც მიღებული არა აქვთ ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება. მუხლი 4🔗. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება განისაზღვრება შემდეგ კატეგორიებზე: ა) სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულია 65000-დან 100001 ქულის ჩათვლით და ღებულობს საარსებო შემწეობას დახმარება – 250 ლარი. ბ) დიდი სამამულო ომის მონაწილის დახმარება – 300 ლარი; გ) ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე პირის დახმარება – 200 ლარი; დ) დედ–მამით ობოლი ბავშვის დახმარება – 500 ლარი; ე) ცერებრალური დამბლით დაავადებულ პირის დახმარება – 500 ლარი; ვ) ა(ა)იპ ,,სათნოების სახლის“ ბენეფიციარის დახმარება სააღდგომოდ 100 ლარი და საახალწლოდ 100 ლარი; ზ) მხედველობით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დახმარება – 250 ლარი; თ) თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე: ჰემოდიალიზზე და პერიტონეულ დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქის დახმარება –1800 ლარი;  ი) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის დახმარება, გარდა ცერებრალური დამბლით დაავადებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის – 300 ლარი; კ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის, სახელმწიფო გასაცემლის (კონპენსაცია, საპენსიო პაკეტი, საყოფაცხოვრებო სუბსიდია) მიმღების დახმარება 200 – ლარი; ლ) სხვა სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ომის მონაწილის დახმარება თითოეულს - 200 ლარი; მ) 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირის ოჯახის (ოჯახის წევრის რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად) ფულადი დახმარება – 1500 ლარი; ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახის, პირის (საცხოვრებელი სახლი დაინგრა,დაიწვა ან საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა სტიქიური უბედურების,უბედური შემთხვევის ან სხვა გარემოების გამო) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა თვეში არაუმეტეს 150 ლარი, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1800 ლარისა; ო) ოჯახში ძალადობის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის (პირთა) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა თვეში არაუმეტეს 150 ლარი, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1800 ლარი; პ) ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის დახმარება (გინეკოლოგის ან /და რეპროდუქტოლოგის დახმარება კონსულტაცია ან /და შესაბამისი სამედიცინო კვლევები) არაუმეტეს 200 ლარი; ჟ) 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრი ,,ჩვენი სახლის“ ბენეფიციარი ბავშვის დახმარება 100 ლარის ოდენობით; რ) სოციალურად დაუცველ ოჯახის, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულია 0-დან 65 000 ქულის ჩათვლით, პირველ და მეორე ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება - 200 ლარი; ს) სადღესასწაულოდ (აღდგომა) სოციალურად დაუცველი ოჯახზე, (სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-დან 65000-ი ქულის ჩათვლით რეგისტრირებულ) რომელთაც ყავთ 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი შვილი, დედ-მამით ობოლი ბავშვის, 100 წელს გადაცილებული პირის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის კვების პროდუქტებით დახმარება, თითოეულს არაუმეტეს 50 ლარის ღირებულებისა; ტ) ონკოლოგიური დაავადების მქონე 18 წლამდე ბავშვის (ლეიკემია, ლიმფოგრანულომატოზი, ანემია, სხვადასხვა სახის სიმსივნეები) დახმარება – 500 ლარი; უ) ფენილკეტონურიით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვის დახმარება - 500 ლარი; ფ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის დახმარება -300 ლარი; ქ) ფსორიაზით დაავადებულ პირთა დახმარება -200 ლარი; ღ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან კერძოდ კი მინდობით აღზრდიდან ან მცირე საოჯახო სახლებიდან სრულწლოვნობის მიღწევის გამო ამორიცხული ახალგაზრდების (18-21 წელი) ბინის ქირით უზრუნველყოფა საცხოვრებლის არარსებობის შემთხვევაში - ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით, წელიწადში არაუმეტეს 1800 ლარი; ყ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტების სწავლის საფასურის თანადაფინანსება, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწასებულებებში და მათი სოციალური მდგომარეობა მძიმეა მშობლების: გარდაცვალების, უგზოუკვლოდ დაკარგვის, მარჩენალის დაკარგვის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის პატიმრობაში ყოფნის გამო. სტუდენტების თანადაფინანსება განისაზღვროს გადასახდელი თანხის 50% არაუმეტეს 2000 ლარისა. ამ სოციალური პროგრამის ცალკეული ქვეპუნქტების ერთობლივად დადგომის შემთხვევაში თითოეული დახმარება გაიცემა ქვეპროგრამაში გათვალისწინებული შესაბამის მოცულობათა ერთობლიობით. 2. სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულია 65000-დან 100001 ქულის ჩათვლით და ღებულობს საარსებო შემწეობას დახმარება განესაზღვროს - 250 ლარით. დახმარების მიღების მიზნით მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (დევნილობის შემთხვევაში); დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.  თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 3. დიდი სამამულო ომის მონაწილეთა დახმარება განისაზღვრება – 300 ლარით. დახმარების მიღების მიზნით მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) დიდი სამამულო ომის მონაწილის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 4. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე პირის დახმარება განისაზღვრება – 200 ლარი. დახმარების მიღების მიზნით ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ჩერნობილის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 5. დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარება განისაზღვრება – 500 ლარით. დახმარების მიღების მიზნით მეურვემ /მზრუნველმა ან მახარდამჭერმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) დედ-მამის გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე) მეურვეობის/მზრუნველობის ან მხარდამჭერის ან დროებითი მხარდამჭერის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.  თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 6. ცერებრალური დამბლით დაავადებული პირის დახმარება განისაზღვრება - 500 ლარით. დახმარების მიღების მიზნით მოქალაქემ (უნარშეზღუდულმა პირმა, მშობელმა ან მეურვემ ან დროებითმა მხარდამჭერმა ან მხარდამჭერმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:  ა) განცხადება;  ბ) დაბადების მოწმობა (არასრულწოვნის შემთხვევაში);  გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;  დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმა №100/ა);  ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან პენსიის შესახებ; ვ) სოციალური მომსახურების სააგენტოს წყალტუბოს რაიონული განყოფილების (როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო) გადაწყვეტილება ქმედუუნაროდ აღიარებული პირის მეურვედ დანიშვნის შესახებ ან სასამართლოს გადაწყვეტილება პირისთვის დროებითი მხარდამჭერის ან მხარდამჭერის დანიშვნის შესახებ. (საჭიროების შემთხვევაში); ზ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 7. ა(ა)იპ „სათნოების სახლის“ ბენეფიციარების დახმარება განისაზღვრება სააღდგომოდ 100 ლარი და საახალწლოდ -100 ლარით.  ბენეფიციარების დახმარების მიზნით ანაზღაურება მოხდება ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ მიერ მოწოდებული შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე. ა) ბენეფიციართა სია; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი); გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.  თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.  8. მხედველობით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დახმარება განისაზღვრება - 250 ლარით. დახმარების მიღების მიზნით პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება დახმარების მიმღების, ნათესავის (მეუღლე, შვილი, პირდაპირი, აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები) ან მინდობილი პირის ან მეურვის ან დროებითი მხარდამჭერის ან მხარდამჭერის; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან, მხედველობით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) დახმარების მიმღების ნათესავის (მეუღლე, შვილი, პირდაპირი, აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები) განცხადების შემთხვევაში - ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი, დახმარების მიმღების მინდობილი პირის განცხადების შემთხვევაში - მინდობილობა; ხოლო დახმარების მიმღების მეურვის ან მხარდამჭერის ან დროებითი მხარდამჭერის შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტოს წყალტუბოს რაიონული განყოფილების (როგორც მეურვეუბისა და მზრუნველობის ორგანო) გადაწყვეტილება ქმედუუნაროდ აღიარებული პირის მეურვედ დანიშვნის შესახებ ან სასამართლოს გადაწყვეტილება პირისთვის დროებითი მხარდამჭერის ან მხარდამჭერის დანიშვნის შესახებ; ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.  9. თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე: ჰემოდიალიზზე და პერიტონეულ დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქის დახმარება განისაზღვრება - 1800 ლარით.  დახმარების მიღების მიზნით პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:  ა) განცხადება;  ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;  გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100/ა);  დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.  ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 10. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების დახმარება, გარდა ცერემბრალური დამბლით დაავადებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვისა დახმარება განისაზღვრება - 300 ლარით. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების დახმარების მიღების მიზნით ერთერთმა მშობელმა ან მეურვემ ან დროებით მხარდამჭერმა ან მხარდამჭერმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:  ა) განცხადება;  ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ერთ-ერთი მშობლის, მეურვის ან დროებით მხარდამჭერის ან მხარდამჭერის);  გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;  დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ;  ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.  თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 11. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის, სახელმწიფო გასაცემლის (კონპენსაცია, საპენსიო პაკეტი, საყოფაცხოვრებო სუბსიდია) დახმარება განისაზღვრება - 200 ლარით.  დახმარების მიღების მიზნით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:  ა) განცხადება;  ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) დევნილის დამადასტურებელი დოკუმენტი (დევნილობის შემთხვევაში); დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობის და ამვე დროს კონპენსაციის ან საპენსიო პაკეტის ან საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების შესახებ; ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.  თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 12. სხვა სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ომის მონაწილის დახმარება განისაზღვრება- 200 ლარით. დახმარების მიღების მიზნით სხვა სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლმა ომის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:  ა) განცხადება;  ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;  გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სხვა ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეობის შესახებ ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი;  დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.  თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 13. 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირის ოჯახის (ოჯახის წევრის რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად) ფულადი დახმარება განისაზღვრება-1500 ლარით. 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპული ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ცნობა სოცილური მომსახურების საგენტოდან; ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.  თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 14. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახის, პირის (საცხოვრებელი სახლი დაინგრა, დაიწვა ან საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა სტიქიური უბედურების, უბედური შემთხვევის ან სხვა გარემოებების გამო) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა განისაზღვრება თვეში არაუმეტეს 150 ლარი, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1800 ლარისა.  მოქალაქემ დახმარების მიღების მიზნით უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა პირის უსახლკაროდ დარჩენის შესახებ ან შესაბამისი აქტი (რომელთა, საცხოვრებელი სახლი დაინგრა, დაიწვა საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა სტიქიური უბედურების, უბედური შემთხვევის ან სხვა გარემობების გამო), სახლის ფოტომასალით; დ) ქირავნობის ხელშეკრულება ბენეფიციარსა და გამქირავებელს შორის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული; ე) ბენეფიციარის საკუთრების მოწმობა საცხოვრებელ სახლზე (არსებობის შემთხვევაში); ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, ყოველთვიურად 25-დან 30 რიცხვის ჩათვლით, ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მომდევნო თვეებზე ანგარიშწორება მოხდება დადგენილი წესით, იმ ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის ცნობის საფუძველზე, რომელ ადმინისტრაციულ ერთეულშიც იქირავა ბენეფიციარმა საცხოვრებელი სახლი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე. 15. ოჯახში ძალადობის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მუნიციპალტეტში რეგისტრირებული ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის (პირთა) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა თვეში არაუმეტეს 150 ლარი, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1800 ლარი.  მოქალაქემ დახმარების მიღების მიზნით უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:  ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) შესაბამისი ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა პირის უსახლკაროდ დარჩენის შესახებ; ე) ქირავნობის ხელშეკრულება ბენეფიციარსა და გამქირავებელს შორის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული;  ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, ყოველთვიურად 25-დან დან 30 რიცხვის ჩათვლით, ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მომდევნო თვეებზე ანგარიშწორება მოხდება დადგენილი წესით, იმ ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის ცნობის საფუძველზე, რომელ ადმინისტრაციულ ერთეულშიც იქირავა ბენეფიციარმა საცხოვრებელი სახლი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე. 16. ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის დახმარება (გინეკოლოგის ან /და რეპროდუქტოლოგის დახმარება კონსულტაცია ან /და შესაბამისი სამედიცინო კვლევები) არაუმეტეს 200 ლარი.  მოქალაქემ დახმარების მიღების მიზნით უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:  ა) განცხადება;  ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა №IV-100/ა;  ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 17. 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრი ,,ჩვენი სახლის“ ბენეფიციარი ბავშვის ფულადი დახმარება განისაზღვრება - 100 ლარის ოდენობით.  ბენეფიციარების დახმარების მიზნით ანაზღაურება მოხდება ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრი ,,ჩვენი სახლის“ მიერ მოწოდებული შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე.  ა) ბენეფიციართა სია;  ბ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;  გ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;  დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 18. სოციალურად დაუცველ ოჯახის, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული არიან 0-დან 65 000 -ი ქულის ჩათვლით, პირველ და მეორე ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება თითოეულს- 200 ლარი.  დახმარების მიღების მიზნით ერთ-ერთმა მშობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:  ა) განცხადება;   ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;  გ) ქორწინების მოწმობის ასლი;  დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;  ე)ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;  ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.  თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 19. სადღესასწაულოდ (აღდგომა) საზეიმო განწყობის შექმნის მიზნით სოციალურად დაუცველი ოჯახზე (სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-დან 65000 ქულის ჩათვლით რეგისტრირებული), რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი შვილი, დედ-მამით ობოლი ბავშვის, 100 წელს გადაცილებული პირის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის კვების პროდუქტებით დახმარება განისაზღვროს თითოეულზე არაუმეტეს 50 ლარის ღირებულებისა.  ბენეფიციარების (დედ-მამით ობოლი ბავშვის, შშმ სტატუსის მქონე ბავშვის და მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანის) დახმარების მიზნით, დახმარება გაიცემა სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოწოდებული სიის საფუძველზე, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახის (სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-დან 65000 ქულის ჩათვლით რეგისტრირებულ)რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი შვილი და 100 წელს გადაცილებული პირის დახმარების შემთხვევაში, დახმარების მიღების მიზნით ბენეფიციარებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;  გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან. 20. ონკოლოგიური დაავადების მქონე 18 წლამდე ბავშვის (ლეიკემია, ლიმფოგრანულომატოზი, ანემია, სხვადასხვა სახის სიმსივნეები) დახმარება -500 ლარის ოდენობით.  დახმარების მიღების მიზნით ერთ-ერთმა მშობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:  ა) განცხადება;   ბ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;  გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა №IV-100/ა;  დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.  თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მშობლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 21. ფენილკეტონურიით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვის დახმარება - 500 ლარის ოდენობით. დახმარების მიღების მიზნით ერთ-ერთმა მშობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:  ა) განცხადება;  ბ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;  გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა №IV-100/ა;  დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მშობლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 22. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის დახმარება - 300 ლარი.  დახმარების მიღების მიზნით მარტოხელა მშობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ)პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ)მარტოხელა მშობლის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ)არასრუწლოვანი შვილის დაბადების მოწმობის ასლი; ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 23. ფსორიოზით დაავადებულ პირთა დახმარება -200 ლარი. დახმარების მიღების მიზნით ფსორიაზით დაავადებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა №IV-100/ა;  დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 24. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან კერძოდ კი მინდობით აღზრდიდან ან მცირე საოჯახო სახლებიდან სრულწლოვნობის მიღწევის გამო ამორიცხული ახალგაზრდების (18-21წელი) ბინის ქირით უზრუნველყოფა საცხოვრებლის არარსებობის შემთხვევაში- ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით.წელიწადში 1800 ლარი. დახმარების მიღების მიზნით მოქლაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა რეესტრიდან საკუთარი ან მშობლის სახელზე ქონების არარსებობის შესახებ; დ) ცნობა სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ცხოვრების შესახებ; ე) ქირავნობის ხელშეკრულება ბენეფიციარსა და გამქირავებელს შორის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული;  ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, ყოველთვიურად 25-დან დან 30 რიცხვის ჩათვლით, ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მომდევნო თვეებზე ანგარიშწორება მოხდება დადგენილი წესით, იმ ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის ცნობის საფუძველზე, რომელ ადმინისტრაციულ ერთეულშიც იქირავა ბენეფიციარმა საცხოვრებელი სახლი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე. 25. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტების სწავლის საფასურის თანადაფინანსება, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და მათი სოციალური მდგომარეობა მძიმეა მშობლების: გარდაცვალების, უგზოუკვლოდ დაკარგვის, მარჩენალის დაკარგვის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის პატიმრობაში ყოფნის გამო. სტუდენტების თანადაფინანსება განისაზღვროს გადასახდელი თანხის 50% არაუმეტეს 2000 ლარისა. დახმარების მიღების მიზნით სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, წლიური გადასახადის მითითებით; დ) სტუდენტის მშობლების: გარდაცვალების, უგზოუკვლოდ დაკარგვის, მძიმე დანაშაულისათვის პატიმრობაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. თანხა ჩაირიცხება სტუდენტის მიერ წარმოდგენილი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. მუხლი 5🔗. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების  სამედიცინო დახმარების  თანადაფინანსება  1. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების  სამედიცინო მომსახურების გეგმიური და გადაუდებელი სტაციონალური ქირურგიული ოპერაციები, მათ შორის თვალის კოსმეტიკური სახის ან ცხვირის რინოპლასტიკის რეკონსტრუქციული ფორმის ოპერაციები, (სამედიცინო ჩვენებით), სხვა სამედიცინო მომსახურება-იოდოთერაპია, , რადიოსიხშირული აბლაცია, ლითოტრიფსია, ქიმიო, ჰორმონო, სხივური თერაპია  და სხვა. ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული მათ შორის C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური და მკურნალობის მონიტორინგის კვლევები და სხვა სახის კვლევები, რომელიც არ ანაზღაურდება სადაზღვევო პოლისით ან არ არის გათვალისწინებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. სამედიცინო მომსახურების ღირებულება თანადაფინანსების წესით, დაფინანსდება წელიწადში ერთხელ, რომელიც განისაზღვრება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ან სხვა გზით გათვალისწინებული დაფინანსების გამოკლების შემდეგ დარჩენილი პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით არაუმეტეს -1000 ლარი. მძიმე ონკოლოგიური დაავდების მქონე პირებისათვის, რომლებიც გადიან ქიმიო, ჰორმონო და სხივურ თერაპიას საგარანტიო წერილი გაიცემა წელიწადში ორჯერ, ზემოთ აღნიშნული თანადაფინანსების წესით. 2. მოქალაქემ სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიღების მიზნით უნდა წარმოადგინოს: ა)  განცხადება; ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ)  ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა №IV-100/ა; დ) ხარჯთაღიცხვის დოკუმენტი (ინვოისი) ან ანგარიშ-ფაქტურა (სამედიცინო დაწესებულებიდან). 3. მოქალაქის მიერ დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებას უგზავნის საგარანტიო წერილს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება  გაცემიდან 1 (ერთი) თვის ვადით. 4. საგარანტიო წერილი გაიცემა ბენეფიციარზე წინასწარ ან სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის პერიოდში. 5. ანგარიშსწორება მოხდება საგარანტიო წერილის გაცემის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულების მიერ მოწოდებული,  გაწეული მომსახურებისა და ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების (წერილი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100/ა, ანგარიშ-ფაქტურა (სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილ ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებული იქნეს მკურნალობის მთლიანი ხარჯი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, სადაზღვევო პროგრამებით და/ან სხვა გზით გათვალისწინებული მკურნალობის თანადაფინანსება და პაციენტის გადასახდელი წილი, კალკულაცია) წარმოდგენის შემდეგ (მოწოდების ვადა განისაზღვროს სამედიცინო მომსახურების დასრულებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა უზრუნველყოს თანხის ჩარიცხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 6. სამედიცინო დაწესებულებიდან გაწეული მომსახურებისა და ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის ვადის დარღვევის შემთხვევაში, მერია უფლებამოსილია წერილობით განუსაზღვროს სამედიცინო დაწესებულებას დამატებით გონივრული ვადა დოკუმენტების წარმოსადგენად. ვადის დარღვევის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია მუნიციპალიტეტის მერიას  აცნობოს ვადის გადაცილების  დადასტურებული მიზეზი შესაბამისი დოკუმენტაციით. დამატებითი ვადის გასვლის შემდეგ დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში სამედიცინო დახმარების თანხა არ ანაზღაურდება. 7. სამედიცინო დაწესებულებიდან გაწეული მომსახურებისა და ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში მერია უფლებამოსილია წერილობით განუსაზღვროს სამედიცინო დაწესებულებას გონივრული ვადა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოსადგენად.აღნიშნული ვადის დადგენის შემთხვევაში ვადის გასვლის შემდეგ დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმას. 8. სუბიექტებს შორის ურთიერთობისას ვადები განისაზღვრება კალენდარული დღეებით. 9. ამ პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება: ა) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების  გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა; ბ) ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა; გ) თუ სამედიცინო მომსახურების საჭიროება დადგა თვითდაშავების, ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის, ან არალეგალურად მოხმარებული ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების შედეგად, ასევე ფსიქიური დაავადებების შემთხვევაში; დ) მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები (საკეისრო კვეთა ან პირადი ექიმის აყვანასთან დაკავშირებული ხარჯები); ე) საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები; ვ) სანატორიულ-კურორტული მკურნალობა; ზ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერის შემდეგ წარმოდგენილი მკურნალობის თანხა. მუხლი 6🔗. სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ  მოქალაქეთა დახმარება. 1. აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 2019 წელს მომხდარი  ხანძრის, სტიქიის - მიწისძვრის, მეწყრის, ჩამოცვენის, ჩამოშლის, ქვათა ცვენის, კარსტული ჩამოქცევის, ღვარცოფის, წყალდიდობის, წვიმის (თოვლის) წყალმოვარდნის, ქარიშხლის, ძლიერი ქარის, გრიგალის, ძლიერი ქარბუქის, დიდთოვლობის, ძლიერი გაყინვის, მსხვილი სეტყვის, ძლიერი წვიმების, ხანგრძლივი წვიმების, კოკისპირული წვიმების, გვალვის, ზვავის, ხანძრის და სხვა ბუნებრივი ან/და ტექნოგენური ან/და საგანგებო ხასიათის მოვლენების შედეგად დაზარალებული, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე (ბინაზე) მიყენებული ზარალის  ნაწილობრივი ანაზღაურებისათვის დახმარება განისაზღვრება ერთჯერადად არაუმეტეს -  2000 ლარი. დახმარება ვრცელდება 2018 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებულებზეც, რომელთაც მიღებული არ აქვთ - ,,სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა დახმარება“  2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული  ერთჯერადი  დახმარება.   მოქალაქემ დახმარების მიღების მიზნით უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება (მესაკუთრის შემთხვევაში მესაკუთრის განცხადება, თანასაკუთრების შემთხვევაში თანამესაკუთრეთა განცხადება, კომლის წევრობის შემთხვევაში კომლის  წევრების განცხადება); ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მესაკუთრის შემთხვევაში მესაკუთრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, თანასაკუთრების შემთხვევაში თანამესაკუთრეთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები, კომლის წევრობის შემთხვევაში კომლის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები); გ) ხანძრის შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებიდან ხანძრის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან საკუთრების უფლების დამდგენი  ერთ-ერთი დოკუმენტი: უძრავი ქონების შესახებ ცნობა დახასიათება  გაცემული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან,  საარქივო ცნობა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ გაცემული საქართველოს ეროვნული არქივიდან ან სხვა დოკუმენტი; ე)  შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა პირის საცხოვრებელი სახლის (ბინის) სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით. 2. 2018 წლის 1 დეკემბრიდან მიმდინარე წლის ჩათვლით საცხოვრებელი სახლის (ბინის)  მესაკუთრის სტიქიის, ხანძრის გამო  გარდაცვალების შემთხვევაში, დახმარება გაიცემა გარდაცვლილი მესაკუთრის ოჯახის წევრზე (მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული: მეუღლე, დედა, მამა, შვილი, შვილიშვილი, და ან ძმა და სხვა). 3. თანხის ჩარიცხვას უზრუნველყოფს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ მომზადებული ბრძანების პროექტისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის, ხანძრის შედეგად დამდგარი ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის  განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის ოქმის საფუძველზე. მუხლი 7🔗. განცხადების წარმოდგენაზე უფლებამოსილი პირი 1. დახმარების მიმღებმა ბენეფიციარმა პირადად უნდა  წარმოადგინოს განცხადება, ბენეფიციარის მიერ განცხადების წარმოუდგენლობის შემთხვევაში განცხადების დაწერაზე უფლებამოსილია ბენეფიციარის მეუღლე, შვილი, დედა, მამა,შვილიშვილი და მის მიერ მინდობილი პირი. მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის პროცედურა 1.  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. 2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის  სამსახური, დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენის შემდეგ, ამზადებს ბრძანების პროექტს თანხის გადარიცხვის თაობაზე. 3.  მერის დავალების თანახმად, საფინანსო სამსახური უნაღდო ანგარიშწორების ფორმით აწარმოებს თანხის ჩარიცხვას წარმოდგენილი ანგარიშების მიხედვით.  მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა 1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის  ორგანიზებას უზრუნველყოფს    წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და  სოციალური დაცვის სამსახური. 2.  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და  სოციალური დაცვის სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა  (ბენეფიციართა) მონაცემების კომპიუტერულ დამუშავებაზე.