შპს ,,აჭარმშენტრანსის" გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განჩინება
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
2018 წლის 18 დეკემბერი
ქ. ქუთაისი
მოსამართლე – მალხაზ ჩუბინიძე
მოვალე: შპს „აჭარმშენტრანსი"(245549429).
დირექტორი: ზვიად ბოლქვაძე
მეურვე: აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი: მიხეილ ლომთაძე
კრედიტორი: შპს „დისკო“
დირექტორი: ზვიად კონცელიძე
კრედიტორი: შპს „ფარიდა სამსონია“
კრედიტორი: სსიპ –– შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი: მადონა გეწაძე
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება.
სასამართლო სხდომაზე განიხილა შპს „აჭარმშენტრანსის“ (245549429) გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების, თანხის განაწილების დამტკიცების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი.
გამოარკვია:
2017 წლის 20 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „აჭარმშენტრანსის“ დირექტორმა ზვიად ბოლქვაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოებას გააჩნია 240.431,08 ლარის კრედიტორული დავალიანება რომელთა გადახდის საშუალება საზოგადოებას არ გააჩნია. კრედიტორული დავალიანებისგან უზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანება შეადგენს 173.169,49 ლარს. კომპანიის აქტივები შეადგენს 137.161 ლარს.
2017 წლის 24 თებერვლის განჩინებით, შპს „აჭარმშენტრანსის“ დირექტორის ზვიად ბოლქვაძის განცხადება მიღებული იქნას წარმოებაში. 2017 წლის 18 აპრილის საოქმო განჩინებით კომპანიის მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო.
2018 წლის 18 დეკემბერს გამართულ სასამართლოს სხდომაზე გაკოტრების მმართველმა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა წარმოადგინა საბოლოო ანგარიში და შპს „აჭარმშენტრანსის“ გაკოტრების საქმის დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება ითხოვა.
საბოლოო ანგარიშის თანახმად, ორგანიზაციის კრედიტორული დავალიანება შეადგენს 240.531.00 ლარს. საწარმოს უზრუნველყოფილი კრედიტორი არის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. შპს „აჭარმშენტრანს“ გააჩნია დებიტორული მოთხოვნები შპს „ევროპარკის“ (ს/კ 202267983) და ი.მ. აკაკი მახარაძის (პ/ნ 61001020959) მიმართ, რომელთაც გაეგზავნათ შესაბამისი შეტყობინებები. ყოფილი დირექტორის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნული დებიტორული მოთხოვნები, არის ხანდაზმული (წარმოადგენს 2006-2008 წლის მოთხოვნებს) და ამის გამო დებიტორები უარს აცხადებენ დავალიანების გადახდაზე.
2017 წლის 08 დეკემბერს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიმართა კრედიტორს- შემოსავლების სამსახურს და შეატყობინა შპს „აჭარმშენტრანსის“ ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის თაობაზე.
მოვალის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ორგანიზაციის საკუთრებაში გააჩნია 4 დასახელების ძირითადი საშუალება, რომლებიც ასევე შეფასდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ და მათი საბაზრო ღირებულება შეადგენს 1250.00 ლარს. ასევე კომპანიის ბალანსზე 01.01.2016 წლის მდგომარეობით ერიცხება 18 დასახელების 43 ერთეული 26478 ლარის ნარჩენი საბალანსო ღირებულების მქონე ძირითადი საშუალებები, რომელიც სახეზე არ არის. შპს „აჭარამშენტრანსის“ ქონების ჯამური ღირებულება შეადგენს 2000 ლარს. 2018 წლის 30 თებერვალს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოხდა აღნიშნული ქონების რეალიზაცია საჯარო აუქციონზე. შემძენმა აღნიშნული ქონება შეიძინა 1500 ლარად (აქედან 18% გადარიცხულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით). დარჩენილა თანხამ შეადგინა 1271,19 ლარი.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნამ შეადგინა: მეურვის ფუნქციის განხორციელებისათვის 5000 ლარი და გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისათვის 5000 ლარი. შედეგად ამონაგები თანხა - 1271,19 ლარი უნდა გადაირიცხოს სსიპ –აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა შეადგენს 5,000 ლარს, შესაბამისად აუქციონის შედეგად ამონაგები თანხა - 1574.62 ლარი უნდა გადაირიცხოს სსიპ –აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.
გაკოტრების მმართველი ითხოვს შპს „აჭარმშენტრანსის“ გაკოტრების საქმის დასრულებას.
კრედიტორთა კრებაზე გაკოტრების მმართველმა წარმოდგენილ ანგარიშს მხარი დაუჭირა, ხოლო კრედიტორი სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი დაეთანხმა წარმოდგენილ საბოლოო ანგარიშს.
სასამართლომ შეამოწმა შპს „აჭარმშენტრანსის“ გაკოტრების საქმის მასალები, გაეცნო წარმოდგენილ საბოლოო ანგარიშს, მოუსმინა კრედიტორს და მიაჩნია, რომ შპს „აჭარმშენტრანსის“ (245549429) მიმართ დაწყებული გაკოტრების საქმის წარმოება უნდა გამოცხადდეს დასრულებულად შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხების ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სა სამართლოს, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში გაკოტრების მმართველის ანგარიშით ირკვევა, რომ შპს „აჭარმშენტრანსის“ (245549429) ქონება რეალიზებულია.
კერძოდ - დადგენილია, რომ 2017 წლის 08 დეკემბერს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიმართა კრედიტორის- შემოსავლების სამსახურს და შეატყობინა შპს „აჭარმშენტრანსის“ ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის თაობაზე. მოვალის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ორგანიზაციის საკუთრებაში გააჩნია 4 დასახელების ძირითადი საშუალება, რომლებიც ასევე შეფასდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ და მათი საბაზრო ღირებულება შეადგენს 1250.00 ლარს. ასევე კომპანიის ბალანსზე 01.01.2016 წლის მდგომარეობით ერიცხება 18 დასახელების 43 ერთეული 26478 ლარის ნარჩენი საბალანსო ღირებულების მქონე ძირითადი საშუალებები, რომელიც სახეზე არ არის. შპს „აჭარამშენტრანსის“ ქონების ჯამური ღირებულება შეადგენს 2000 ლარს. 2018 წლის 30 თებერვალს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოხდა აღნიშნული ქონების რეალიზაცია საჯარო აუქციონზე. შემძენმა აღნიშნული ქონება შეიძინა 1500 ლარად (აქედან 18% გადარიცხულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით). დარჩენილა თანხამ შეადგინა 1271,19 ლარი.
ვინაიდან აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნამ შეადგინა: მეურვის ფუნქციის განხორციელებისათვის 5000 ლარი და გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისათვის 5000 ლარი, შედეგად ამონაგები თანხა - 1271,19 ლარი უნდა გადაირიცხოს სსიპ –აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე, რადგან „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სსიპ –„აღსრულების ეროვნული ბიურო“-ს მომსახურების საფასური წარმოადგენს პირველი რიგის მოთხოვნას.
შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი თანახმაა დასრულდეს გაკოტრების საქმის წარმოება შპს „აჭარმშენტრანსი“-ს მიმართ.
სასამართლმ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 38-42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით
დაადგინა:
1. შპს „აჭარმშენტრანსის“ გაკოტრების მმართველის სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს საბოლოო ანგარიშის საფუძველზე შპს „აჭარმშენტრანსის“ (ს/ნ 245549429, იურიდიული მისამართი: ქ. ბათუმი, თამარის დასახლება, გაკოტრების საქმის წარმოება გამოცხადდეს დასრულებულად.
2. ქონების რეალიზაციის შედეგად კრედიტორებზე გასაცემი თანხა დამტკიცდეს შემდეგი რიგითობით:
3. 1271,19 (ათას ორას სამოცდათერთმეტი და 19) ლარი ჩაირიცხოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.
4. შპს „აჭარმშენტრანსის“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა) მიზნით განჩინება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს.
5. განჩინების შესახებ ეცნობოთ მხარეებს;
6.განჩინება განთავსდეს სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge და გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
7. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მისი ასლის კრედიტორებზე, აგრეთვე იმ პირებზე გადაცემიდან, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, ხუთი დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11), თუ განჩინების გამოცხადებას ესწრება კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე.