უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილებების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის
ბრძანება № 02-9/ო
2019 წლის 10 იანვარი
ქ. თბილისი
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ ფილიალის (ფაქტობრივი მისამართი: ქ. ფოთი, ლოლუას ქ.№8) ძველი ფაქტობრივი მისამართის ნაცვლად დაფიქსირდეს ახალი ფაქტობრივი მისამართი (ქ. ფოთი, მშვიდობის ქ.№16);
2.მიეცეს სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი"-ს ფილიალს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების" საქმიანობის განხორციელების უფლება ფაქტიურ მისამართზე: ქ.ფოთი, მშვიდობის ქ.№16.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6).
4. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ დირექტორის ა. თალაკვაძის განცხადებები: №126704, 20.11.2018წ; №143147, 20.12.2018წ; №1150,
08.01.2019წ. და თანდართული დოკუმენტაცია.
სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
თეიმურაზ პირველაშვილი.