საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობებისა და წესის განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 18.01.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №2/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016434
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/01/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.01.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობებისა და წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება
№2/2019
2019 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობებისა და წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შ1 ქვეპუნქტის, 77–ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-2 მუხლის 241 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
განისაზღვროს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობები და წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი
დანართი
საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობები და წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
ეს წესი განსაზღვრავს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობებს და წესს.
მუხლი 2🔗.
დისციპლინური პასუხიმგებლობის მოქმედების ვადა
1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონედ ითვლება მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან 1 წლის განმავლობაში, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი − 2 წლის განმავლობაში.
2. თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან 1 წლის განმავლობაში, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს 2 წლის განმავლობაში არ შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა სხვა დისციპლინური გადაცდომისთვის, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.
მუხლი 3🔗.
დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნა
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომში – ცესკო) უფლებამოსილია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ვადაზე ადრე მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობა.
2. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ვადაზე ადრე მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობა.
3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნა ხდება იმავე წესით, რომლითაც მოხდა მისი შეფარდება.
მუხლი 4🔗.
დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობები
1. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს დისციპლინური პასუხისმგებლობა შეიძლება მოეხსნათ ვადაზე ადრე, თუ:
ა) საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არ ჩაუდენია ახალი დისციპლინური გადაცდომა ანდა თავი გამოიჩინა, როგორც საარჩევნო კომისიის კეთილსინდისიერმა წევრმა;
ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს არ ჩაუდენია ახალი დისციპლინური გადაცდომა ანდა თავი გამოიჩინა, როგორც საარჩევნო კომისიის კეთილსინდისიერმა წევრმა.
2. საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის შესახებ ცესკოსთვის შუამდგომლობით მიმართვის უფლება აქვთ:
ა) ცესკოს შიდა აუდიტის დეპარტამენტს;
ბ) ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს;
გ) ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტს.
3. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის შესახებ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის შუამდგომლობით მიმართვის უფლება აქვს ამავე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს.
4. ცესკოს შიდა აუდიტის დეპარტამენტი ანდა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია:
ა) ახსნა-განმარტება ჩამოართვას დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირს;
ბ) შეკრიბოს/გამოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი ანდა მასალა.
5. დაუშვებელია ერთი და იმავე საუბნო ანდა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის თაობაზე შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განმეორებითი შუამდგომლობით მიმართვა იმავე საფუძვლით, რომელი საფუძვლითაც იქნა შუამდგომლობით მიმართული.
6. ცესკო/შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხს იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს ცესკოს/შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.