📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

კომერციული ბანკების მიერ 200 000 ლარამდე სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 18.01.2019
ძალაში შესვლა 23.01.2019
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №7/04
სარეგისტრაციო კოდი 220010010.18.011.016371
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/01/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 171 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.01.2019 მიღება
23.01.2019 ძალაში შესვლა
01.01.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 2 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

კომერციული ბანკების მიერ 200 000 ლარამდე სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №7/04 2019 წლის 18 იანვარი ქ. თბილისი კომერციული ბანკების მიერ 200 000 ლარამდე სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 64​1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილის და 868-ე მუხლის მე-8 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან 200 000 (ორასი ათასი) ლარამდე სესხები/საბანკო კრედიტები გასცენ უცხოური ვალუტით, თუ სესხის/საბანკო კრედიტის გაცემა ხორციელდება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და  საქართველოში არარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „კომერციული ბანკების მიერ 100 000 ლარამდე სესხის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 13 იანვრის №4/04 ბრძანება; ბ) „კომერციული ბანკების მიერ 100 000 ლარამდე საბანკო კრედიტის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 18 იანვრის №5/04 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 23 იანვრიდან.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე