შპს ,,ლეა & ნიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3240-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/01/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/3240-17

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

201 9 წლი ს 16 იანვარი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი-კრედიტორი – შემოსავლების სამსახური

 

მოვალე – შპს ,,ლეა & ნია“

დირექტორი – გიორგი ბოქოლიშვილი

 

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – თამთა მაჭარაშვილი

 

მომრიგებელი საბჭოს წევრები - 1 – რებეკა ჩალაური

                                                           2 – გელა მარუაშვილი

                                                           3 – თეა მუმლაძე

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „ლეა & ნიას“ გადახდისუუნარობის საქმე.

2018 წლის 26 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა მომრიგებელთა საბჭოს წევრმა რებეკა ჩალაურმა და წარმოადგინა მომრიგებელთა საბჭოს გადაწყვეტილება.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება, გაეცნო საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ №2/3240-17 სამოქალაქო საქმეზე მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.

 სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მოწვეულ იქნეს კრედიტორთა კრება 2019 წლის 08 თებერვალს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №51, შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                                                      თამარ ჭუნიაშვილი