ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2019 წლის სოციალური დახმარების პროგრამის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.01.2019
ძალის დაკარგვა 01.01.2020
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №55
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.139.016312
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/01/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი | ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2019 წლის სოციალური დახმარების პროგრამის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №55
2019 წლის 23 იანვარი
ქ. ბორჯომი
ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2019 წლის სოციალური დახმარების პროგრამის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2019 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
პროგრამის დაფინანსება განხორციელდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 3🔗
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზებორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გოგიჩაიშვილი
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის
სოციალური დაცვის პროგრამა და გაცემის წესი
თავი I
სოციალური დახმარებების პროგრამა და გაცემის წესი
მუხლი 1🔗.
სოციალური დახმარების პროგრამის სამიზნე ჯგუფები
სოციალური დახმარების პროგრამის მოსარგებლეები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შემდეგი მოწყვლადი ჯგუფები/მოქალაქეები:
ა)
მრავალშვილიანი ოჯახები;
ბ)
მარტოხელა მშობლები;
გ)
ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაბადებიდან 18 წლამდე ასაკის პირები;
დ)
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს რეგისტრირებული ოჯახები;
ე)
18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი პირები;
ვ)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაბადებიდან 18 წლამდე ასაკის პირები;
ზ)
ოჯახები რომლებსაც hყავთ 18 წლამდე ასაკის 3 (სამი) შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
თ)
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ღვაწლმოსილ პირები;
ი)
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანდაზმული მოქალაქეები;
კ)
ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაბადებიდან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრი „თებე“;
ლ)
ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“;
მ)
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი (0-დან 70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე) ოჯახები;
ნ)
დიდი სამამულო ომის ვეტერანები, მათთან გათანაბრებული პირები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები, ასევე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (ავღანეთი) ომის ვეტერანები და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე ვეტერანები.
ო)
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები;
პ)
ბორჯომის მუნიციპალიტეტში დამდგარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები.
მუხლი 2🔗.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
1.
ოჯახები რომელთაც ჰყავთ 0-დან 18 წლამდე ასაკის 4 (ოთხი) შვილი, ყოველთვიური დახმარება განისაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე – 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2.
„დედის დღე“-ის დღესასწაულის აღსანიშნავად მრავალშვილიან დედებს, რომელთაც ჰყავთ 0-დან 18 წლამდე ასაკის 4 (ოთხი) შვილი, ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3.
„ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე მრავალშვილიან ოჯახებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
4.
ასევე სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს მრავალშვილიანი ოჯახების თანადაფინანსება კომუნალური გადასახადების გადახდისას შემდეგი ოდენობით;
ა)
ელექტრო ენერგიის თანადაფინანსება – 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით;
ბ)
ბუნებრივი აირის თანადაფინანსება – 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით.
5.
დახმარების მისაღებად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში მშობლებმა (მშობელმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა)
განცხადება მერის სახელზე;
ბ)
ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
გ)
მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სსიპ – სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული განცხადება - ანკეტა (ფორმა N1) ასლი, თუ ბენეფიციართა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.
დ)
მშობლის (დედა, მამა) საბანკო ანგარიშის ნომერი.
ე)
კომუნალური (ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადების ქვითრები.
მუხლი 3🔗.
მარტოხელა მშობლების დახმარება
1.
„ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2.
მარტოხელა მშობელი, რომელიც რეგისტრირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაეწიოს ერთჯერადი ფულადი დახმარება მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად.
3.
დახმარების მისაღებად მარტოხელა დედამ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება მერის სახელზე;
ბ)
შვილის დაბადების მოწმობის ასლი;
გ)
მარტოხელა დედის სტატუსის დამდასტურებელი დოკუმენტი;
დ)
საბანკო ანგარიშის ნომერი.
მუხლი 4🔗.
ოჯახების დახმარება შვილის შეძენისას
1.
ერთჯერადი ფულადი დახმარება პირველი შვილის შეძენისას განისაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, მეორე შვილის შეძენისას 200 (ორასი) ლარის ოდენობით, მესამე შვილის შეძენისას 300 (სამასი) ლარის ოდენობით, მეოთხე და შემდგომი შვილის შეძენისას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2.
დახმარება გაეწევათ ოჯახებს, რომლებსაც შეეძინათ შვილი მიმდინარე წელს ან გასული წლის ბოლო 3 (სამი) თვის განმავლობაში და მისი ასაკი არ აღემატება 6 (ექვს) თვეს.
3.
გასული წლის ბოლო 3 თვის განმავლობაში შეძენილ შვილ(ებ)ზე დახმარება გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული გაცემა არ განხორციელდა 2018 წელს.
4.
დახმარების მისაღებად მშობლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ:
ა)
განცხადება მერის სახელზე;
ბ)
მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სსიპ – სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული განცხადება - ანკეტა (ფორმა N1) ასლი, თუ ბენეფიციართა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის;
გ)
ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;
დ)
მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
მუხლი 5🔗.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ქორწინებაში რეგისტრირებული ოჯახების დახმარება.
1.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული მოქალაქეების ქორწინების წახალისებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2.
დახმარების მისაღებად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა)
განცხადება მერის სახელზე;
ბ)
ქორწინების დამდასტურებელი მოწმობა;
გ)
პირადობის დამდასტურებელი მოწმობები;
დ)
განმცხადებლის ან მეუღლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
მუხლი 6🔗.
18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი პირების დახმარება
1.
ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2.
„ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს“ გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
3.
„ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით;
4.
ასევე სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს მეურვე ოჯახების (პირების) თანადაფინანსება კომუნალური (ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადების გადახდისას.
5.
დახმარების მისაღებად მეურვემ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება მერის სახელზე;
ბ)
მშობლების გარდაცვალების მოწმობის და ბავშვის/ების დაბადების მოწმობის ასლი;
გ)
მეურვეობის დამდასტურებელი დოკუმენტი;
დ)
მეურვის საბანკო ანგარიშის ნომერი.
ე)
კომუნალური (ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადების.
მუხლი 7🔗.
18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება
1.
ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით;
2.
„ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3.
დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა, ოჯახის წევრმა ან მეურვემ ბორჯომის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება მერის სახელზე;
ბ)
ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამდასტურებელი დოკუმენტი;
გ)
მეურვის არსებობისას მეურვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ე)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი;
მუხლი 8🔗.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სრულწლოვანი პირების დახმარება.
1.
18 წლის ზევით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (I ჯგუფი) პირებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება „ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2.
დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა, ოჯახის წევრმა ან მეურვემ ბორჯომის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება მერის სახელზე;
ბ)
ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამდასტურებელი დოკუმენტი;
გ)
მეურვის არსებობისას მეურვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ე)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი;
მუხლი 9🔗.
18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 3 (სამი) შვილიანი ოჯახების დახმარება.
1.
ოჯახები რომელთაც ყავთ 0-დან 18 წლამდე ასაკის 3 (სამი) შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია ყოველთვიური დახმარება განისაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2.
„დედის დღე“-ის დღესასწაულის აღსანიშნავად დედებს რომლებსაც ჰყავთ 3 (სამი) შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3.
ასევე სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს მრავალშვილიანი ოჯახების თანადაფინანსება კომუნალური გადასახადების გადახდისას შემდეგი ოდენობით;
ა)
ელექტრო ენერგიის თანადაფინანსება 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით;
ბ)
ბუნებრივი აირის თანადაფინანსება 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით.
4.
დახმარების მისაღებად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში მშობლებმა (მშობელმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა)
განცხადება მერის სახელზე;
ბ)
ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
გ)
მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სსიპ – სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული განცხადება - ანკეტა (ფორმა N1) ასლი, თუ ბენეფიციართა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.
დ)
მშობლის (დედა, მამა) საბანკო ანგარიშის ნომერი.
ე)
კომუნალური (ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადების ქვითრები;
ვ)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი;
მუხლი 10🔗.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ღვაწლმოსილი პირების დახმარება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ღვაწლმოსილი პირების ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 11🔗.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანდაზმული მოქალაქეების დახმარება
1.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 100 (ასი) და მეტი წლის მოქალაქეებს გაეწიოთ ყოველთვიური ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით.
2.
დახმარების მისაღებად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა)
განცხადება მერის სახელზე;
ბ)
დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ნათესაური კავშირის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი
მუხლი 12🔗.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაბადებიდან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრის ფუნქციონირების ხელშეწყობა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარე (ქ. ბორჯომი, აღმაშენებლის ქუჩა N31 ს/კ 64.23.02.605.01.528) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ერთად რეალური ცვლილებებისთვის“ (ს/კ401981931) 0-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრი „თებე“-ს კომუნალური (ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადის დაფინანსება.
მუხლი 13🔗.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის“ დაფინანსება
ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის“ (ს/კ 226166154) დაფინანსების პროგრამის მიზანია უზრუნველყოს ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები ყოველდღიურად უფასო ერთჯერადი საკვებით უზრუნველყოფა.
მუხლი 14🔗.
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი (0-დან 70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე) ოჯახების დახმარება ზამთრის პერიოდისთვის კომუნალურ გადასახადებზე
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ზამთრის პერიოდში სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზა“-ში და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70000-ს ყოფითი პირობების გაუმჯობესებისთვის გაეწიოთ ერთჯერადად მატერიალური დახმარება საშეშე მერქნით ან ფულადი დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
მუხლი 15🔗.
დიდი სამამულო ომის, მათთან გათანაბრებული პირების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა, ასევე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (ავღანეთი) ომის ვეტერანთა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეთა დახმარება.
1.
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით „დიდი სამამულო ომი“-ს მონაწილე ვეტერანებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო მათთან გათანაბრებულ პირებს 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2.
ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით „დიდი სამამულო ომი“-ს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3.
„ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით:
ა)
„დიდი სამამულო ომი“-ს მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს;
ბ)
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ავღანეთი) ომის მონაწილეებს;
გ)
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს;
დ)
1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებულ პირებს;
ე)
„დიდი სამამულო ომი“-ში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომში მარჩენალ დაკარგულ ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალური დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზა“-ში და სარეიტინგო ქულა 160000-ს არ აღემატება.
ვ)
„ომის ვეტერანის“ სტატუს მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (I და II ჯგუფი) პირებს.
4.
„დიდი სამამულო ომი“-ს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომის ვეტერანთა გარდაცვალებისას ოჯახისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
5.
დახმარების მისაღებად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა)
განცხადება მერის სახელზე;
ბ)
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ)
ომის ვეტერანის მოწმობის ასლი, მარჩენალ დაკარგულის დამდასტურებელი დოკუმენტი, 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილე პირის დამდასტურებელი დოკუმენტი;
დ)
„დიდი სამამულო ომის“ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომის ვეტერანთა გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ე)
გარდაცვლილ ომის ვეტერანთან ნათესაური კავშირის დამდასტურებელი დოკუმენტი;
ვ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
მუხლი 16🔗.
სარიტუალო დაკრძალვის ხარჯები
1.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალებისას ოჯახს გაეწიოს ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2.
სარიტუალო დაკრძალვისთვის დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
ოჯახის წევრის, ნათესავის განცხადება მერის სახელზე;
ბ)
იძულებით გადაადგილებული პირის დამდასტურებელი დოკუმენტი (დევნილის მოწმობა);
გ)
გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ)
ნათესაური კავშირის დამდასტურებელი დოკუმენტი;
3.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა (უპატრონო/უჭირისუფლო) მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებისთვის გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
4.
სარიტუალო დაკრძალვისთვის დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
მეზობლების ერთობლივი განცხადება მერის სახელზე;
ბ)
შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის შუამდგომლობის წერილი;
გ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
დ)
გარდაცვალების მოწმობის ასლი;
თავი II
ამბულატორიული, სტაციონალური და
მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა
მუხლი 17🔗.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ჯანმრთლობის დაცვის პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ბოლო ერთი წლის მანძილზე უწყვეტად მცხოვრები მოქალაქისათვის თანაბრად ხელმისაწვდომი გახადოს ძვირადღირებული სტაციონალული-ამბულატორიული დაფინანსების მიღება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს მათი სოციალური მდგომარეობის გაჯანსაღებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, შეძენილი და თანდაყოლილი მძიმე დაავადებების სათანადო სტაციონარულ, ამბულატორიულ და სარეაბილიტაციო მკურნალობას.
მუხლი 18🔗.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირების სტაციონალური და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურეობის თანადაფინანსება
1.
სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს და საჭიროებენ სტაციონარულ და ამბულატორიულ სმედიცინო მომსახურეობას დაფინანსდებიან 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარისა.
2.
სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები რომელთა სარეიტინგო ქულა არის 160 000 დან 200 000-მდე და საჭიროებენ სტაციონარულ და ამბულატორიულ სმედიცინო მომსახურეობას დაფინანსება გაეწიოთ 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა.
3.
პირები რომლებიც არ არიან რეგსტირებულები სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, გარდა „C“ ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების, აუტისტური სპექტრის და დაუნის სინდრომის მქონე 18 წლამდე ასაკის პირების, მრავალშვილიანი ოჯახის წევრების, ობლების (დედით ან მამით) და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვებისა, დიდი სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომის ინვალიდ ვეტერანებისა და ჩერნობილის ატომურ ელექტრო-სადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციების მონაწილეებისა; საჭიროებენ როგორც ამბულატორიულ ასევე სტაციონარულ სამედიცინო მომსახურეობას, გაეწიოთ დაფინანსება 70%-ის ოდენობით, მაგარამ არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.
4.
„C“ ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების, აუტისტური სპექტრის და დაუნის სინდრომის მქონე 18 წლამდე ასაკის პირების, მრავალშვილიანი ოჯახის წევრების, ობლებისა და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების, დიდი სამამულო ომის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომის ინვალიდ ვეტერანთა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციების მონაწილეების მკურნალობის დაფინანსება განხორციელდეს სრულად, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა.
5.
პირებს, რომლებსაც ესაჭიროებათ ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურება, რომლის თანხა არ აღემატება 100 (ასი) ლარს, დაფინანსება გაეწევათ სრულად.
მუხლი 19🔗.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1.
პირები რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო ჩაუტარდათ სტაციონარული მკურნალობა/მეთვალყურეობა არანაკლებ 24 საათის განმავლობაში და საჭიროებენ სათანადო მედიკამენტებით მკურნალობას, გაეწიოთ დაფინანსება შემდეგი სახით;
ა)
პირები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში“ და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160000-ს მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის დაფინანსება გაეწევათ 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ბ)
პირები რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზა“-ში მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის დაფინანსება გაეწევათ 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2.
მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობა მოხდება წელიწადში ერთჯერადად, გარდა მე-20 და 21-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 20🔗.
ქრონიკული, იშვიათი და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1.
პერიტონეული დიალიზისა და ჰემოდიალიზზე მყოფი პირებს დროული და სათანადო მედიკამენტებით მკურნალობისთვის გაეწიოთ დაფინანსება ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2.
პირები, რომლებიც დაავადებულები არიან ენცეფალოპათიით და პარკინსონის კანკალა რიგიდული ფორმით, ასევე დაბადებიდან 18 წლამდე ასაკის ეპილეფსიით დაავადებული პირები რომლებსაც მინიჭებილი აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი მედიკამენტებით უზრველყოფისათვის წლის განმავლობაში დაფინანსდებიან 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
3.
პირები რომლებიც იმყოფებიან მუდმივად მწოლიარე მდგომარეობაში, არ ექვემდებარებიან გადაადგილებას და ესაჭიროებათ მედიკამენტებისა და ჰიგიენური საშუალებების შეძენა დაფინანსდებიან შემდეგი ოდენობით:
ა)
„სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზა“-ში და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160000-ს მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის დაფინანსება გაეწევათ 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ბ)
პირები რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზა“-ში მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის დაფინანსება გაეწევათ 100 (ასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 21🔗.
ონკოლოგიური პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1.
ონკოლოგიური პაციენტების (1 და 2 კლინიკური ჯგუფი) ქიმიოთერაპიის და რადიოთერაპიის მკურნალობა განისაზღვროს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
2.
ონკოლოგიური პაციენტები (1, 2 და 4 კლინიკური ჯგუფი), რომლებსაც ქიმიოთერაპიის და რადიოთერაპიის მკურნალობის გარდა დამატებით ესაჭიროებათ სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტები, წელიწადში ერთჯერადად გაეწიოთ დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ადგილობრივი ონკოლოგის დანიშნულების მიხედვით.
მუხლი 22🔗.
სოციალურად დაუცველი და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სამკურნალო სარეაბილიტაციო მკურნალობა
1.
პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და სამკურნალო სარეაბილიტაციო სერვისებზე ხელმისაწვდომობა.
2.
პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 ივნისის №1141 განკარგულების, ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და შპს სამკურნალო გამაჯანსაღებელი კომპლექსი „ოლიმპის" დამფუძნებლის შეთანხმების საფუძველზე სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, 67000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსის ერთჯერადად დაფინანსებას 100%-ით.
თავი III
დაფინანსების ადმინისტრირება, ანგარიშსწორების წესი
და წარმოსადგენი დოკუმენტაცია
მუხლი 23🔗.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ჯანმრთლობის დაცვის პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების განხორციელების და ანგარიშსწორების წესი
1.
სამედიცინო მომსახურების დაფინანსება გათვალისწინებულია საყოველთაო და ნებისმიერ სხვა დამზღვევი კომპანიის დაფინანსების ზემოთ დარჩენილ თანხაზე, ასევე იმ მომსახურეობაზე, რომელიც არ ფინანსდება არცერთი სადაზღვევო კომპანიის მიერ, თუ ამ პროგრამით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2.
ონკოლოგიური პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფის და სამედიცინო მომსახურების დაფინანსება გათვალისწინებულია საყოველთაო და რეფერალური პროგრამით დაფინანსების ზემოთ დარჩენილ თანხაზე, ასევე იმ მომსახურებაზე რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო და რეფერალური პროგრამით, აღნიშნული მკურნალობისთვის განკუთვნილი ლიმიტის ამოწურვის გამო.
3.
პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო დაფინანსება არ ვრცელდება:
ა)
ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე და ტრანსპლანტაციის ხარჯებზე;
ბ)
კურორტულ მომსახურეობაზე, ესთეთიკურ და პლასტიკურ ქირურგიაზე;
გ)
პროგრამით მოსარგებლის მიერ მკურნალი ექიმის, იმპლანტის და „ვიპ პალატის“ არჩევისას;
დ)
დაფინანსება არ განხორციელდება ასევე იმ სამედიცინო დაწესებულებათა მიმართებაში რომლებიც არ მონაწილეობენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში;
4.
მუნიციპალიტეტის მიერ ანგარიშსწორება მოხდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების და აფთიაქის მიერ მედიკამენტების გაცემის დამდასტურებელი საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორებით.
მუხლი 24🔗.
სამედიცინო მომსახურების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია
1.
სტაციონალური, ამბულატორიული და სარეაბილიტაციო სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ)
მოსარგებლის პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტი ან/და დაბადების მოწმობა;
გ)
მშობლის, მეურვის ან კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ)
მინდობით აღზრდაში მყოფი პირის დაბადების ან/და პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტი, მინდობილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე)
მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახაბ სამედიცინო ცნობა (ფორმა N100/ა), რომელშიც მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი ICD-10-ის მიხედვით;
ვ)
ანგარიშ - ფაქტურა ან/და ინვოისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლისგან;
ზ)
დაბადებიდან 18 წლამდე პირების სარეაბილიტაციო სამედიცინო მომსახურების მისაღებად მოსარგებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №601 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამაში“ მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული სამედიცნო სარეაბილიტაციო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურა.
თ)
სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირის შემთხვევაში სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული სარეიტინგო ქულის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ი)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2.
მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობისთვის მოსარგებლემ უნდა წარმოადგინოს:
ა)
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა (ფორმა N100/ა), რომლის გაცემის დღიდან გასულია არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე, გარდა ონკოლოგიური პაციენტებისა; ხოლო პერიტონეულ და ჰემოდიალიზზე მყოფმა პირებმა უნდა წარმოადგინონ წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის კლინიკიდან გაცემული ფორმა N100 (დედანი) ერთჯერადად;
ბ)
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობაში (ფორმა N100/ა) მკურნალი ექიმის მიერ აღნიშნული უნდა იყოს იმ მედიკამენტების ჩამონათვალი რომლის მიღება ბინაზე მკურნალობის დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პაციენტის ჯანმრთელობისთვის, ან/და მკურნალი ექიმის მიერ ბინაზე გაწერის დღეს გაცემული რეცეპტი;
გ)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 25🔗.
სოციალური დაცვის პროგრამის განხორციელებასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი ორგანო
1.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის პროგრამის განხორციელებასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება;
2.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება პასუხისმგებელია დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების ელექტრონულ (კომპიუტერულ) დამუშავებაზე.
მუხლი 26🔗.
ბენეფიციართა განცხადებებისა და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის წესი.
1.
განცხადებასა და შესაბამის დოკუმენტაციას მოქალაქე წარადგენს მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
2.
მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება დადგენილი წესით არეგისტრირებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად.
მუხლი 27🔗.
გადაწყვეტილების მომზადება.
1.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალური დახმარების გაწევის შესახებ შემოსულ განცხადებებს განიხილავს მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება.
2.
სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
3.
სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ბრძანების საფუძველზე.
4.
მერი უფლებამოსილია გასცეს საგარანტიო წერილი.
5.
სამედიცინო დაწესებულებასთან ანგარიშსწორება განხორციელდება გაწეული მკურნალობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი) წარმოდგენის შემდეგ.
მუხლი 28🔗
დადგენილების მოქმედება ვრცელდება 2019 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და ძალაშია 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით