ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.01.2019
ძალის დაკარგვა 29.01.2020
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016492
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/01/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.01.2021
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 05.06.2020
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2019 წლის 22 იანვარი
ქ.ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური დახმარების განხორციელების წესი.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №34 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია
დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესი
ეს წესი განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან (შემდგომში – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში (შემდგომში – მერია) წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური უზრუნველყოფს დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებ(ებ)ის სისტემატურ შემოწმებას (ცვლილებ(ა)(ებ)ში) იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახ(ებ)ის გამოვლენა ან გაუქმება), რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა).
თავი I
სოციალური დახმარების სახეები
მუხლი 1🔗.
ფულადი სოციალური დახმარების სახეები
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფულადი დახმარებები:
ა) ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა (პროგრამის კოდი 060202);
ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამის კოდი 060203) – მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, დედ-მამით ობოლი ბავშვები, პირველი-მეორე შვილის შეძენა სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, ტყუპის შეძენა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა სოციალური დაცვა და რეაბილიტაცია (პროგრამის კოდი 060204) - შშმ (მკვეთრად გამოხატული), ონკოლოგიური დაავადების მქონე, სმენა და მხედველობა დაქვეითებული პირების, ასევე შშმ და ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვების ერთჯერადი დახმარება და შინ მოვლის ქვეპროგრამა.
დ) მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა (პროგრამის კოდი 060205);
ე) ხანდაზმულთა (100 და მეტი წლის), მარტოხელა მოხუცების შინმოვლისა და სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) გარდაცვლილი ბენეფიციარების ოჯახების მხარდაჭერა(პროგრამის კოდი 060206);
ვ) ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსება (პროგრამის კოდი 060208) -ჰემოდიალიზისა და პერიტონეალური დიალიზის მედიკამენტებით მოსარგებლე პაციენტების და მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს ბენეფიციართა ტრანსპორტირების თანადაფინანსება, აღდგომის დღესასწაულზე და მიცვალებულთა ხსოვნის დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ტრანსპორტით უზრუნველყოფა (სასაფლაოებთან მისასვლელად). საზღვრისპირა ადმინისტრაციული ერთეულის - ხურჩის მოსახლეობის ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების თანადაფინასება. სოციალურად დაუცველი სტუდენტების(სარეიტინგო ქულით 65001-ზე ნაკლები), რომლებიც სწავლობენ მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ, აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება. ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების პედაგოგების, ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებაზე მყოფი სახელოვნებო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგების, აღმზრდელ -მასწავლებლებისა და ტექნიკური მუშაკების (ძიძა, მზარეული, დამლაგებელი და სხვა ტექნიკური პერსონალი), მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული აკრედიტებული სახელმწიფო სასწავლებლების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელების მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების დაფინანსება.
ზ) სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა ხელშეწყობა (პროგრამის კოდი 060209)-მიმდინარე წელს ხანძრით და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა. ასევე, უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა;
თ) დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამის კოდი 060210);
ი) სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის საშუალებებით უზრუნველყოფის და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მატერიალური და ფინანსური დახმარება (პროგრამის კოდი 060211);
კ) სოციალური საცხოვრისის ეზოს კეთილმოწყობა, მიმდინარე რემონტის, ბენეფიციართა კომუნალური ხარჯებისა და სხვა ყოფითი პირობების გაუმჯობესებისთვის საჭირო თანხების თანაგადახდა (პროგრამის კოდი 0606);
ლ) სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 04).
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეებიდან უსახლკარო ოჯახთა ბინის ქირით უზრუნველყოფა, ვეტერანთა კავშირის დაფინანსება და მე-2 მსოფლიო ომის ადგილობრივ ვეტერანთა პენსიაზე დანამატის გაცემა, ასევე, მოვლის საჭიროების მქონე მძიმე ავადმყოფებისათვის მოვლის საზღაურის დაფინანსება, დედ-მამით ობოლი ბავშვების, მარტოხელა მშობლების დახმარება, ჰემოდიალიზის, პერიტონეალური დიალიზის (მედიკამენტების) პაციენტთა, მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს ბენეფიციართა, საზღვრისპირა ადმინისტრაციული ერთეულის - ხურჩის მოსახლეობის ტრანსპორტირების თანხის ანაზღაურება მოხდება ყოველთვიურად მთელი წლის განმავლობაში, ხოლო სოციალური დახმარების სხვა დანარჩენი სახეები ერთჯერადია და მათი გაცემა წელიწადში ერთხელ ხდება.
მუხლი 2🔗.
არაფულადი სოციალური დახმარების სახეები
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარებები:
ა) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფა (პროგრამის კოდი 060201);
ბ) სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი 060207);
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების შეშით უზრუნველყოფა (პროგრამის კოდი 060211);
დ) უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა (პროგრამის კოდი 0605);
ე) სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნის შემთხვევაში შუამდგომლობის გაწევა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან;
ვ) პირველი ხარისხის სამერქნე ხე-ტყის მოჭრის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობის გაწევა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან.
თავი II
ბენეფიციართა კატეგორიები და ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო დოკუმენტაცია
მუხლი 3🔗.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამის კოდი 060201)
1.სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამა ითვალისწინებს:
ა) ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა, შშმ პირთა, მარტოხელა მშობელთა და მოხუცთა ყოველდღიურ კვებით უზრუნველყოფას;
ბ) სოფელში მცხოვრები განსაკუთრებით მძიმე სოციალური და ეკონომიური პირობების მქონე პირთა (შშმ პირები, მარტო მცხოვრები მოხუცები, და ა.შ) საკვები პროდუქტებით ერთჯერადად დახმარება;
2.კვების უზრუნველყოფის პროგრამაში (უფასო სასადილოს მომსახურება) ჩასართავად მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ( ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები), შშმ პირთა სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, მარტოხელა მშობლის ცნობა და სხვა)
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) სხვა არსებული დოკუმენტები;
ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
მუხლი 4🔗.
ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამა (პროგრამის კოდი 060202)
1. პროგრამა ითვალისწინებს:
ა) 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევას 500 (ხუთასი) ლარის, ხოლო მათთან გათანაბრებულ პირებზე - 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
ბ) მიმდინარე წელს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის ან საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში, ვეტერანის ოჯახს უფლება აქვს ისარგებლოს ერთჯერადი დახმარებით 300 (სამასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხები გაიცემა დევნილ ვეტერანებზეც;
გ) მომვლელის საჭიროების მქონე ვეტერანის მოვლის საზღაური თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით;
დ) ა(ა)იპ „ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ზუგდიდის ვეტერანთა კავშირის“ ფინანსურ უზრუნველყოფას ამავე კავშირის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე ყოველი თვის ბოლო რიცხვებში;
ე) ყოველთვიურად პენსიაზე დანამატის სახით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით (ააიპ „ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ზუგდიდის ვეტერანთა კავშირის“ მიერ მოწოდებული სიის ან/ და პირადი განცხადების საფუძველზე);
ვ) აგვისტოს თვეში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა (შვილის სრულწლოვნებამდე) წელიწადში ერთხელ 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
გ) ვეტერანის მოწმობის ასლი;
დ) გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ვეტერანი დევნილის შემთხვევაში დევნილის მოწმობის ასლი;
ვ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ზ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
თ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
3. 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ომის ვეტერანებზე დახმარება გაიცემა ვეტერანთა კავშირის მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე, ხოლო ომის ვეტერანთან გათანაბრებულმა პირებმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ვეტერანის მოწმობის ასლი;
დ) დევნილი ვეტერანის შემთხვევაში დევნილის მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
4. მომვლელის საჭიროების მქონე ვეტერანის მოვლის დასაფინანსებლად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ვეტერანის პირადობის მოწმობის და ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) დევნილი ვეტერანის შემთხვევაში დევნილისა და ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ)სამედიცინო ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-100/ა), სადაც მითითებულია მომვლელის საჭიროება;
ე) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ვ) განმცხადებლის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ)მარტოხელა დევნილის მომვლელის საჭიროების შემთხვევაში ნოტარიულად დამტკიცებული ხელშეკრულება მომვლელსა და ვეტერანს შორის;
თ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ი) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
მუხლი 5🔗.
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამის კოდი 060203)
1. მარტოხელა მშობლის დახმარება, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილი ქორწინების გარეშე და ამჟამად არ იმყოფებიან ქორწინებაში, ყოველთვიური დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი;
დ)მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
2. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 4 ან მეტი შვილი, ერთჯერადი დახმარება. დახმარების თანხა: 4 შვილზე-200 (ორასი) ლარი, 5 შვილზე-300 (სამასი) ლარი, 6 შვილზე-400 (ოთხასი) ლარი და ა.შ.
დახმარების მისაღებად მშობელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ბავშვების მშობლის (დედის ან მამის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
დ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
3. დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე ყოველთვიური დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად მეურვემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ბავშვის დედის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის მამის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) ობოლი ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ვ) მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) მეურვის საბანკო ანგარიშის ნომერი;
თ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
4. ტყუპის შეძენისას ერთჯერადი დახმარების თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად მშობელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) მშობლის (დედის ან მამის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
5. მიმდინარე წელს პირველი-მეორე შვილის შეძენისას (სოციალურად დაუცველი ოჯახები-სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) - ერთჯერადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად მშობელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) მშობლის(დედის ან მამის )პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
ე) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
6. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე მოქალაქეების ერთჯერადი ფულადი დახმარება - 800 (რვაასი) ლარამდე სტატუსის მოქმედების ვადის შესაბამისად (სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით).
დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შემაკავებელი ან დამცავი ორდერი ან/და მომხდარი ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
დ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
მუხლი 6🔗.
შეზღუდული შესაძლებლობის და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა სოციალური დაცვა და რეაბილიტაცია (პროგრამის კოდი 060204)
1. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის ერთჯერადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სმენა და მხედველობადაქვეითებული პირებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით, მძიმე ონკოლოგიური დაავადების მქონე მოქალაქეების, რომლებიც გადიან ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის კურსს და საჭიროებენ სხვადასხვა სახის გამოკვლევებს, რაც არ ფინანსდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამიდან, ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
ა) შშმ, სმენა და მხედველობადაქვეითებულთა დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) შშმ სტატუსის (მკვეთრად გამოხატული), სმენა და მხედველობადაქვეითებულის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.დ)მძიმე დაავადების მქონე ბავშვის შემთხვევაში ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-100/ა);
ა.ე) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);
ა.ვ) მეურვის არსებობის შემთხვევაში მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ზ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ა.თ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
ბ) ონკოლოგიური დაავადების მქონე მოქალაქეებმა დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ბ.ა) განცხადება;
ბ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმა IV-100/ა);
ბ.დ)საბანკო ანგარიშის ნომერი;
ბ.ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
2. შშმ პირთა სტატუსის მქონე ბენეფიციარისა (მწოლიარე ან ეტლით მოსარგებლე) და მომვლელის საჭიროების მქონე ხანდაზმულის შინმოვლის ქვეპროგრამით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) ის ოჯახები, რომელთაც ჰყავთ მუდმივი ზრუნვის საჭიროების მქონე ხანდაზმული, მწოლიარე ან ეტლით მოსარგებლე ავადმყოფი. ოჯახის შემადგენლობა განისაზღვროს ავადმყოფის გარდა მხოლოდ 1 ან 2 (სრულწლოვანი) წევრით, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავებული ავადმყოფის მოვლით და ამ მიზეზით ვერ საქმდებიან. მოქალაქეთა შერჩევა მოხდება სოციალურ საკითხთა შემსწავლელი კომისიის მიერ. დახმარების თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაირიცხება ყოველთვიურად მომვლელის პირად ანგარიშზე.
დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-100/ა); (მითითებით, რომ ავადმყოფი საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას);
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულით 65 001-ზე დაბალი);
დ) მომვლელის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) მომვლელის ან ავადმყოფის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) ავადმყოფის პირადობის მოწმობის ასლი;
ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
3. განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმანტაცია არ აკმაყოფილებს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის მოთხოვნებს ფაქტის ადგილზე შესწავლის საფუძველზე გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილების შესახებ მიიღებს სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისია.
მუხლი 7🔗.
მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა (პროგრამის კოდი 060205)
18 წლამდე ასაკის მარჩენალდაკარგულ ბავშვზე ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) 18 წლამდე ასაკის ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ბავშვის დედის ან მამის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ე) მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
მუხლი 8🔗.
ხანდაზმულთა, მარტოხელა მოხუცების შინმოვლისა და სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარების ოჯახების მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამის კოდი 060206)
100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად ხანდაზმულის ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ოჯახის წევრის ან განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ოჯახის წევრის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა ან მემკვიდრეობის ცნობა);
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის წერილი.
მარტოხელა და მარტომცხოვრები ხანდაზმულების შინ მოვლა.
მარტოხელა და მარტომცხოვრები ხანდაზმულის შინმოვლა ითვალისწინებს მარტოხელა და მარტომცხოვრების ხანდაზმულების შინ მოვლის სერვისს, რომელთაც არა აქვთ ფიზიკური და ეკონომიური საშუალება მოიწესრიგონ თავიანთი საყოფაცხოვრებო გარემო პირობები.შერჩევა მოხდება შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.
ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი; ბ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი.
3. სოციალურად დაუცველი (65 001-ზე ნაკლები) გარდაცვლილი სოციალურად დაუცველი ბენეფიციარის ოჯახისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად ოჯახმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) განმცხადებლის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ზ) ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის წერილი.
4 .განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმანტაცია არ აკმაყოფილებს მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ’’- ქვეპუნქტის მოთხოვნებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილების შესახებ მიიღებს სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისია.
მუხლი 9🔗.
სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი 060207)
შობა-ახალი წლისა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ბენეფიციარებს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა მშობლებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, სოციალურ საცხოვრისში ჩასახლებულ და უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს გადაეცემა სასაჩუქრე პაკეტი საკვები პროდუქტებით. შშმ პირთა უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავი ღონისძიების ფინანსური მხარდაჭერა ( 14 ივნისი, 3 დეკემბერი).
მუხლი 10🔗.
ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამის კოდი 060208)
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პაციენტების და პერიტონეალური დიალიზის პროგრამაში ჩართული პაციენტების მედიკამენტების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება, თითოეულს თვეში 50 -100 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული ერთეულის სერვისის მიმწოდებელი ცენტრიდან დაშორების გათვალისწინებით; მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს ბენეფიციარების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება ყოველთვიურად 25 ლარის ოდენობით; აღდგომის დღესასწაულზე და მიცვალებულთა ხსოვნის დღეს მოსახლეობის ტრანსპორტით უზრუნველყოფა(სასაფლაოებთან მისასვლელად). საზღვრისპირა ადმინისტრაციული ერთეულის-ხურჩის მოსახლეობის ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება; სოციალურად დაუცველი სტუდენტების(სარეიტინგო ქულით 65001-ზე ნაკლები), რომლებიც სწავლობენ მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ, აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება წელიწადში ერთხელ 100 (ასი) ლარის ოდენობით. ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების პედაგოგების, ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებაზე მყოფი სახელოვნებო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგების, აღმზრდელ -მასწავლებლებისა და ტექნიკური მუშაკების (ძიძა, მზარეული, დამლაგებელი და სხვა ტექნიკური პერსონალი),მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული აკრედიტებული სახელმწიფო სასწავლებლების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელების მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების დაფინანსება.
1. დიალიზის პროგრამაში მყოფი ბენეფიციარების ტრანსპორტირების ხარჯების ასანაზღაურებლად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის ცნობა (ფორმა IV-100/ა) სამედიცინო დაწესებულებიდან;
გ) პერიტონეალური დიალიზის პროგრამაში მონაწილეობის ცნობა (ფორმა IV-100/ა);
დ) პირადობის მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი;
ზ) სამედიცინო დაწესებულების მიერ ყოველთვიურად წარმოდგენილი მომართვა (ჰემოდიალიზის პროგრამაში ჩართული პირებისთვის).
2. საზღვრისპირა ს. ხურჩის მოსახლეობის ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება (50%).
წარმოსადგენი დოკუმენტაცია შ.პ.ს. „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის” მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა.
3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის (65001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა), რომლებიც სწავლობენ საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში, მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება.
დახმარების მისაღებად სტუდენტმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) ცნობა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების პედაგოგების, ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებაზე მყოფი სახელოვნებო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგების, აღმზრდელ-მასწავლებლებისა და ტექნიკური მუშაკების (ძიძა, მზარეული, დამლაგებელი და სხვა ტექნიკური პერსონალი),მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული აკრედიტებული სახელმწიფო სასწავლებლების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელების მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების დაფინანსება.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია შ.პ.ს .„ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის” მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა.
მუხლი 11🔗.
სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამის კოდი 060209)
1. მიმდინარე წელს ხანძრის, დიდთოვლობის, ქარბუქის, მიწისძვრის, წყალდიდობის და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება გაიცემა ერთჯერადად 1000 (ერთი ათასი) ლარამდე, რომელიც განისაზღვრება სახლის დაზიანებული ფართობისა და ხარისხის მიხედვით მერიაში არსებული სტიქიის კომისიის დასკვნის საფუძველზე. მეწყერის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სამაშველო სამსახურიდან ხანძრის შემთხვევაში;
დ)გეოლოგიური დასკვნა (მეწყერის შემთხვევაში);
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკაროდ დარჩენილი ყველაზე მძიმე ეკონომიურ პირობებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) ოჯახების, ძალადობის მსხვერპლთა, სახლდამწვართა და ზრუნვის სისტემიდან გასული პირებისთვის დახმარება ყოველთვიურად ბინის ქირის საფასურის გადახდის მიზნით (თითოეულ ოჯახზე თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით).
დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა საჯარო რეესტრიდან ქონების არარსებობის შესახებ;
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ე) ქირავნობის ხელშეკრულება ნოტარიულად დამოწმებული;
ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ზ) ძალადობის მსხვერპლის შემთხვევაში შემაკავებელი ან დამცავი ორდერი ან/და მომხდარი ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
თ) სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ბენეფიციარისთვის სისტემაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი;
კ) ხანძრის შემთხვევაში ცნობა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში „დ“ და „ე“ პუნქტებით წარმოსადგენ დოკუმენტებში უნდა ფიქსირდებოდეს ერთი და იგივე საცხოვრებელი მისამართი.
4. განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმანტაცია არ აკმაყოფილებს ამავე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის „გ’’,,დ’’ ,,ე’’ ქვეპუნქტის მოთხოვნებს ფაქტის ადგილზე შესწავლის საფუძველზე გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილების შესახებ მიიღებს სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისია.
მუხლი 12🔗.
დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამის კოდი 060210)
განსაკუთრებული საჭიროების მქონე (მარტოხელა პენსიონერი, შშმ პირი, სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები), ონკოლოგიური დაავადების მქონე პირები) დევნილი ოჯახების ერთჯერადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) სტატუსის დამადასტურებიელი დოკუმენტი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმა IV-100/ა) და სხვა.)
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) დევნილის მოწმობის ასლი;
ე) სხვა არსებული დოკუმენტები;
ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
მუხლი 13🔗.
სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის საშუალებებით უზრუნველყოფის და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მატერიალური და ფინანსური დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი 060211)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე ადგილობრივი მოსახლეობის, რომელთა სარეიტინგო ქულა 30 001-ზე ნაკლებია, ზამთრისთვის საჭირო შეშით უზრუნველსაყოფად გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით. განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე ოჯახების (40 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე მრავალშვილიანები, შშმ პირები, მარჩენალდაკარგულები, მარტოხელა მშობლები, მარტოხელა პენსიონერები და ა.შ.) ფინანსური მხარდაჭერა წელიწადში ერთხელ განსაკუთრებული საჭიროებისას 100-1000 (ასი-ერთი ათასი) ლარის ფარგლებში (სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით).
დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) სხვა არსებული დოკუმენტები;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
მუხლი 14🔗.
სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსება (პროგრამის კოდი 0604)
პროგრამა მიზნად ისახავს მოწყვლადი ჯგუფების (სოციალურად დაუცველი, შშმპ, მრავალშვილიანი, ძალადობის მსხვერპლი, ზრუნვის სისტემიდან გასული, მარჩენალდაკარგული და ა. შ.) ჩართულობას პროექტებში, ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობას. წარმოდგენილი პროექტების შერჩევა მოხდეს მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კომისიისა და დებულების შესაბამისად.
მუხლი 15🔗.
უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამის კოდი 0605)
პროგრამა ითვალისწინებს უსახლკარო, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას, ხოლო მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირებისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით ერთი თბილი ოთახის მოწყობას (ხუთი ათასი ლარის ფარგლებში) (მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული პროექტის, დებულების და სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით).
1. საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროექტში ჩართვის მიზნით მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მომართვის შემდეგ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, შშმპ, ომის ვეტერანი, მარჩენალდაკარგული, მრავალშვილიანი და სხვა);
დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის საკუთრებაზე და სხვა უძრავი ქონების არარსებობის შესახებ;
ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
2. „ერთი თბილი ოთახის“ პროექტში ჩართვის მიზნით მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მომართვის შემდეგ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, შშმპ, ომის ვეტერანი, მარჩენალდაკარგული, მრავალშვილიანი და სხვა);
დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან საცხოვრებელი სახლის საკუთრებაზე;
ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
მუხლი 16🔗.
პროგრამა ,,სოციალური საცხოვრისი კეთილმოწყობილ გარემოში“ (პროგრამის კოდი 0606)
სოციალური სახლი, სადაც ჩასახლებულია სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახები, წარმოადგენს ამ ოჯახთა დროებით თავშესაფარს. აღნიშნულ ოჯახებში ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ან სხვა სახის ცვლილებების შემთხვევაში შესაბამისი კომისიის მიერ მოხდება მათი ჩანაცვლება სხვა სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახებით. პროგრამა ითვალისწინებს საცხოვრისის ეზოს კეთილმოწყობას, კომუნალური გადასახადების თანადაფინანსებას (გათბობა) და სხვა ყოფითი პირობების გაუმჯობესებას.
თავი III
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა
მუხლი 17🔗.
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი სამსახური
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური.
2. მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური პასუხისმგებელია დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.
თავი IV
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მიერ სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
მუხლი 18🔗.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა
მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს განიხილავს მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური.
მუხლი 19🔗.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
1. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრეციული კოდექსის მე-4 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
3. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ბრძანების საფუძველზე.
თავი V
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 20🔗.
გარდამავალი დებულებანი
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება გაიცემა ზუგდიდში რეგისტრირებული ადგილობრივ და დევნილ ბენეფიციარებზე. დაუშვებელია ფულადი სოციალური დახმარებების გაცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის, იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური სოციალური პროგრამებით დახმარების მიმღებნი.