ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 22.01.2019
ძალის დაკარგვა 29.01.2020
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016491
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/01/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.01.2021
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურეობისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 21.12.2017
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2019 წლის 22 იანვარი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №20 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია
დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამა
მუხლი 1🔗
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამა (შემდეგში-პროგრამა) ვრცელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ მოქალაქეებზე.
მუხლი 2🔗
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ერთ-ერთი ქვეპროგრამით წელიწადში ერთხელ, ხოლო სოციალურად დაუცველ (სარეიტინგო ქულა 65001-ნაკლები), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში შშმ) პირებს და ონკოლოგიურ ავადმყოფებს შეუძლიათ ისარგებლონ ერთჯერადად პროგრამით გათვალისწინებული ყველა მომსახურებით. მერიიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანასება არ ვრცელდება საგარანტიო წერილის გაცემამდე შესრულებულ სერვისზე.
მუხლი 3🔗
სამედიცინო მომსახურება და ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსება განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) ძვირადღირებული გამოკვლევები (კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კორონაროგრაფია) – მაქსიმალური ლიმიტი 250 (ორას ორმოცდაათი ) ლარი;
ბ) სტაციონარული სამედიცინო მომსახურება:
ბ.ა) ოპერაციების თანადაფინანსება – მოსარგებლეები: სოციალურად დაუცველი პირები (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები), შშმ პირები, სიმსივნით დაავადებული პირები, პენსიონრები, 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები;
ბ.ა.ა) ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებიდან ან რომელიმე კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ ოპერაციის ღირებულების ნაწილის დაფინანსების შემთხვევაში, თანადაფინანსების ოდენობა განისაზღვროს შემდეგნაირად: ოპერაცია, რომლის თანაგადახდა პაციენტის მხრიდან შეადგენს 500 ლარამდე არ ფინანსდება. 500 (ხუთასი)-ლარიდან – 2000 (ორი ათასი) ლარამდე 50 %-ით, 2000 (ორი ათასი)-ლარიდან 5000 (ხუთი ათასი) ლარამდე მაქსიმალური ლიმიტი 1000 (ერთი ათასი) ლარი. 5000 (ხუთი ათას ) ლარს ზევით მაქსიმალური ლიმიტი 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარი.
ბ.ბ) მოქალაქეები, რომლებსაც ოპერაციის (გარდა ესთეტიკური და რეპროდუქტოლოგიური ქირურგიისა) ღირებულება არ უფინანსდება ჯანდაცვის სახელმწიფო ან რომელიმე კერძო სადაზღვევო კომპანიის პროგრამების ფარგლებში - მაქსიმალური ლიმიტი 1 000 (ერთი ათასი) ლარი (ჯანდაცვის კომისიის გადაწყვეტილებით);
გ) 0-18 წლამდე ბავშვების აბილიტაცია/რეაბილიტაცია:
გ.ა) აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა 50 ბავშვისთვის. მომსახურების დაფინანსება ყოველთვიურად – 315 (სამას თხუთმეტი) ლარი;
გ.ბ) სხვადასხვა სახის გონებრივი ჩამორჩენილობისა და ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინანსება – მაქსიმალური ლიმიტი 500 (ხუთასი) ლარი, წელიწადში ერთხელ. მოსარგებლეები დიაგნოზით:
გ.ბ.ა.) დაუნის სინდრომი;
გ.ბ.ბ) ბავშვთა ცერებრალური დამბლა (G-80.0 ; G 80.1; G-80.2 ; G-80.3; G- 80.4; G 80.8 ; G -80.9 );
გ.ბ.გ) სხვა პარალიზური სინდრომები (G-81.9; G-82.0 ; G-83.2);
გ.ბ.დ) განვითარების ეტაპების დაყოვნება (R-62.0);
დ) იშვიათი დაავადებების (ცელიაკია და ფენილკეტონურია) მქონე პირების სპეციალიზებული საკვების თანხით უზრუნველყოფა:
დ.ა) ცელიაკია-ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი ) ლარი.
დ.ბ) ფენილკეტონურია – ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარი.
ე) ძვირადღირებული მედიკამენტები, რომელთა ერთეულის ღირებულება აღემატება 50 (ორმოცდაათი) ლარს – მაქსიმალური ლიმიტი – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი, ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი - მოსარგებლეები:
ე.ა) სოციალურად დაუცველი პირები (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები);
ე.ბ) 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები:
ე.გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში შშმ) პირები;
ე.დ) ონკოლოგიური ავადმყოფები;
ე.ე) ქრონიკული დაავადებების (ბრონქული ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, დიაბეტი, გლაუკომა, გულის იშემიური დაავადება, ეპილეფსია, პარკინსონის დაავადება) მქონე პირები;
ვ) ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგი – მოსარგებლეები: სოციალურად დაუცველი პირები (სარეიტინგო ქულა 65 001 -ზე ნაკლები) შშმ პირები; ძალადობის მსხვერპლი; მარჩენალდაკარგული ბავშვის მშობელი;
ვ.ა) პროსტატის სპეციფიურ აგენტზე გამოკვლევა (40-45 წლამდე და 70 წელზე ზევით);
ვ.ბ) ძუძუს კიბოს სკრინინგი (35-40 წლამდე 60 წელზე ზევით);
ვ.გ) საშვილისნოს ყელის კიბოს სკრინინგი (20-25 წლამდე და 60 წელზე ზევით);
ვ.დ) მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი (40-50 წლამდე და 70 წელზე ზევით);
ზ) ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგი;
ზ.ა) პროგრამით სარგებლობისთვის საჭირო კლინიკური კრიტერიუმები:
ზ.ა.ა) ოჯახური ანამნეზი;
ზ.ა.ბ) იონიზირებულ რადიაციასთან კონტაქტი საბავშვო ასაკში;
ზ.ა.გ) ანამნეზში უკვე არსებული ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადება;
ზ.ა.დ) E00-E07 – ფარისებრი ჯირკვლის ავადმყოფობები;
ზ.ა.ე) E65-E68= სიმსუქნე და ჭარბი კვების სხვა სახეები;
ზ.ა.ვ) E70- E90 – მეტაბოლური დარღვევები;
ზ.ა.ზ) სარძევე ჯირკვლის კიბოსწინარე დარღვევები ან კიბო;
ზ.ა.თ) კისრის ლიმფადენოპათია;
ზ.ა.ი) ორალური კონტრაცეპტივების მოხმარება;
ზ.ა.კ) უნაყოფობა.
თ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სპეციფიური მოვლის საშუალებების (ექსკრემენტის მიმღები კონტეინერი) დაფინანსება 200 (ორასი) ლარი.
მუხლი 4🔗
ბენეფიციარი, თვითონ/ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგენს:
ა) განცხადებას;
ბ) პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ასლებს, დაბადების მოწმობის ასლს (საჭიროების შემთხვევაში) და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (აუცილებლობის შემთხვევაში);
გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100/ა-ს (დედანი);
დ) ანგარიშ-ფაქტურას (დედანი);
ე) საჭიროების შემთხვევაში ამონაწერს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ზ) ოპერაციის თანადაფინანსების შემთხვევაში, მიმართვას საყოველთაო ჯანდაცვიდან/ გადაწყვეტილებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ან სადაზღვევო კომპანიიდან მათ მიერ დაფინანსებული თანხის მითითებით;
თ) სპეციალიზებული საკვების თანხის დაფინანსების შემთხვევაში – დამატებით:
თ.ა) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერს;
თ.ბ) ჩარიცხული თანხის მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციას.
მუხლი 5🔗
სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის, ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის და კომისიის მიერ ამ პროგრამის მე-3 მუხლის შესაბამისად, თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვროს დაფინანსების ოდენობა.
მუხლი 6🔗
კომისიის დასკვნა (რეკომენდაცია) წარედგინება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს და ბენეფიციარზე გაიცემა საგარანტიო წერილი სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად.
მუხლი 7🔗
საგარანტიო წერილის მოქმედების ვადა განისაზღვრება შემდეგნაირად: 45 კალენდარული დღე მედიკამენტების, გამოკვლევების (კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კორონოგრაფია) დაფინანსების შემთხვევაში, სხვა ქვეპროგრამებზე – 60 კალენდარული დღე (გარდა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის, კვებით უზრუნველყოფის და სკრინინგული ქვეპროგრამებისა).
მუხლი 8🔗
ბენეფიციარი ან სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოს სამედიცინო მომსახურეობის გაწევიდან 3 თვის ვადაში: ფინანსური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პაციენტზე გაწეული მომსახურება, დაწესებულების საბანკო ანგარიში თანხის გადარიცხვის მიზნით, სპეციალიზებული საკვების თანხის დაფინანსების შემთხვევაში, თანხის მიზნობრივი განკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
მუხლი 9🔗
წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი დაწესებულება.
მუხლი 10🔗
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი შეიძლება იყოს რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) აქვს პროგრამის სამიზნე ჯგუფის სერვისის განხორციელების სულ მცირე 6 თვის გამოცდილება;
ბ) შესაბამის სერვისს უზრუნველყოფს მულტიდისციპლინური გუნდი. ამასთან, ქცევითი თერაპევტი არის ბავშვის ქცევითი აშლილობის მართვის უნარ-ჩვევების მქონე დიპლომირებული ან სერტიფიცირებული სპეციალისტი-ფსიქოლოგი. სპეციალური პედაგოგი ან სხვა, რომელსაც გავლილი აქვს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის ბაზისური მომზადება;
გ) უზრუნველყოფილია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.
მუხლი 11🔗
1) მოსარგებლეთა ჩართვა ხორციელდება პირადი განცხადების საფუძველზე, ხოლო პროგრამის ვაკანტურ ადგილს დაიკავებს მომლოდინე, მომართვის რიგითობის გათვალისწინებით.
2) პროგრამაში ჩასართავად წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა) მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა), რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს დოკუმენტაციის განმახორციელებელთან წარდგენის თარიღამდე არაუმეტეს 5 თვე და რომელშიც მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი სულ მცირე ADOS ტესტირების შედეგი (3 წლამდე ბავშვმა განმეორებით 6 თვეში უნდა წარმოადგინოს ტესტისტირების შედეგი);
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) პროგრამით მოსარგებლის და ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის), პროგრამით მოსარგებლის დაბადების მოწმობის ქსეროასლები, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული, განმცხადებელის/ბენეფიციარის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა.
3) საგარანტიო წერილის ავტომატურ გაუქმებას იწვევს:
ა) მოსარგებლის მიერ ინდივიდუალური წლიური გეგმით თვეში განსაზღვრული ვიზიტების რაოდენობის 20% და მეტის გამოუყენებლობა თვის მანძილზე, გარდა „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ბ) საგარანტიო წერილის ავტომატურად გაუქმების მიზეზად არ ჩაითვლება შემთხვევა:
ბ.ა) თუ დარღვევა გამოწვეულია მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობით და დასტურდება ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციით;
ბ.ბ) მოსარგებლის აქტიური სოციალური სტატუსის ხელშეწყობის (კურორტული დასვენება, კულტურული, შემეცნებითი და სპორტული გასვლები) მიზნით არაუმეტეს 1 თვის საგარანტიოს პროპორციული სეანსების გაცდენა წლის განმავლობაში;
ბ.გ) დაწესებულების ფუნქციონირების დროებითი შეჩერების გამო მოსარგებლის მიერ საგარანტიო წერილის გამოუყენებლობა.
მუხლი 12🔗
მომსახურების ერთეულს წარმოადგენს კომპლექსური თერაპიის მინიმუმ ერთსაათიანი ინდივიდუალური სეანსი, რომლის ღირებულება შეადგენს 21 ლარს.
1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება არამატერიალიზებული საგარანტიო წერილის სახით ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 315 (სამას თხუთმეტი) ლარისა.
2. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია არაუგვიანეს შესრულებული სამუშაოს დასრულების მომდევნო თვის 10 რიცხვისა.
3. ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი, რომელსაც ამტკიცებს განმახორციელებელი.
4. განმახორციელებელი უფლებამოსილია დაგვიანებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად. ამასთან, დაგვიანებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ შესაბამისი პროგრამით განსაზღვრული პირობებით გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 3 საანგარიშგებო თვეზე მეტი.
5. შესრულებულ მომსახურებად უნდა ჩაითვალოს იმავე საანგარიშგებო თვეში პაციენტისთვის მიწოდებული მომსახურების მოცულობა.
6. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით (მ.შ. წლიური გეგმის შესაბამისად, თერაპიული სეანსების მისაღებად თვეში 15 ვიზიტი) უზრუნველყოფა ხდება სრულად პროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.