ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.01.2019
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.118.016266
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2019
matsne.gov.ge 1,422 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 20.07.2018 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითრების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 25.02.2022 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 23.05.2018 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 23.03.2018 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 27.12.2024

დოკუმენტის ტექსტი

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 2019 წლის 24 იანვარი ქ. ონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების  შესაბამისად,  ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის  წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე დანართი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი მუხლი 1🔗 1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ონის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციის და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის პროცედურებს. 2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ურთიერთობა ონის მუნიციპალიტეტის ორგანოებთან განისაზღვრება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის, წინამდებარე წესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) ფარგლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლოატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თხოვნით, ონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსთვის განცხადებით მიმართვის უფლება აქვს თვითმმართველ ერთეულში ამ წესის მიხედვით აღრიცხვაზე მდგარ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას (შემდგომში – ამხანაგობა). მუხლი 2🔗 1. ამხანაგობის საერთო კრების ოქმში მითითებული უნდა იყოს: ა) ამხანაგობის მისამართი; ბ) ამხანაგობის სახელწოდება; გ) ამხანაგობის კრების გამართვის თარიღი, ადგილი, დრო; დ) ამხანაგობის კრების თავმჯდომარის სახელი და გვარი; ე) მრავალბინიან სახლში ბინათა საერთო რაოდენობა; ვ) ამხანაგობის კრებაზე დამსწრე წევრთა რაოდენობა; ზ) დღის წესრიგი; თ) გადაწყვეტილების მიღების მომხრეთა საერთო რაოდენობა; ი) გადაწყვეტილების მიღების მოწინააღმდეგეთა საერთო რაოდენობა; კ) საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება; ლ) ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა. 2. ამხანაგობის კრების ოქმს ადგენს და ხელს აწერს კრების თავმჯდომარე. მუხლი 3🔗 1. ამხანაგობის აღრიცხვაზე დადგომის მიზნით, ამხანაგობის თავმჯდომარე განცხადებით მიმართავს ონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს. 2. ამხანაგობამ აღრიცხვაზე დადგომის თაობაზე განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი; ბ) ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელი-გვარისა და პირადი ნომრების მითითებით; გ) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის წესდების ასლი; დ) ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია სახელი-გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით; ე) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში ამხანაგობასა და მოწვეულ მმართველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი; ვ) საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ იმ მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს, რომელშიც აირჩიეს თავმჯდომარედ; ზ) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში იმ ბინის მესაკუთრის საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელმაც ამხანაგობის სახელით, ხელშეკრულება გაუფორმა მოწვეულ მმართველს. 3. ონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტებს და იღებს გადაწყვეტილებას ამხანაგობის აღრიცხვის ან აღრიცხვაზე უარის თქმის შესახებ, რომლის საფუძველზეც აღმასრულებელი ორგანო გასცემს ან არ გასცემს აღრიცხვის ფურცელს. 4. აღრიცხვის ფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს: ა) აღრიცხვის ნომერს; ბ) აღრიცხვის თარიღს; გ) აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის თარიღს; დ) ამხანაგობის დასახელებას; ე) ამხანაგობის მისამართს. მუხლი 4🔗 1. ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შესატანად, ამხანაგობის თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი პირი ონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან ერთვის: ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერების, წევრთა სახელი-გვარისა და პირადი ნომრების მითითებით; გ) ამხანაგობის წევრთა ცვლილების შემთხვევაში – ამხანაგობის წევრთა სია სახელი-გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით; დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ცვლილების შემთხვევაში – მე-3 მუხლის მეორე პუნქტის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები; ე) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას. 2. ონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის ან ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ. 3. ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს: ა) წინამდებარე წესის მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტების ონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში წარმოუდგენლობა, ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას, ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების განხორციელებას; ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევები. მუხლი 5🔗 ამხანაგობა აღრიცხვიდან მოიხსნება: ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას; ბ) სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა; გ) სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში; დ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 6🔗 ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარების მიზნით, ონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო განიხილავს ამხანაგობის განცხადებას საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თაობაზე. მუხლი 7🔗 1. ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) თავფურცელს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია ამხანაგობის შესახებ; ბ) ამხანაგობის მოთხოვნას საერთო ქონების განვითარებისათვის ჩასატარებელი კონკრეტული ინფრასტრუქტურული სამუშაოს დაფინანსების თაობაზე; გ) ბიუჯეტს, რომელშიც უნდა იყოს განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოებისთვის საჭირო თანხები; დ) წარმოდგენილ მოთხოვნაზე ამხანაგობის წევრთა არანაკლებ 2/3-ის თანხმობა (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ხელმოწერა, ბინისა და ტელეფონის ნომერი); ე) იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო სრულდება მრავალბინიანი სახლის ერთ სადარბაზოში, ამხანაგობას შეუძლია, წარადგინოს ამ სადარბაზოს ამხანაგობის წევრთა სახელი და გვარი, ხელმოწერები, პირადი ნომერი, ბინისა და ტელეფონის ნომრები. 2. განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) თვითმმართველობის მიერ გაცემული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცლის ასლი; ბ) ამ წესის შესაბამისად პირველადი მომართვის შემთხვევაში – ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის წესდების ასლი; გ) საპროექტო ორგანიზაციის მიერ მომზადებული შესასრულებელი სამუშაოების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია (ელექტრონულ ვერსიასთან ერთად), რომელიც შედგენილი უნდა იყოს მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების მიხედვით. მუხლი 8🔗 1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ამხანაგობის საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების მიზნით გათვალისწინებული იქნება შემდეგი ღონისძიებების თანადაფინანსება: ა) სახურავის შესაკეთებელი სამუშაოები; ბ) წითელ ხაზებში მოქცეული შიდა წყალკანალიზაციის (საერთო სარგებლობის) გაყვანილობის სამუშაოები; გ) ფასადის შეკეთება; დ) საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის სამუშაოები (კიბეები, აივნები, თაღები, მოძრაობის სენსორული სანათების დამონტაჟება, საერთო სარგებლობის ჭიშკარი ან/და სადარბაზოს კარების დამზადება და მონტაჟი, სართულშუა ნაპრალების სამუშაოები); ე) 5 სართულამდე შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები; ვ) ეზოების კეთილმოწყობა; ზ) ბინათმესაკუთრეთა მიერ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული ე.წ მიშენებების  (არაინდივიდუალური) კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის განსაზღვრა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამუშაოების თანადაფინანსება განხორციელდება 98%-ით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხრიდან მხოლოდ 2%-იანი თანამონაწილეობის შემთხვევაში; 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, ,,ზ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამუშაოების თანადაფინანსება განხორციელდება 95%-ით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხრიდან მხოლოდ 5%-იანი თანამონაწილეობის შემთხვევაში. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“  ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამუშაოების თანადაფინანსება განხორციელდება 90%-ით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხრიდან მხოლოდ 10%-იანი თანამონაწილეობის შემთხვევაში. მუხლი 9🔗 1. ონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად აღრიცხავს, ამხანაგობების მიერ შემოტანილ განცხადებებს და განიხილავს მათ შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან. საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია ამხანაგობას წარმოდგენილ პროექტზე მოსთხოვოს ექსპერტიზის დასკვნა. 2. ონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად და კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 3. განცხადება არ დაკმაყოფილდება, თუ: ა) წარმოდგენილი პროექტი/ხარჯთაღრიცხვა შედგენილია დარღვევით; ბ) შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებიდან ან/და სხვა დასაბუთებული მიზეზებიდან გამომდინარე მისი დაკმაყოფილება შეუძლებელია; გ) შესასრულებელი სამუშაოები უკვე დაფინანსებულია პროგრამის ფარგლებში და მოქმედებს შესრულებული სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადა; დ) ამოიწურა ბიუჯეტის შესაბამისი ქვეპროგრამით გათვალისწინებული ასიგნებების ოდენობა; ე) შემოწმების შედეგად არ დასტურდება განცხადებით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა. 4. განცხადების დაკმაყოფილებისას უპირატესობა მიენიჭება: ა) სახურავის შესაკეთებელ სამუშაოებს; ბ) შიდა (სერთო სარგებლობის) წყალკანალიზაციის შესაკეთებელ სამუშაოებს; გ) მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული ე.წ მიშენებების (არაინდივიდუალური) კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის განსაზღვრის სამუშაოებს. მუხლი 10🔗 1. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განცხდების დაკმაყოფილებაზე (თანადაფინანსებაზე თანხმობის გაცემის) გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე ვალდებულია ხუთი სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს ამხანაგობის ანგარიშზე თანხის არსებობის დამდასტურებელი დოკუმენტი (საბანკო ქვითარი/ამონაწერი) რომლის ოდენობაც შესაბამისი უნდა იყოს ამხანაგობის მხრიდან ამ წესით დადგენილი თანამონაწილეობის თანხის პროცენტულ ოდენობასთან. 2. ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვას ონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვის გზით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო შესასრულებელი სამუშაოების შესყიდვის მიზნით აცხადებს ტენდერს და აფორმებს სამმხრივ ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ პირთან და ამხანაგობასთან. 4. ამხანაგობის თანამონაწილეობის წილის პროცენტული ოდენობის გამოანგარიშება მოხდება ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხიდან. 5. ამხანაგობა ვალდებულია, ტენდერში გამარჯვებულ პირს ჩაურიცხოს თანადაფინანსებით გათვალისწინებული თანხა წინასწარ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობით, მონაწილეობა მიიღოს შესასრულებელი სამუშაოების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაში. 6. დევნილების მიერ შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ ამ წესით გათვალისწინებული აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების თანადაფინანსების მიზნით წარმოდგენილი მოთხოვნისას, საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ამხანაგობის წილის თანადაფინანსების თაობაზე, ადმინისტრაციული დაპირების მიღების მიზნით, მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს.