„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№386
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016479
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/01/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება  386

2019 წლის 15 იანვარი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №2) ნაწილი 10. საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორის“ „492“ კოდის გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის გრაფები:

      „ 

493

სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია

494

დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობას

495

შემოწმების სერტიფიკატი №3.1 („ლითონის პროდუქტები. შემოწმების დოკუმენტების ტიპების შესახებ“ სსტ ენ 10204:2004 სტანდარტის შესაბამისად)

497

შესაბამისობის შეფასების სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ მწარმოებელმა მიიღო არმატურის ეროვნული სტანდარტის შესაბამისად წარმოების უფლება

500

„სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის V დანართით პლასტმასის მილებზე წარსადგენი ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი – ტექნიკური პასპორტი ან ინსტრუქციები, ხოლო მათი არარსებობის შემთვევაში – სხვა სახის დოკუმენტაცია, სადაც მითითებულია შესაბამისი ინფორმაცია

501

სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ დაცულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნები ან/და სამშენებლო პროდუქტი შეესაბამება „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების დანართით გათვალისწინებული ქვეყნების მოთხოვნებს. 

“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახური უფროსის მოვალეობის შემსრულებელი  ვახტანგ ლაშქარაძე