შპს თბილისის ტრეიდერთა კლუბის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/27284-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/01/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/27284-18

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2019 წლის 14 იანვარი

თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია სვიანაძე

მოვალე შპს თბილისის ტრეიდერთა კლუბი

წარმომადგენელი სოფიო ხუჭუა

მეურვის წარმომადგენელი თამთა მაჭარაშვილი

სავარაუდო კრედიტორები ნუკრი ლოლაძე, ნინო დანელია, გივი ჩხუბიანიშვილი, ქეთევან თევზაძე, ავთანდილ გვენეტაძე, მამუკა ბიბილეიშვილი, გოჩა ტეფნაძე, ნიკოლოზ მაისურაძე, ზაალ გვიშიანი, თამაზ ყიფშიძე, თეიმურაზ კაპანაძე, ნინო ხაბელაშვილი, ფირუზ სესიაშვილი, დავით ხალვაში, თამაზ პაპუაშვილი, ნანი ჯინჭველაძე, ავთანდილ ხმელიძე, სულხან მიქელაძე, ნუგზარ ხურციძე, ლაშა სურგულაძე

მოთხოვნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს – თბილისის ტრეიდერთა კლუბის გაკოტრების საქმე.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედით, კრედიტორთა კრება იმართება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. კრედიტორთა კრებას ამზადებს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მეურვე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ხოლო გაკოტრების ან რეაბილიტაციის პერიოდში – გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორთა კრებას უძღვება მოსამართლე. კრედიტორთა კრების მოწვევისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონით.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.

     

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 20 თებერვალს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) სხდომის დარბაზი №56, შემდეგი დღის წესრიგით:

1.1.  კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                                 მაია სვიანაძე