შპს თბილისის ტრეიდერთა კლუბის გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/27284-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/01/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/ 27284-18

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ

 

2019 წლის14 იანვარი

თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია სვიანაძე

 

მოვალე – შპს თბილისის ტრეიდერთა კლუბი

წარმომადგენელი – სოფიო ხუჭუა

მეურვის წარმომადგენელი – თამთა მაჭარაშვილი

სავარაუდო კრედიტორები – ნუკრი ლოლაძე, ნინო დანელია, გივი ჩხუბიანიშვილი, ქეთევან თევზაძე, ავთანდილ გვენეტაძე, მამუკა ბიბილეიშვილი, გოჩა ტეფნაძე, ნიკოლოზ მაისურაძე, ზაალ გვიშიანი, თამაზ ყიფშიძე, თეიმურაზ კაპანაძე, ნინო ხაბელაშვილი, ფირუზ სესიაშვილი, დავით ხალვაში, თამაზ პაპუაშვილი, ნანი ჯინჭველაძე, ავთანდილ ხმელიძე, სულხან მიქელაძე, ნუგზარ ხურციძე, ლაშა სურგულაძე

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება

 

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების მმართველის დანიშვნის საკითხი და

გამოარკვია :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს თბილისის ტრეიდერთა კლუბის გაკოტრების საქმის წარმოება.

2019 წლის 14 იანვრის კრედიტორთა კრებაზე არ იქნა წარმოდგენილი გაკოტრების მმართველის კანდიდატურა და განხილული იქნა გაკოტრების მმართველად სსიპ  – აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის საკითხი.

სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს და მიაჩნია, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად გაკოტრების მმართველად უნდა დაინიშნოს სსიპ  –  აღსრულების ეროვნული ბიურო.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად კრედიტორთა კრება ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ.

ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გაკოტრების პროცესში საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობას ახორციელებს გაკოტრების მმართველი. გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით. გაკოტრების პროცესში მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები უჩერდება, გარდა ამ კანონის 361 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მე-3 ნაწილის შესაბამისად, გაკოტრების მმართველი შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. გაკოტრების მმართველი უნდა იყოს მხარეთაგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი (იურიდიული პირის შემთხვევაში – საქმიანი რეპუტაციის მქონე) პირი. გაკოტრების მმართველად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც ახორციელებს იმავე ან მსგავს საქმიანობას, როგორსაც მოვალე. მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაკოტრების მმართველად აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შემთხვევაში გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. ვინაიდან კრედიტორის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გაკოტრების მმართველის კანდიდატურა, სასამართლოს გაკოტრების მმართველად სსიპ  –  აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნა დასაბუთებულად მიაჩნია.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 27 -ე, 36-ე, 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "თბილისის ტრეიდერთა კლუბის" (ს/ნ404465495) მიმართ დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება.

2. შპს "თბილისის ტრეიდერთა კლუბის" (ს/ნ 404465495) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ   –  აღსრულების ეროვნული ბიურო.

3. განჩინების გამოქვეყნება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" უზრუნველყოს გაკოტრების მმართველმა.

4. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს'' ვებგვერდზე, სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლოს საჯარო შეტყობინებების დაფაზე.

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ან გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                                    მაია სვიანაძე