შუახევის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.01.2019
ძალის დაკარგვა 02.07.2025
გამომცემი ორგანო შუახევის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.135.016236
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე | შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- შუახევის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 29.10.2018
დოკუმენტის ტექსტი
შუახევის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2019 წლის 24 იანვარი
დაბა შუახევი
შუახევის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შუახევის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, დამტკიცდეს შუახევის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შუახევის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2018 წლის 29 ოქტომბრის №29 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი www.matsne.gov.ge; სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.135.016229).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი დავითაძე
დანართი
შუახევის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. შუახევის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც ,,გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვასა და მდგომარეობას
2. შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად.
3. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის „შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებით, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
4. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
5. საბჭოს საქმიანობის ვადად განისაზღვრება საკრებულოს უფლებამოსილების ვადა.
მუხლი 2🔗.
საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი
საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით შეიმუშაოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;
ბ) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;
გ) შუახევის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;
დ) გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება საჭიროების შემთხვევაში და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის წარდგენა;
ე) განახორციელოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შესრულებული ან მიმდინარე მუშაობის მონიტორინგი და შეფასება გენდერული თვალსაზრისით;
ვ) საკანონმდებლო აქტების პროექტებისა და შუახევის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების პროექტების შეფასება გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ორგანოებისათვის წარდგენა;
ზ) გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;
თ) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ი) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
კ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ლ) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის წარდგენა;
მ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის წარსადგენად;
ნ) ითანამშრომლოს ქალთა ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ო) საბჭოს ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, ასევე ეგზავნება საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათაშორის საბჭოს.
2. საბჭო უფლებამოსილია:
ა) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს შუახევის მუნიციპალიტეტი;
ბ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 3🔗.
საბჭოს სტრუქტურა
1. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 9-ზე ნაკლები საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის,თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის და სხვა წევრებისაგან.
2. „საბჭოს“ თავჯდომარეს საბჭოს შემადგენლობასთან ერთად ამტკიცებს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულებით.
3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, საბჭოს შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.
4. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთა ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა არ უნდა იყოს 40%-ზე ნაკლები.
5. საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, საბჭოს მუშაობაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.
მუხლი 4🔗.
საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი
1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და უძღვება საბჭოს საქმიანობას.
2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
4. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს.
5. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
7. საბჭო იკრიბება საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა ერთი მესამედის ინიციატივით.
8. საბჭოს სხდომების ორგანიზებას და საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი.
9. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.
10. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესი
11. საბჭოს სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან 1 თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები, რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აცნობონ საბჭოს.
მუხლი 5🔗.
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.