„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის N160/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №9/04 |
|
2019 წლის 25 იანვარი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის №160/01 ბრძანებით (სსმ, №165, 17/12/2010) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციები მოიცავს საკუთარი ფასიანი ქაღალდების ემისიას, ღია ბაზრის ოპერაციებს, სასესხო და სადეპოზიტო ოპერაციებს, სავალუტო აუქციონის ოპერაციებსა და სავალუტო ოფციონის ოპერაციებს.“. 2. მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.დ“ ქვეპუნქტი: „ა.დ) სავალუტო ოფციონის აუქციონის შემთხვევაში – ოფციონის პრემიის კლების მიხედვით.“. 3. მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი: „მუხლი 141. სავალუტო ოფციონის ოპერაციები 1. სავალუტო ოფციონი (შემდგომში – ოფციონი) არის ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობით ოფციონის გამოყენების პირობების დადგომის შემთხვევაში, ბანკს უფლება აქვს ეროვნული ბანკისგან იყიდოს ეროვნული ვალუტა. 2. ოფციონის გამოყენების უფლება ბანკს აქვს ოფციონის მოქმედების პერიოდში, მხოლოდ იმ საბანკო დღეს და/ან დღეებში, როცა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ნაკლებია წინა 20 საბანკო დღის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის საშუალო მაჩვენებელზე. ოფციონი ბანკს აძლევს უფლებას ეროვნული ბანკისაგან იყიდოს ლარი ყიდვის დღეს მოქმედი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსით. 3. ოფციონებს ეროვნული ბანკი ყიდის აუქციონის მეშვეობით, რომლის ჩატარების შესახებ შეტყობინებას ეროვნული ბანკი ბანკებს უგზავნის არაუგვიანეს აუქციონის ჩატარებამდე ერთი საბანკო დღით ადრე. 4. ოფციონების აუქციონის შეტყობინება მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) ოფციონების აუქციონის ჩატარების თარიღი და დრო; ბ) ოფციონებით გასაყიდი ეროვნული ვალუტის მთლიანი თანხა; გ) ერთი განაცხადის მინიმალური, მაქსიმალური და ბიჯის ოდენობა ლარით; დ) აუქციონის განაცხადების წარდგენის დრო და ტექნიკური საშუალება; ე) საჭიროების შემთხვევაში, პრემიის მინიმალური ოდენობა; ვ) ოფციონების გამოყენების პერიოდი; ზ) ოფციონების გამოყენების დღის გამოცხადების დრო; თ) ოფციონების გამოყენების განაცხადის წარდგენის დრო და ტექნიკური საშუალება; ი) ოფციონების გამოყენების ერთი განაცხადის მინიმალური ოდენობა და ბიჯის ოდენობა; კ) ოფციონების გამოყენების ანგარიშსწორების წესი. 5. ოფციონების აუქციონზე ბანკის მიერ წარდგენილი განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ აუცილებელ ინფორმაციას: ა) მოთხოვნილი ეროვნული ვალუტის მოცულობას; ბ) ოფციონების პრემიის ოდენობას პროცენტული გამოხატულებაში განაცხადში მითითებულ თანხასთან. 6. ოფციონების აუქციონზე თითო ბანკიდან დასაშვებია მხოლოდ ერთი განაცხადის წარდგენა. 7. ოფციონების პრემიის გადახდა ხდება აუქციონის შემდეგ საბანკო დღეს. 8. ოფციონების პრემიის გადახდის ანგარიშსწორებას ახდენს ეროვნული ბანკი აუქციონში გამარჯვებული ბანკების ეროვნული ვალუტის ანგარიშსწორების ანგარიშიდან ოფციონების პრემიის შესაბამისი ოდენობის თანხის ჩამოჭრის გზით. 9. თუ ბანკმა ვერ უზრუნველყო ოფციონების პრემიის გადახდა, უქმდება მის მიერ აუქციონზე ნაყიდი ოფციონი. 10. აუქციონის შედეგებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი ადგენს და აწარმოებს ოფციონების ელექტრონულ რეესტრს, სადაც ბანკების ჭრილში აისახება: ა) თითოეულ აუქციონზე ნაყიდი ოფციონების თანხები; ბ) ბანკის მიერ გამოყენებული და გამოსაყენებელი ოფციონების თანხები; გ) გადახდილი ოფციონების პრემია. 11. თუ ოფციონების მოქმედების პერიოდში ბანკმა არ გამოიყენა ოფციონი, იგი უქმდება გადახდილი პრემიის ბანკისათვის დაბრუნების გარეშე. 12. ოფციონების გამოყენების დღე (ოფციონის დღე) არის ისეთი საბანკო დღე, როცა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ნაკლებია წინა 20 საბანკო დღის ლარის ოფიციალური კურსის საშუალო მაჩვენებელზე. 13. ყოველდღიურად ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშების დასრულების შემდეგ, ეროვნული ბანკი განსაზღვრავს შედეგი საბანკო დღე არის თუ არა ოფციონის დღე. 14. თუ შემდეგი საბანკო დღე არის ოფციონის დღე, ეროვნული ბანკი შესაბამის შეტყობინებას უგზავნის მხოლოდ იმ ბანკებს, რომლებსაც მიმდინარე პერიოდში გამოსაყენებელი აქვთ ოფციონი. 15. ბანკი თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად ოფციონის დღეს ახორციელებს ოფციონის გამოყენების განაცხადის წარდგენას აუქციონის შეტყობინებაში განსაზღვრული წესის შესაბამისად. 16. ოფციონების გამოყენების განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ აუცილებელ ინფორმაციას: ა) ოფციონის თანხა ეროვნულ ვალუტაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ბანკის გამოსაყენებელი ოფციონის თანხას; ბ) მიმდინარე დღის ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს. 17. ბანკის განაცხადის სისწორის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ადასტურებს მას შემდგომი ანგარიშსწორებისათვის, ხოლო თუ განაცხადი შეიცავს არასწორ მონაცემს, ეროვნული ბანკი აუქმებს მას. 18. განაცხადის დადასტურების შემდეგ ეროვნული ბანკი ახორციელებს ოფციონის რეესტრის განახლებას. 19. ოფციონის ანგარიშსწორება ხდება ოფციონის გამოყენების განაცხადის წარდგენისა და დადასტურების შემდეგ პირველ საბანკო დღეს, როცა ვალუტის ემიტენტ ქვეყნებში არის საბანკო დღე. 20. ოფციონების გამოყენების შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია უცხოური ვალუტის საკორესპოდენტო ანგარიშზე ეროვნულ ბანკში უზრუნველყოს შესაბამისი უცხოური ვალუტის ჩარიცხვა. 21. ოფციონების ანგარიშსწორების დღეს, ეროვნული ბანკი, ბანკის უცხოური ვალუტის საკორესპოდენტო ანგარიშიდან ახდენს უცხოური ვალუტის ჩამოჭრას და ბანკის ეროვნული ვალუტის ანგარიშსწორების ანგარიშზე შესაბამისი თანხის ჩარიცხვას. 22. თუ ოფციონების ანგარიშსწორების დღეს, RTGS სისტემის მეორე შეზღუდვამდე ბანკის უცხოური ვალუტის საკორესპოდენტო ანგარიშზე ეროვნულ ბანკში არ აღმოჩნდა ანგარიშსწორების განხორციელებისათვის საკმარისი თანხა, ანგარიშსწორება ხორციელდება მომდევნო საბანკო დღეს. 23. თუ ოფციონების ანგარიშსწორების დღეს, ვალუტირების თარიღით ანგარიშსწორების ვალუტის ემიტენტ ქვეყანაში საბანკო დღის ბოლომდე არ მოხდა ოფციონების ანგარიშსწორებისათვის აუცილებელი თანხების ჩარიცხვა ეროვნული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე, ბანკს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლო განაცხადის თანხის 2 პროცენტის ოდენობით. 24. თუ ოფციონების ანგარიშსწორების დღის მომდევნო საბანკო დღეს, RTGS სისტემის მეორე შეზღუდვამდე, ბანკის უცხოური ვალუტის საკორესპოდენტო ანგარიშზე ეროვნულ ბანკში არ აღმოჩნდა ანგარიშსწორების განხორციელებისათვის საკმარისი თანხა, ოფციონების გამოყენების განაცხადი ჩაითვლება ბათილად. 25. პირგასამტეხლოს თანხის ჩამოჭრა ხორციელდება ბანკის ეროვნული ვალუტის ანგარიშსწორების ანგარიშიდან, ხოლო თუ თანხა არასაკმარისი აღმოჩნდა, მაშინ თანხის ჩამოჭრა ხორციელდება ბანკის აშშ დოლარის საკორესპოდენტო ანგარიშიდან და/ან სხვა უცხოური ვალუტის საკორესპოდენტო ანგარიშებიდან. პირგასამტეხლოს თანხის გაანგარიშებისას და გადახდისას გამოიყენება გადახდის დღეს მოქმედი ოფიციალური კურსები.“. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების დაუყოვნებელი ამოქმედება განპირობებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შეუფერხებლად და დროულად განხორციელების აუცილებლობით. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 28 იანვრიდან.
|
|