მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის „გარე რეკლამის განთავსების რეგულირების თაობაზე“ №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.159.016355
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/01/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №3

2019 წლის 24 იანვარი

ქ. მარნეული

 

„გარე რეკლამის განთავსების რეგულაციის თაობაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ჟ“ პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „გარე რეკლამის განთავსების რეგულირების თაობაზე“  მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის №3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 010250020.35.159.016252; 12/01/2017წ.) და მუხლი 1-ით განსაზღვრული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე



დანართი №1
გარე რეკლამის განთავსების წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს მარნეულის მუნიციპალიტეტში გარე რეკლამის განთავსების წესს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გარე რეკლამა – მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ან  ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე რეკლამის გავრცელება პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებებით, იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია „რეკლამის შესახებ”  საქართველოს კანონით და იმ ადგილებში, სადაც გაცემული ნებართვით შესაძლებელია განთავსდეს რეკლამა;
ბ) რეკლამა  –  საქონელზე, მომსახურებასა  და სამუშაოზე (შემდგომში – საქონელზე), ფიზიკურ და იურიდიულ    პირებზე,     იდეასა     და     წამოწყებაზე      ნებისმიერი     საშუალებითა    და    ფორმით გავრცელებული  ინფორმაცია,  რომელიც  გამიზნულია   პირთა    განუსაზღვრელი    წრისათვის    და ემსახურება   ფიზიკური   და   იურიდიული   პირების,    საქონლის,  იდეისა    და    წამოწყებისადმი ინტერესის      ფორმირებასა      და     შენარჩუნებას,      აგრეთვე   საქონლის,   იდეისა   და   წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;

გ) სარეკლამო საშუალება – პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, სარეკლამო დაფა, მანათობელი სარეკლამო დაფა  და გარე  რეკლამის  გასავრცელებელი  სხვა ტექნიკური  საშუალება,  რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და უძრავი ობიექტის გამოყენებით;

დ) ნებართვა – ფიზიკური  ან იურიდიული  პირის მიერ მოპოვებული  ნებართვა (უფლება),  განათავსოს გარე რეკლამის გასავრცელებელი ტექნიკური საშუალება და მასზე განათავსოს გარე რეკლამა;

ე) ნებართვის მაძიებელი – ფიზიკური  ან იურიდიული  პირი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად, სურს სარეკლამო საშუალების განთავსების ან/და სარგებლობის უფლების მოპოვება;

ვ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი – მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია;

ზ) აუქციონი – გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული აუქციონი, რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის (ფიქსირებული ფასი ან შემოსავლიდან პროცენტი)  წარმოდგენის  საფუძველზე,  გამოავლინოს  ის  ფიზიკური  ან/და იურიდიული  პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების  ნებართვა;

თ)   ნებართვის    მფლობელი    –   ფიზიკური    ან/და   კერძო   სამართლის    იურიდიული    პირი,   რომელმაც დადგენილი წესით მოიპოვა გარე რეკლამის განთავსების   ნებართვა;

ი) აბრა – დაფა, რომელზედაც დატანილია ნებისმიერი ფორმისა და ზომის წარწერა, რომელიც განთავსებულია ეკონომიკური აგენტის ან მეწარმე სუბიექტის ობიექტზე, აღნიშნავს ამ ობიექტის სახელწოდებას და მისგან არაუმეტეს 1.5 მეტრით არის დაშორებული.

მუხლი 3. ზოგადი დებულებანი

1. სარეკლამო  საშუალება  (გარე რეკლამა)  არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და მაჩვენებლებს, მან არ უნდა გააუარესოს  ამ  ნიშნების,  მაჩვენებლებისა და გზის  ხილვადობა, საფრთხე არ  უნდა შეუქმნას ტრანსპორტისა და ქვეითად  მოსიარულეთა მოძრაობას.

2. შენობა-ნაგებობებზე განთავსებული სარეკლამო საშუალება არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ       იერსახეს და უნდა იყოს კონსტრუქციულად მდგრადი. ნებისმიერი ფორმით განთავსებული    (გავრცელებული) სარეკლამო საშუალება  არ უნდა ამახინჯებდეს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ  ისტორიულ  და  არქიტექტურულ ძეგლებს.

3. სარეკლამო   მასალაზე  იმ  საქონლის  რეკლამირებისას,   რომლის სერტიფიცირებაც   აუცილებელია, უნდა გაკეთდეს  აღნიშვნა „სერტიფიცირებულია”.

4. დაუშვებელია  არასათანადო ან/და ისეთი შინაარსის გარე რეკლამის განთავსება, რომლის განთავსებაც    (გავრცელებაც)  აკრძალულია  „რეკლამის    შესახებ”    საქართველოს    კანონით   და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

5. სარეკლამო საშუალებაზე (გარე რეკლამაზე) შესრულებული წარწერა მოცემული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო  ენაზე. საქართველოს სახელმწიფო ენასთან  ერთად  წარწერა  შეიძლება შესრულდეს რომელიმე უცხო   ენაზეც    (ენებზეც).  უცხო  ენაზე შესრულებული  წარწერა  ზომით (ფორმით)  არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს  სახელმწიფო  ენაზე შესრულებულ წარწერას. ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა   წარწერა   (ქართულიც  და  უცხოურიც)   იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი.

მუხლი 4. გარე რეკლამის განთავსების გეგმა

1. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური  საშუალების განლაგების ადგილები განისაზღვრება გარე  რეკლამის განთავსების გეგმით, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის  აღმასრულებელი  ორგანოს   წარდგინებით, ამტკიცებს მარნეულის მუნიციპალიტეტის  საკრებულო.

2. გარე  რეკლამის  განთავსების გეგმით განისაზღვრება ნუსხაში შეტანილი შესაბამისი უძრავი ობიექტებისა და  სარეკლამო   საშუალებების   ზომა  და  ფორმა,   აუქციონზე    გაცემის    საწყისი   წლიური  ფასი  გასაცემი სარეკლამო  საშუალების  1  კვ/მ-ის  მიხედვით  და  ასევე  აუცილებელი  სხვა  საკითხები,  მათი მიზანშეწონილობის   გათვალისწინებით, რომელიც შეთანხმებული უნდა   იყოს:

ა) საავტომობილო გზების მმართველობის სათანადო ორგანოსთან და საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან – რეკლამის გავრცელების ტერიტორიის საავტომობილო გზების კუთვნილ ან მის მომიჯნავე ზოლში მდებარეობისას (დასახლებული პუნქტების საზღვრების გარეთ);

ბ) საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან საქალაქო და სასოფლო დასახლებების ტერიტორიაზე;

გ) რკინიგზის მმართველობის სათანადო ორგანოსთან-რეკლამის გავრცელების ტერიტორიის რკინიგზის ტერიტორიის  კუთვნილ  ზოლში მდებარეობისას.

მუხლი 5. გარე  რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი

1.     გარე     რეკლამის      განთავსების     ნებართვა     გაიცემა     აუქციონის     ფორმით     და     მისი     მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში    არსებულ მიწის ნაკვეთზე  ან  სხვა  ქონებაზე  გარე  რეკლამის  განთავსების  ნებართვა  მიეცეს ნებართვის იმ მაძიებელს, რომელიც   აიღებს  ვალდებულებას,  დააკმაყოფილოს გამოცხადებული  პირობები  და  ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოსაპოვებლად აუქციონი ცხადდება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3.  გარე  რეკლამის   განთავსების ნებართვის გაცემის  თაობაზე  აუქციონის ჩატარებისას,  წინამდებარე წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8  დეკემბრის   „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის  უფლებებით  გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ №669  დადგენილებით განსაზღვრული წესები.

4.  გარე რეკლამის  განთავსების  ნებართვა  გაიცემა  მარტივი  ადმინისტრაციული  წარმოების  წესით, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონისა და წინამდებარე    წესის შესაბამისად.

5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვას აუქციონში გამარჯვებულ პირზე დადგენილი წესით გასცემს მარნეულის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.

6. ამ  წესის შესაბამისად გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე, სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით.

მუხლი 6. ნებართვის ობიექტი და საწყისი ფასი

1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით გაცემის ობიექტი შეიძლება იყოს:

ა) გარე რეკლამის განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება;

ბ) ერთ ლოტში შემავალი რამდენიმე ტექნიკური საშუალება;

გ)  უფლება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში ნებართვის მფლობელმა განათავსოს გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალება.

2. გარე  რეკლამაზე  მითითებული უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ რეკლამის გამავრცელებელზე გაცემული ნებართვის ნომერი.

3. ამ  მუხლის პირველი  პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ  შემთხვევაში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების  განთავსების  ადგილები  განისაზღვრება წინამდებარე  წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით.

4.   ამ  მუხლის     პირველი   პუნქტის   „გ“  ქვეპუნქტით     გათვალისწინებულ შემთხვევაში,  გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები და მის განთავსებასთან დაკავშირებული    საკითხები    როგორც    წესი,    განისაზღვრება    წინამდებარე    წესის    მე-4 მუხლის შესაბამისად    დამტკიცებული    გარე    რეკლამის   განთავსების    გეგმით,   ხოლო   მისი   მთლიანად ან ნაწილობრივ არარსებობის შემთხვევაში, გარე რეკლამის განთავსების გეგმით გაუთვალისწინებელ ნაწილში, გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები    განისაზღვრება ნებართვის მფლობელის  მიერ მარნეულის  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით. აღნიშნულის შესაბამისად, გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს ერთდროულად ან ეტაპობრივად.

5. გარე რეკლამის     განთავსების     ნებართვის     აუქციონზე     გაცემის    საწყისი     ფასი    დგინდება, გასაცემი სარეკლამო საშუალებების 1 კვ/მ-ზე განსაზღვრული შესაბამისი ფასის გამრავლებით სარეკლამო საშუალებების საერთო ფართობით ან კვადრატულ მეტრებში შესაბამისი ბიჯის დამატებით.

6.  მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთი   კალენდარული   წლისათვის   გარე   სარეკლამო საშუალების ფასადის ერთი კვადრატული მეტრის საწყისი ფასი განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ოდენობით.

7.  გარე  რეკლამის  განთავსების  ნებართვის  ფასს  ნებართვის  მფლობელი  იხდის  მარნეულის მუნიციპალიტეტის   ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასის გადახდის  საკითხები  დეტალურად  განისაზღვრება  აუქციონის  გამოცხადების  შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

მუხლი 7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ვადა

გარე    რეკლამის  განთავსების ნებართვის    მოქმედების    ვადა    განისაზღვრება   არანაკლებ  1   წლისა და არაუმეტეს 15 წლის  ვადით.   გარე   რეკლამის   განთავსების    ნებართვის მოქმედების   კონკრეტული ვადა განისაზღვრება გარე რეკლამის ნებართვის გაცემის  შესახებ აუქციონის გამოცხადების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტით.

მუხლი 8. კერძო მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების წესი

1.   ფიზიკური  ან   კერძო  სამართლის  იურიდიული  პირის  ან  სხვა ორგანიზაციული  წარმონაქმნის საკუთრებაში  არსებულ მიწის  ნაკვეთზე  ან/და  სხვა  უძრავ  ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხი (პროექტის შეთანხმება) დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ საჭიროებს  ამ  კანონით  განსაზღვრულ  გარე  რეკლამის  განთავსების  ნებართვას,  არამედ  საჭიროა მხოლოდ    შეთანხმება    მუნიციპალიტეტის    აღმასრულებელ    ორგანოსთან. ფიზიკური    ან     კერძო სამართლის  იურიდიული  პირის  ან  სხვა  ორგანიზაციული   წარმონაქმნის  საკუთრებაში   არსებულ მიწის   ნაკვეთზე  ან/და   სხვა  უძრავ  ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის გადასახდელების ოდენობა  და გადახდის წესი დგინდება მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულებით, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ   მიწის   ნაკვეთზე   ან/და   სხვა  უძრავ   ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებით დაინტერესებულმა პირმა,    მარნეულის     მუნიციპალიტეტის     აღმასრულებელ     ორგანოს    უნდა წარუდგინოს წერილობითი განცხადება, რომელსაც 2 ეგზემპლარად უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)      პირადობის      დამადასტურებელი       მოწმობის      ასლი      (იურიდიული       პირის      შემთხვევაში      – დირექტორის, ხელმძღვანელის პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის ასლი);

ბ)   საკუთრებაში  არსებული  მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო    გეგმა    (საერთო    საკუთრებაში    არსებულ    ქონებაზე,   ასევე   სხვა თანამესაკუთრეების    მიერ დადგენილი წესით გაცემული თანხმობა);

გ)  საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის  ან/და  სხვა  უძრავი  ქონების სიტუაციური გეგმა (A3 ფორმატზე, ფერადი) სათანადო დეტალიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით;

დ)     იურიდიული     პირის     შემთხვევაში       დამატებით     იურიდიული     პირის     წესდების     სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

ე) გარე რეკლამის პროექტი (ესკიზი) A3 ფორმატზე, ფერადი.

3. ფიზიკური  ან  კერძო  სამართლის  იურიდიული  პირის  ან  სხვა  ორგანიზაციული   წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ  ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების შეთანხმების  საკითხზე გადაწყვეტილების პროექტს,  განცხადების  რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, ამზადებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური.

4. ფიზიკური  ან კერძო სამართლის იურიდიული  პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ვალდებულია საკუთრებაში  არსებულ  მიწის  ნაკვეთზე  ან/და   სხვა  უძრავ  ქონებაზე  გარე  რეკლამის განთავსების  დროს დაიცვას  წინამდებარე წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები.

მუხლი 9. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა

1. კონტროლი  სანებართვო   პირობების   შესრულებაზე ან ნებართვის გაცემის გარეშე გარე რეკლამის განთავსებაზე ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სათანადოდ უფლებამოსილი სამსახურის მიერ.

2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.