„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 |
|
2019 წლის 25 იანვარი ქ. წალენჯიხა |
„ეს წესი განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირებისათვის -– დევნილებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემის პირობებს, მოსარგებლეთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებს, გასაცემი სოციალური დახმარების სახეობასა და ოდენობას“.
„1. პროგრამის ბენეფიციარები არიან პაციენტები, რომლებიც დაავადებული არიან იშვიათი დაავადებებით (გაფანტული სკლეროზი, სირინგომელია, მოტონეირონთა დაავადება, ლეიკემია (ლეიკოზი), სისტემური სკლოროდერმია, პარკისონის დაავადება, კუნთთა პროგრესული დისტროფია, აუტოიმუნური ჰეპატიტი) და მუდმივად ან/და სისტემატურად საჭიროებენ ძვირადღირებული მედიკამენტების მიღებას.“.
„1. პროგრამით დაფინანსდებიან ის მოქალაქეები (ოჯახები), რომლებიც ვერ ფინანსდებიან სხვა ჯანდაცვითი და სოციალური პროგრამებით და აქვთ მძიმე ყოფითი პრობლემები.“.
„2. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო განყოფილების შესაბამისი სპეციალისტი დადგენილი წესით არეგისტრირებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტაციათან ერთად.
3. საორგანიზაციო განყოფილება არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში მოქალაქეს აძლევს ინფორმაციას და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში კომისია განცხადებას არ განიხილავს.“.
„3. სამედიცინო დაწესებულებიდან წარდგენილი ანგარიშფაქტურისა და სოციალური კომისიის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე, მერი უფლებამოსილია გასცეს საგარანტიო წერილი. სამედიცინო დაწესებულებაში თანხის ჩარიცხვა მოხდება გაწეული სამედიცინო მომსახურების ანგარიშფაქტურის წარდგენის შემდეგ.“.
|