სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.01.2019
ძალის დაკარგვა 08.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი №
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (14)
| 1 | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის: |
| 2 | სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“: |
| 3 | სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის: |
| 4 | შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირებისათვის: |
| 5 | პირველადი ჯანდაცვის ცენტრების აღჭურვა |
| 6 | დაბა ბაკურიანში, დაბა გუდაურსა და სხვა საკურორტო ზონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრების (EMERGENCY) მშენებლობა და აღჭურვა |
| 7 | ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების (ბედიანის, სურამისა და რუსთავის ცენტრები და შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“) აღჭურვა და სარემონტო სამუშაოების შესყიდვა |
| 8 | ქ. რუსთავში ფსიქიკური ჯანმრთელობის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობისთვის საჭირო მიწის გამოსყიდვა |
| 9 | პროგრამის ადმინისტრირება |
| პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე | პრემიერ - მინისტრი |
| № | კომპონენტის დასახელება |
| 1.1. სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება) | 764.0 |
| 1.2. აღჭურვა სამედიცინო აპარატურითა და ავეჯით, საოფისე ავეჯით, საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით | 8 448.3 |
| 3.2. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანების შესყიდვა | 2 808.0 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №10
2019 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლისა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამა“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ფუნქციონირების ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. პროგრამის კომპონენტები
პროგრამის კომპონენტებია:
ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის:
ა.ა) სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება);
ა.ბ) აღჭურვა სამედიცინო აპარატურითა და ავეჯით, საოფისე ავეჯით, საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით;
ა.გ) სარეზერვო გარე ელექტრომომარაგების ხაზის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა;
ბ) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“:
ბ.ა) ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საიჯარო გადასახადის გადახდა;
ბ.ბ) ფუნქციონირებისათვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვა;
გ) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:
გ.ა) 52 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფში ახალი ოფისების აღჭურვა ავეჯით;
გ.ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანების შესყიდვა;
გ.გ) სპეციალიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანებისათვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვა;
დ) შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირებისათვის:
დ.ა) სამედიცინო აპარატურისა და მოწყობილობების შესყიდვა;
დ.ბ) სარემონტო სამუშაოების შესყიდვა;
ე) პირველადი ჯანდაცვის ცენტრების აღჭურვა;
ვ) დაბა ბაკურიანში, დაბა გუდაურსა და სხვა საკურორტო ზონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრების (EMERGENCY) მშენებლობა და აღჭურვა;
ზ) ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების (ბედიანის, სურამისა და რუსთავის ცენტრები და შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“) აღჭურვა და სარემონტო სამუშაოების შესყიდვა;
თ) ქ. რუსთავში ფსიქიკური ჯანმრთელობის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობისთვის საჭირო მიწის გამოსყიდვა;
ი) პროგრამის ადმინისტრირება.
მუხლი 3🔗. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია
1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ა.ბ“, „ა.გ“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ცხრილის 1.1 პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ ანგარიშებზე მიმართვა;
ბ) თანხის გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად, თანხების გადარიცხვის შესახებ ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება.
4. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებისათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ, მოთხოვნის შესაბამისად.
5. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ უზრუნველყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება.
6. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს თავის მართვაში არსებული შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.
მუხლი 4🔗. პროგრამის განხორციელება
1. ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი: 27 04) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.
2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი.
მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 20 000.0 ათასი ლარით:
№
კომპონენტის დასახელება
ღირებულება (ათასი ლარი)
1
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის:
9 612.3
1.1. სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება)
764.0
1.2. აღჭურვა სამედიცინო აპარატურითა და ავეჯით, საოფისე ავეჯით, საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით
8 448.3
1.3. სარეზერვო გარე ელექტრომომარაგების ხაზის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა
400.0
2
სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“:
1 961.7
2.1. ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საიჯარო გადასახადის გადახდა
461.7
2.2. ფუნქციონირებისათვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვა
1 500.0
3
სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:
3 628.0
3.1. 52 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფში ახალი ოფისების აღჭურვა ავეჯით
260.0
3.2. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანების შესყიდვა
2 808.0
3.3. სპეციალიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანებისათვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვა
560.0
4
შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირებისათვის:
800.0
4.1. სამედიცინო აპარატურისა და მოწყობილობების შესყიდვა
600.0
4.2. სარემონტო სამუშაოების შესყიდვა
200.0
5
პირველადი ჯანდაცვის ცენტრების აღჭურვა
300.0
6
დაბა ბაკურიანში, დაბა გუდაურსა და სხვა საკურორტო ზონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრების (EMERGENCY) მშენებლობა და აღჭურვა
3 000.0
7
ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების (ბედიანის, სურამისა და რუსთავის ცენტრები და შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“) აღჭურვა და სარემონტო სამუშაოების შესყიდვა
600.0
8
ქ. რუსთავში ფსიქიკური ჯანმრთელობის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობისთვის საჭირო მიწის გამოსყიდვა
50.0
9
პროგრამის ადმინისტრირება
48.0
სულ:
20 000.0.