ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.01.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.021033
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/02/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.01.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ ძაბვის გარკვეულ ზღვრებში გამოსაყენებელი ელექტრომოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისათვის“ ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულების დაკისრების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №18
2019 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ1.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის №4025-რს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული „ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმები“.
მუხლი 2🔗
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ელექტროენერგიის ბაზრის 2018 წლის მონაცემების ანალიზის საფუძველზე, უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული თანდართული „ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმების“ გათვალისწინებით კონკრეტული პარამეტრების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარმოდგენა 2019 წლის 15 თებერვლამდე.
2. ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმების ამოქმედების ვადები განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარამეტრების წარმოდგენის შემდეგ, ამასთან, არაუგვიანეს 2019 წლის 1 მაისისა.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
დანართი
ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმები
მუხლი 1🔗
1. ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმები წარმოადგენს იმ მახასიათებლებს, რომელთა განსაზღვრულ პარამეტრებთან შესატყვისობის ან უფრო მაღალი პარამეტრების ქონის შემთხვევაში, მომხმარებელი წარმოადგენს ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებელს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ1ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ექვემდებარება ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად სავალდებულო რეგისტრაციას „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესით.
2. ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები.
მუხლი 2🔗
ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც (ერთდროულად) „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომხმარებელი სავალდებულოდ განისაზღვრება, როგორც ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი, არის:
ა) წლის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობა;
ბ) მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მიღებისათვის გამოყენებული ძაბვის საფეხურ(ებ)ი.