აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 28.01.2019
ძალაში შესვლა 01.02.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010110000.10.003.021028
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/02/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,581 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.01.2019 მიღება
01.02.2019 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დადგენილება №2 დადგენილება - საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დადგენილება 90% 04.09.2018 თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 28.11.2025 დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 04.11.2014 „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს მთავრობის სახელით   (ხელმოწერილია) 87% 21.07.2025 დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ APOSTILLE (Convention de La Haye du 5 octobre 1961) 1. ქვეყანა /Country: საქართველო /Georgia     მოცემული ოფიციალური დოკუმენტი /This public document 2. ხელმოწერილია /has been signed by:--------------------------------- --------- ------------------ ------------------/----------------------------------------------------------------------- --- ----------   3. რომლის თანამდებობაც არის / acting in the capacity of: -------------- ------------------ ----- ----------------/-------------------------------------------------- -- ------------------------------------ ------------------------------------------------------------------ -- ------------------------------------- 4. დამტკიცებულია / bears the seal/stamp of ------------- ----------- ------------------------------ ---------------------------/---------------------------------- ---- --------------------------------------- ---------------------------------------------------------- ---- ------------------------------------------- ბეჭდით / შტამპით დამოწმებული /Certified 5. ადგილი /  at:                              6. თარიღი / the -------------------- 7. დამოწმებულია /by: 8. № ------------- 9. ბეჭდის / შტამპის ადგილი /Seal/stamp   10. ხელმოწერა/ signature 86% 18.08.2016

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №14 2019 წლის 28 იანვარი    ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30​1 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების თანდართული წესი. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 თებერვლიდან.პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება ეს წესი განსაზღვრავს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30​1 მუხლით გათვალისწინებულ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრებ იმ პირთა საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს, რომელთა პირადობის დადასტურება ან საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენა, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემული აქტით/დოკუმენტით. მუხლი 2🔗. განცხადების წარდგენის წესი 1. ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები შესაბამის ორგანოს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას. 2. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისათვის აუცილებელი უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს მატერიალური ფორმით, სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, ასევე ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული დოკუმენტები შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით, დედნის წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია მათი აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრის ან სხვა საშუალებით. დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის გადამოწმების დამადასტურებელი დოკუმენტები მატერიალური ან ელექტრონული ფორმით უნდა დაერთოს შესაბამის საქმისწარმოების მასალებს. 3. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე. სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები (გარდა ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტისა) შეიძლება წარდგენილ იქნეს შესაბამის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ მოქმედი ნოტარიუსების ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად. 4. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად შესაბამის ორგანოებში წარდგენილ ფოტოსურათზე გამოსახული უნდა იყოს პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება შესაბამისი მომსახურება. თუ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ მოიპოვება ფოტოსურათიანი ჩანაწერი ან, ფოტოსურათის არსებობის მიუხედავად, ვერ დგინდება განაცხადზე დართულ ფოტოსურათთან პირის იდენტურობა ხანდაზმულობის ან სხვა მიზეზის გამო, ფოტოსურათზე გამოსახული პირის განაცხადში მითითებული პირის მონაცემებთან იდენტურობა განცხადების მიმღები ორგანოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით შეიძლება წერილობით დაადასტუროს საქართველოს სრულწლოვანმა მოქალაქემ (ფოტოიდენტურობის დადასტურება). 5. თუ არასრულწლოვან პირს არ აქვს ფოტოსურათიანი დოკუმენტი, განცხადებაზე დართულ ფოტოსურათზე გამოსახული პირის ამავე განცხადებაში მითითებული არასრულწლოვანი პირის მონაცემებთან იდენტურობა წერილობით შეიძლება დადასტურდეს განმცხადებლის მიერ. 6. ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებზე განცხადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით. მუხლი 3🔗. განცხადების განხილვა-გადაწყვეტის წესი 1. განცხადება საქართველოს მოქალაქეობის დადგენის მოთხოვნით წარედგინება სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. განცხადებას განიხილავს და კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო. განცხადების ფორმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. საქართველოს მოქალაქეობის დადგენისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს. განმცხადებელს შეუძლია, სააგენტოში თავისი ინიციატივით წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები. 3. განცხადება საქართველოს მოქალაქეობის დადგენის მოთხოვნით სააგენტოს წარედგინება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მცხოვრები, სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის მიერ პირადად ან/და წარმომადგენლის მეშვეობით. განცხადების წარდგენა, განმცხადებლის ინიციატივით, შესაძლებელია საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით. 4. ქმედუუნარო ან/და არასრულწლოვანი პირის საქართველოს მოქალაქეობის დადგენა დასაშვებია მისი მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. მხარდაჭერის მიმღების საქართველოს მოქალაქეობის დადგენა დასაშვებია მხარდამჭერის თანხმობით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 5. საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხებზე განმცხადებელი წარადგენს: ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებულ განცხადებას; ბ) ფოტოსურათს ზომით 3X4; გ) მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს; დ) ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკითხის განხილვისათვის საჭირო სხვა დოკუმენტებს. 6. საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხის განხილვისათვის დაწესებული საფასურის გადახდა დასტურდება საქართველოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითრით, ხოლო საზღვარგარეთ საფასურის გადახდის შემთხვევაში – შესაბამისი ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითრით. 7. ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით და სააგენტოს აქვს შესაძლებლობა, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი. 8. პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და დაბადების თარიღი) შეცვლისას განცხადებას უნდა დაერთოს ამ გარემოებათა დამადასტურებელი დოკუმენტები (სახელის, გვარის გამოცვლის მოწმობა, დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და სხვ.). 9. საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადება მიღებულად ითვლება სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის ელექტრონული მართვის სისტემაში რეგისტრაციის დღიდან. 10. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზებით უზრუნველყოფილ უფლებამოსილ ორგანოში განცხადების წარდგენის დროს განმცხადებელს გადაეცემა სამახსოვრო ბარათი, სადაც, სხვა შესაბამის ინფორმაციასთან ერთად, მითითებული უნდა იყოს დაინტერესებულ პირთან კომუნიკაციის ფორმა. სამახსოვრო ბარათის ფორმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 11. განცხადების განხილვის პროცესში სააგენტო უფლებამოსილია, მიიწვიოს განმცხადებელი და მიიღოს მისგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია და ახსნა-განმარტება. განმცხადებლის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, განცხადება დატოვოს განუხილველად. 12. საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაციის სისწორისა და სანდოობის შესამოწმებლად, ასევე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დადგენაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან (საქართველოს გენერალური პროკურატურისგან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურისგან). სახელმწიფო ორგანოები მიმართვის მიღებიდან 8 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ არ არსებობს საქართველოს მოქალაქეობის დადგენაზე უარის თქმის საფუძვლები და სააგენტო ვალდებულია, საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში. მუხლი 4🔗. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 1. ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებზე განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის კომუნიკაცია შესაძლებელია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით, დადგენილი წესით. 2. დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია დამატებით შეიძლება განხორციელდეს განაცხადში მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად მოქმედი მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის მიმწოდებელი ოპერატორების მეშვეობით შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის ან დოკუმენტის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით. 3. სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მათ შორის, რომელიც გამოცემულია მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით, ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე და ამავე მომენტიდან აითვლება მასთან დაკავშირებული ვადები. 4. სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებად ჩაითვლება ასევე  სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე მისი გამოქვეყნება. ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ სამახსოვრო ბარათზე მითითებული მონაცემების მეშვეობით. 5. ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით სააგენტოს მხრიდან დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს განმცხადებლის ინიციატივით, განაცხადში მითითებული საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით. მუხლი 5🔗. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის დადგენა 1. საქართველოს მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან მოიპოვებენ, მიიჩნევიან: ა) საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული პირი, რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ცხოვრობდა 1991 წლის 21 დეკემბრამდე, არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და რომლის მიმართაც არ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება; ბ) საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე 1991 წლის 21 დეკემბრამდე მცხოვრები პირის შვილი, რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და რომლის მიმართაც არ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხის განსახილველად პირმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს: ა) დაბადების მოწმობა ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს 1991 წლის 21 დეკემბრამდე საქართველოში დაბადების ფაქტს; ბ) დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს 1991 წლის 21 დეკემბრამდე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტს; გ) ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს მისთვის ამ წესით გათვალისწინებულ მოქალაქეობის დადგენის საფუძვლებს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხის განსახილველად პირმა, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს ასევე დაბადების მოწმობა ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ინფორმაციას, რომ ის 1991 წლის 21 დეკემბრამდე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირის შვილია. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხის განხილვისას, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია, წარადგინოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ცნობა ამ ქვეყნის მოქალაქეობის არქონის შესახებ. ეს მოთხოვნა სავალდებულო არ არის იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც ანალოგიურ ცნობებს არ გასცემენ. 5. სააგენტო უფლებამოსილია, სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოდან გამოითხოვოს ინფორმაცია დაინტერესებული პირის მოქალაქეობრივი კუთვნილების შესახებ. მოქალაქეობის დადგენის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში მიიჩნევა, რომ დაინტერესებული პირი არ ფლობს ამ ქვეყნის მოქალაქეობას და იგი მიიჩნევა საქართველოს მოქალაქედ, საწინააღმდეგოს დადგენამდე. მუხლი 6🔗. განცხადების განხილვის ვადები 1. სააგენტო შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მონაწილეობით იხილავს განცხადებას და ამოწმებს მასში მითითებული ინფორმაციის სისწორესა და სანდოობას. სააგენტო განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30​1 მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ ან საქართველოს მოქალაქეობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ. 2. თუ განმცხადებელი აღარ არის დაინტერესებული საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის საკითხით, იგი უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს მისი განცხადების განუხილველად დატოვება. მუხლი 7🔗. საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენაზე უარის თქმის საფუძვლები 1. საქართველოს მოქალაქეობის დადგენაზე პირს შეიძლება უარი ეთქვას, თუ: ა) პირის მიმართ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება; ბ) მან საქართველოს მოქალაქეობის დადგენის მიზნით ყალბი დოკუმენტები წარადგინა; გ) მან შესაბამის განცხადებაში არასწორი მონაცემი მიუთითა ან დამალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. 2. საქართველოს მოქალაქეობის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება დასკვნის სახით, რომელიც დადგენილი წესით ეცნობება განმცხადებელს.