„ტექნიკური რეგლამენტის − „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №17 |
|
2019 წლის 28 იანვარი ქ. თბილისი |
„4. წიაღის უბანზე წიაღით სარგებლობის სამართლებრივი ნორმების დარღვევის, ასევე ბუნებრივი ან ტექნოგენური ფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეული სტიქიური უბედურებების შედეგად სასარგებლო წიაღისეულის საბადოებსა და გამოვლინებებზე შეუქცევადი ბუნებრივი პროცესების განვითარების შემთხვევაში, რამაც გამოიწვია მიწისქვეშა წყლების დაშრეტა ან/და სხვა სასარგებლო წიაღისეულის საბადოებისა და გამოვლინებების გაუვარგისება (მოსპობა), გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენა ხორციელდება გარემოზე მიყენებული ზიანის დამდგენი კომისიის მიერ, რომელიც, კომპეტენციის შესაბამისად, სპეციალურად იქმნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გადაწყვეტილებით.“.
|