1. წინამდებარე ოქმის მხარე სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია განაცხადოს, რომ იგი აღიარებს კომიტეტის კომპეტენციას მიიღოს და განიხილოს შეტყობინებები, რომლებშიც მხარე სახელმწიფო აცხადებს, რომ სხვა მხარე სახელმწიფო არ ასრულებს ვალდებულებებს ნებისმიერი შემდეგი დოკუმენტის მიხედვით, რომელთა მხარეს წარმოადგენს ეს სახელმწიფო:
(ა) კონვენცია;
(ბ) კონვენცის დამატებითი ოქმი, რომელიც ეხება ბავშვებით ვაჭრობას, ბავშვთა პროსტიტუციას და ბავშვთა პორნოგრაფიას;
(გ) კონვენცის დამატებითი ოქმი, რომელიც ეხება ბავშვთა ჩართვას შეიარაღებულ კონფლიქტში.
2. კომიტეტმა არ უნდა მიღოს შეტყობინებები, რომლებიც ეხება მხარე სახელმწიფოს, რომელსაც არ გაუკეთებია ასეთი განცხადება, ან შეტყობინებები მხარე სახელმწიფოსგან, რომელსაც არ გაუკეთებია ასეთი განცხადება.
3. კომიტეტმა ხელმისაწვდომი უნდა გახადოს თავისი კეთილი სამსახური მხარე სახელმწიფოებისთვის, საკითხის მეგობრული მორიგების მიზნით კონვენციით და/ან მისი ფაკულტატური ოქმებით გათვალისწინებული ვალდებულებების პატივისცემის საფუძველზე.
4. მხარე სახელმწიფოები, წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად გაკეთებულ განცხადებას შესანახად აბარებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც გადაუგზავნის მის ასლებს სხვა მხარე სახელმწიფოებს. განცხადების უკან გამოთხოვა შეიძლება ნებისმიერ დროს, გენერალური მდივნისთვის შეტყობინების მეშვეობით. ასეთი გამოთხოვა ხელს არ შეუშლის ნებისმიერი საკითხის განხილვას, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე მუხლის შესაბამისად უკვე გადაცემული შეტყობინების საგანს; არც ერთი მხარე სახელმწიფოსგან არც ერთი შემდგომი შეტყობინების მიღება არ მოხდება წინამდებარე მუხლის შესაბამისად განცხადების გამოთხოვის შესახებ შეტყობინების გენერალური მდივნის მიერ მიღების შემდეგ, იმ შემთხვევის გარდა, თუ მხარე სახელმწიფომ ხელახლა გაკეთა ამგვარი განცხადება.
ნაწილი II
გამოძიების პროცედუ