ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.01.2019
ძალის დაკარგვა 29.01.2020
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.112.016398
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/02/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 24.01.2020
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 11.01.2018
დოკუმენტის ტექსტი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2019 წლის 30 იანვარი
ქ. ლანჩხუთი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №1 დადგენილება (ვებგვერდი 15/01/2018, სარ. კოდი: 190020020.35.112.016337).
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე
დანართი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი
წინამდებარე წესი აწესრიგებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან „სოციალური დაცვის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარებების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს.
მუხლი 1🔗.
ფულადი სოციალური დახმარების სახეები
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაცემას ექვემდებარება შემდეგი ფულადი სოციალური დახმარებები:
ა) მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა; (პროგრამის კოდი 06 02 06);
ბ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 02);
გ) მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 09);
დ) ომის მონაწილე ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარების პროგრამა; (პროგრამის კოდი 06 02 08);
ე) მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 05);
ვ) ცენტრ ,,იავნანას” თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 04);
ზ) ბიკარბონატული ჰემოდიალიზით-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების დაფინანსების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 01);
თ) იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 07);
ი) სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 03);
კ) მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარების პროგრამა; (პროგრამის კოდი 06 02 12);
ლ) ლანჩხუთის რეგიონალური ორგანიზაციის „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ სარეაბილიტაციო თანადაფინანსების პროგრამა ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციები ქალებისათვის (პროგრამის კოდი 06 02 10);
მ) ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 11);
ნ) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 13);
ო) ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 14);
პ) მედიკამენტების შეძენაზე დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 15);
ჟ) შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების პროგრამა. (პროგრამის კოდი 06 02 16).
მუხლი 2🔗.
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყება
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური).
მუხლი 3🔗.
ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა
1.
სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად დაინტერესებული პირი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას დახმარების დანიშვნის ან მიღების თაობაზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
2.
მერიაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად ეგზავნება შესაბამის სამსახურს.
3.
მერიის შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მიღების თაობაზე საკითხის განსახილველად მომზადებასა და გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა პროცედურების განხორციელებას.
4.
მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების პროგრამის ფარგლებში, ა(ა)იპ ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, პროგრამის განხორციელების აუცილებლობას შეისწავლის მერიის შესაბამისი სამსახური და დასკვნას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს.
მუხლი 4🔗.
ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა.
კონკრეტული სოციალური პროგრამიდან დახმარების დასანიშნად ან მისაღებად დაინტერესებულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა – განცხადება, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან საინფორმაციო ბარათი, ცნობა სოციალური სააგენტოდან, რომ არის სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე;
ბ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა – განცხადება, მშობლების პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან საინფორმაციო ბარათი, ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები, მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი, ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიში და სოციალური სააგენტოდან სარეიტინგო ქულის ამონაწერი;
გ) მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა –
განცხადება, ცნობა, რომ ბენეფიციარს არ აქვს საცხოვრებელი ფართი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დასკვნა სახლის მდგომარეობის შესახებ, განმცხადებლის და საცხოვრებელი ფართის მეპატრონის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, განმცხადებლის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან საინფორმაციო ბარათი, ფართის მეპატრონის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ბენეფიციარსა და საცხოვრებელი ფართის მეპატრონეს შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება და საცხოვრებელი ფართის მეპატრონის ბანკის ანგარიში;
დ) ომის მონაწილე ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარების პროგრამა –
განცხადება, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან საინფორმაციო ბარათი, ცნობა სოციალური სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ, ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, გარდაცვალების მოწმობის ასლი, საბანკო ანგარიში;
ე) მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა-მუნიციპალიტეტის მერსა და ა(ა)იპ ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის პრორექტორს შორის გაფორმებული შეთანხმების აქტი; პრორექტორის მიერ თანხის ყოველთვიური მოთხოვნა;
ვ) ცენტრ „იავნანას“ თანადაფინანსების პროგრამა –
კომუნალური ხარჯების, ჰიგიენისა და ყოველდღიური მოხმარების საგნების თანხის კალკულაციის წარმოდგენა;
ზ) ბიკარბონატული ჰემოდიალიზით-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების დაფინანსების პროგრამა –
განცხადება, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100, ბენეფიციარის ან ოჯახის წევრის საბანკო ანგარიში და პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ბენეფიციარის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან საინფორმაციო ბარათი.
თ) იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა-განცხადება, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი და საბანკო ანგარიში;
ი) სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამა –
ბენეფიციარმა ან მისმა ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: განცხადება; სამკურნალო დაწესებულების ანგარიშ-ფაქტურა და კალკულაცია; განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი (სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან საინფორმაციო ბარათი),; ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ(პროგრამით ისარგებლებენ 0-დან 150000 სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარები); ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100, დედანი); ცნობა დაზღვევის ფარგლებში დაფინანსების ოდენობის ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ; ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე, გაწეული სამედიცინო მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ;
შენიშვნა: ისეთ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორიცაა სასწრაფო (გადაუდებელი) სამედიცინო ოპერაციების, სასწრაფო (გადაუდებელი) სამედიცინო კვლევების თანადაფინანსება, ასევე არაპროგრამული რეფერალური მომსახურება უნაღდო ანგარიშსწორებით (ინვოისით წარმოდგენილი ასანაზღაურებელი თანხა არაუმეტეს 400 ლარისა) –
რომელიც არ ჯდება მერიის თანადაფინანსების პროგრამაში, მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით შესაძლებელია განხორციელდეს სარეიტინგო ქულის წარმოდგენის გარეშეც. ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისა და საკრებულოს წევრის შუამდგომლობის საფუძველზე;
კ) მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარების პროგრამა –
განცხადება, ბენეფიციარის ან ოჯახის წევრის საბანკო ანგარიში, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი(სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან საინფორმაციო ბარათი), სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დასკვნა სახლის მდგომარეობის შესახებ, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისა და მაჟორიტარი დეპუტატის(საკრებულოს წევრის) შუამდგომლობა; „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის ამონაწერი; სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული შესაბამისი მიმართვა (ასლი) ან ცნობა; ბენეფიციარის საბანკო ანგარიში. გადაწყვეტილება მიიღება მერის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ;
ლ) ლანჩხუთის რეგიონალური ორგანიზაციის „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ სარეაბილიტაციო თანადაფინანსების პროგრამა ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციები ქალებისათვის-ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ პროგრამებზე გახარჯული თანხის კალკულაციის წარმოდგენა და საბანკო ანგარიში;
მ) ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა დახმარების პროგრამა-განცხადება, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი(სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან საინფორმაციო ბარათი), ბენეფიციარის საბანკო ანგარიში;
ნ) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა-განცხადება, მერის წარმომადგენლისა და მაჟორიტარი დეპუტატის(საკრებულოს წევრის) შუამდგომლობა; გარდაცვალების მოწმობის ასლი, საბანკო ანგარიში;
ო) ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების პროგრამა –
განცხადება, განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი(სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან საინფორმაციო ბარათი), ბენეფიციარის საბანკო ანგარიში, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისა და მაჟორიტარი დეპუტატის(საკრებულოს წევრის) შუამდგომლობა; სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული შესაბამისი მიმართვა ან დასკვნა. მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. გადაწყვეტილება მიიღება მერის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ.
პ) მედიკამენტების შეძენაზე დახმარების პროგრამა –
განცხადება, განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი (სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან საინფორმაციო ბარათი), ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა №IV-100/ა); სამედიცინო დაწესებულების/აფთიაქის მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა; ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ. (ომის ვეტერანები თავისუფლდებიან სარეიტინგო ქულის წარმოდგენისაგან) თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების/აფთიაქის საბანკო ანგარიშზე, წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად. მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. პროგრამით ისარგებლებენ ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65001-დან არ აღემატება 150000-ს.“
;
ჟ) შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების პროგრამა-განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი(სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან საინფორმაციო ბარათი), ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა № IV-100/ა) სამკურნალო დაწესებულების ანგარიშ-ფაქტურა. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად. მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
მუხლი 5🔗.
განცხადებების განხილვა
მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს განიხილავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური და საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში სამსახურის მომზადებული ბრძანების პროექტის საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) გაიცემა სოციალური დახმარებები.
მუხლი 6🔗.
სამსახურის მიერ დასკვნის მომზადება
1.
სამსახური სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
2.
სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას და ამზადებს დასკვნას ბენეფიციართა საქმეში შესაბამისი შესწორებების შეტანის თაობაზე (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა). ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანების დადგენა, სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებით თავშესაფრით უზრუნველყოფა და ა.შ.
3.
სამსახური, ა(ა)იპ ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიასთან ერთად სასწავლო წლის დასაწყისში მოიპოვებს ინფორმაციას სკოლის ფინანსური მდგომარეობის თაობაზე და პროგრამის გაგრძელების შესახებ დასკვნას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს.
მუხლი 7🔗.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
1.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, რომელიც გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.
2.
მერის ბრძანებით განისაზღვრება ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა და ინიშნება სოციალური დახმარება.
3.
მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების პროგრამის შემთხვევაში პროგრამის განხორციელების მიზნით ტრანსპორტირების თანხა სკოლას გადაერიცხება ა(ა)იპ ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის პრორექტორის მოთხოვნის საფუძველზე.
4.
გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია წინამდებარე წესის 1-ლი მუხლის „კ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დახმარების გაცემა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს სამსახურის დასკვნის გარეშეც, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.
მუხლი 8🔗.
ფულადი დახმარების გაცემა
1.
სოციალური დახმარების გაცემა ხდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
2.
მერის ბრძანების ასლი, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა და დანიშნულია სოციალური დახმარება, იგზავნება მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში.
3.
სოციალური დახმარების გაცემას ახდენს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უნაღდო ანგარიშსწორების გზით.