თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.01.2019
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.154.016396
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/02/2019
matsne.gov.ge 854 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წოწკოლაური თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 19.06.2019 ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 26.02.2015 ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 07.05.2018 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 22.12.2017 თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 05.10.2015

დოკუმენტის ტექსტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 2019 წლის 29 იანვარი დაბა თიანეთი თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების  საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა  და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი“ კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების  ნაწილში  დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი წოწკოლაური დანართი №1 თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და  პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე. 2. წესი განსაზღვრავს თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს. მუხლი 2🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების  გადანაწილების ძირითადი პრინციპები 1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე  ასიგნებების გადანაწილება, (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა,) შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით. 2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს  პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. 3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა) და ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტის – ბრძანების შესაბამისად. 4. ერთი პროგრამის ფარგლებში, ქვეპროგრამებს შორის თანხების გადანაწილება განხორციელდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 5. პრიორიტეტის პროგრამებსა და ქვეპროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება განხორციელდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 6. შესაბამისი სამართლებრივი აქტის და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში. 7. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტის – ბრძანების საფუძველზე გამოყოფილი თანხებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება განხორციელდეს ბიუჯეტის მორიგი ცვლილებისას. 9. იმ შემთხვევაში, თუ თიანეთის მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში კვარტალებს შორის ასიგნებების გადანაწილებით არ იცვლება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებით განსაზღვრული ასიგნებების წლიური მოცულობა, კვარტალებს შორის თანხების გადანაწილებას, ახორციელებს (ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით) თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. მუხლი 3🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება  1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები, მიმართავს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერს ასიგნებების გადანაწილების თაობაზე. წარდგენილ მოთხოვნაში  საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოყვანილი უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნებების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე. 2. მოთხოვნა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მერიის შესაბამისი სამსახურისგან წარედგინება წერილობითი სახით, ხოლო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციის შემთხვევაში მერიის შესაბამისი  სამსახურისთვის წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის და ამ სამსახურის წერილობითი რეკომენდაციის საფუძველზე. მათვე ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსისა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე. 3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა მერს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი ან/და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი) ასიგნების გადანაწილების თაობზე. 4. გადანაწილების თაობაზე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მერი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას  ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საბიუჯეტო ორგანიზაციას ეცნობება წერილობით. 5. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილებაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახური, განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით, ახორციელებს ცვლილებას ბიუჯეტში და ელექტრონული ფორმით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში. 6. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ასიგნების გადანაწილების საფუძველს წარმოადგენს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის  სამართლებრივი აქტი – ბრძანება, რომლითაც ზუსტდება ბიუჯეტის სარეზერვო ფონდით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური ასიგნების დაზუსტება და ასიგნების გამოყოფა ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. დანართი №2 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  (შემდგომში – ა(ა)იპ-ი) ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების  ნაწილში შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე. 2. ეს წესი არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობით განხორციელებული ცვლილებების ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში ასახვის, ასევე, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებში ასახვის და  გადანაწილების მექანიზმებს. კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების  ნაწილში. 3. ეს წესი ადგენს მხოლოდ ბიუჯეტის დაზუსტების პროცედურულ საკითხებს, ხოლო ბიუჯეტის დაზუსტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად შესაბამისი იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსთან შეთანხმებით. 4. ა(ა)იპ-ი მოთხოვნას, მისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში  ასიგნებების გადანაწილების თაობაზე ცვლილების შეტანის შესახებ, მერიის შესაბამისი სამსახურისთვის სათანადო არგუმენტაციით და შესაბამისი დასაბუთებით წარდგენილი მოთხოვნით და ამ სამსახურის წერილობითი რეკომენდაციით, წარუდგენს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, რომელიც ხარჯთაღრიცხვის ცვლილების შესაბამისი  ელექტრონული ცნობით, ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში. 5. განხორციელებული ცვლილებები ა(ა)იპ-ებისათვის ხელმისაწვდომი ხდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.