საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შესახებ

მიღების თარიღი 22.11.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №5501
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 165, 25/11/2007
matsne.gov.ge 1,671 სიტყვა · ~8 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPGrotesk;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPAcademi;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; layout-grid-mode:line;} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; letter-spacing:2.75pt; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; letter-spacing:2.5pt;} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc1, li.MsoToc1, div.MsoToc1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:12.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc3, li.MsoToc3, div.MsoToc3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:24.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:.5in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; letter-spacing:5.0pt; font-weight:bold;} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:300.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"SPGrotesk","sans-serif"; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:12.0pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-style:italic;} p.MsoAutoSig, li.MsoAutoSig, div.MsoAutoSig {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line;} p.data, li.data, div.data {mso-style-name:data; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.5pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.prezident, li.prezident, div.prezident {mso-style-name:prezident; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line;} p.kanoni, li.kanoni, div.kanoni {mso-style-name:kanoni; margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.kitxva, li.kitxva, div.kitxva {mso-style-name:kitxva; margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.pasuxi, li.pasuxi, div.pasuxi {mso-style-name:pasuxi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნდობა გამოეცხადოს სამთავრობო პროგრამას ,,საქართველოს მთავრობა დასაქმებისა და კეთილდღეობისათვის“ (თან ერთვის) და მთავრობის შემდეგ შემადგენლობას: საქართველოს პრემიერ-მინისტრი – ვლადიმერ გურგენიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – მაია მიმინოშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბინებრივი რესურსების მინისტრი – დავით ჩანტლაძე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი – გიორგი არველაძე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი – ალექსანდრე ხეთაგური საქართველოს თავდაცვის მინისტრი – დავით კეზერაშვილი საქართველოს იუსტიციის მინისტრი – ეკა ტყეშელაშვილი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი – გიორგი გაბაშვილი საქართველოს ლტოლვითა და განსახლების მინისტრი – კობა სუბელიანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – გელა ბეჟუაშვილი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი – პეტრე ცისკარიშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრი – ნიკა გილაური საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – ივანე მერაბიშვილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით ტყეშელაშვილი საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში – გიორგი ბარამიძე საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში – კახა ბენდუქიძე საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში – ზინაიდა ბესტაევა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში – დავით ბაქრაძე. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  ნ. ბურჯანაძე თბილისი, 2007 წლის 22 ნოემბერი. №5501–IIს საქართველოს მთავრობის პროგრამა ,,საქართველოს მთავრობა დასაქმებისა და კეთილდღეობისათვის“ საქართველო, ნოემბერი, 2007 წელი საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა ააშენოს თავისუფალი, ერთიანი, დემოკრატიული, შეძლებული და სამართლიანი სახელმწიფო. ,,ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით, რაც ახალი ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტად იქცა. ახალი ქართული სახელმწიფო – თანამედროვე განვითარებული კაცობრიობის ნაწილი – იქნება ადამიანის განვითარებისა და საქმიანობის თავისუფლებაზე დაფუძნებული სახელმწიფო – სახელმწიფო პიროვნებისათვის. ახალი ქართული სახელმწიფო – ეს არის: – თავისუფალი საქართველო – ადეკვატური თავდაცვისუნარიანობით; – ერთიანი საქართველო – მისი ყოველი მოქალაქისათვის; – დემოკრატიული საქართველო – გამჭვირვალე სახელმწიფო ინსტუტუტებით, განვითარებული სამოქალაქო საზოგადოებით და სიტყვის თავისუფლებით; – სამართლიანი საქართველო – დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემით; – შეძლებული საქართველო – კერძო საკუთრების დაცულობით და ეკონომიკური თავისუფლებით. ამ მიზნების მიღწევისათვის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებებია: – ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზებით აღდგენა და სამოქალაქო ერთობა; – მდგრადი ეკონომიკური ზრდა და დასაქმებისა და ექსპორტის ხელშეწყობა; – დიალოგის ხელშეწყობა მოსახლეობას, ბიზნესს და ინვესტორებსა და დიასპორას შორის, ქვეყნის განვითარების პრიორიტეტების გარშემო საზოგადოებრივი კონსენსუსის მისაღწევად; – ქმედითი მმართველობის ფორმირება; – ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება; – ნატოში გაწევრება; ევროკავშირთან თანმიმდევრული ინტეგრაცია; სახელმწიფო მიზნების მიღწევის პირობებია, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი სტაბილურობის უზრუნველყოფა და, მეორე მხრივ, რეფორმათა დინამიკის შენარ-ჩუნება და სახელმწიფოს მოდერნიზაცია. საქართველოს მთავრობის ამოცანები: – კერძო სექტორში მეტი სამუშაო ადგილის შექმნის ხელშეწყობა; – მთლიან შიდა პროდუქტში ექსპორტის ხვედრითი წილის ზრდა; დაბალანსებული ან/და პროფიციტული ბიუჯეტის ფორმირება; – გამჭვირვალე და ქმედითი სახელმწიფო მმართველობა და თვითმმართველობა; – ეფექტიანი მართლმსაჯულება; – ადეკვატური თავდაცვისუნარიანობა; – ქმედითი სამართალდაცვის სისტემა; – ენერგოუსაფრთხოება; – გამოთანაბრებული რეგიონალური განვითარება; – მდგრადი და ეფექტიანი ბუნებათსარგებლობა; – ხარისხიანი და კონკრეტული განათლების შესაძლებლობა; – ღია და ტოლერანტული კულტურული გარემო; – დიასპორასთან ორმხრივი კონტაქტების ხელშეწყობა და მისი სრულყოფილი რეინტეგრაცია საზოგადოებაში; – განვითარებულ და მეზობელ ქვეყნებთან საერთაშორისო ეკონომიკური და კულტურული ინტეგრაცია. საქართველოს მთავრობის სამოქმედო პრიორიტეტები სახელმწიფო პოლიტიკა ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის სფერო • ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის თანამიმდევრული განხორციელება; • ინტენსიური დიალოგისა (ID) და გაწევრების სამოქმედო გეგმის (MAP) განხორციელების საფუძველზე ნატოში გაწევრება; • შეიარაღებული ძალების მართვის ოპტიმიზაცია და ბრძოლისუნარიანობის ამაღლება; არმიის რეფორმირება ნატოს სტანდარტების შესაბამისად; შეიარაღე-ბული ძალების სამოქალაქო კონტროლის სისტემის სრულყოფა; პროფესიული შეიარაღებული ძალების ფორმირების დასრულება; • ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის (ENP Action Plan) წარმატებული განხორციელება და ევროკავშირთან ,,ოთხი თავისუფლების“ – ადამიანების, კაპიტალის, საქონლისა და მომსახურების გადაადგილების – ხარისხის გაზრდა; • სამეზობლო არეალში შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონული თანამშრომლობის ეფექტიანობის ზრდა; • დიპლომატიური და საკონსულო ქსელის გაფართოება. სახელმწიფოს ინსტიტუციური მშენებლობა • კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის სამშვიდობო ინიციატივებისა და სამოქმედო გეგმების მიზანმიმართული განხორციელება, მათ შორის: • კონფლიქტების პოლიტიკური გადაწყვეტის პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის როლის გაზრდა; • კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასა და საზოგადოებასთან პირდაპირი დიალოგის გააქტიურება, ნდობის აღდგენისა და რეაბილიტაციისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელება; • ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ეფექტიანობის გაზრდა; • ზემო აფხაზეთის სრული ინფრასტრუქტურული და სოციალური რეინტეგრაცია; • სასამართლოს დამოუკიდებელი, სანდო, მიუკერძოებელი და ოპტიმიზებული სისტემის დამკვიდრების ხელშეწყობა; • სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის რეფორმა საზოგადოებრივი სტაბილურობის, სახელმწიფოს მოდერნიზაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით; • ქმედითი თვითმმართველობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; უფლებამოსილებებისა და ქონების გამიჯნვა; • საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემის განვითარება ფუნქციური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის გაუმჯობესების გზით; საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის გაუმჯობესება; • საზღვრის დაცვის პოლიციური სისტემის განვითარება. სახელმწიფო ადმინისტრირება და რეგულირება სამართლებრივი სფერო • სააღმსრულებლო სისტემის რადიკალური რეფორმა სასამართლო გადაწყვეტილებების დროულად და ეფექტიანად აღსრულების მიზნით; • ერთიანი სამოქალაქო რეესტრის ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა ბაზის ფორმირება; საჯარო რეესტრის სანდოობისა და მომსახურების ხარისხის ზრდა; • პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ინსტიტუციური რეფორმა; პატიმართა უფლებების დაცვის და რესოციალიზაციის ეფექტიანი მექანიზმების შემუშავება; • საკანონმდებლო ბაზის კრიტიკული და სისტემური რევიზია; • სახაზინო ადვოკატის ხელმისაწვდომი და კვალიფიციური ინსტიტუტის ფორმირება. სახელმწიფო მმართველობის სფერო • საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ეფექტიანად შესრულება; • სახელმწიფო მმართველობისა და საჯარო სამსახურის რეფორმირება, კადრების შერჩევის და მოტივაციის სისტემის სრულყოფა ,,მცირე ხელისუფლებისა“ და ,,კარგი მმართველობის“ დანერგვის მიზნით; • სახელმწიფო მმართველობის ორგანოების რეგულარული საჯარო ანგარიშგების, ანგარიშვალდებულებისა და სამოქალაქო კონტროლის მექანიზმების სრულყოფა; • სახელმწიფო ბიუჯეტის საშუალოვადიანი, შედეგზე ორიენტირებული სახარჯო პოლიტიკისა და მექანიზმების დახვეწა, ბიუჯეტის პროფიციტისა და ნაწილობრივ პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე მომავალი თაობების ფონდის ფორმირება. ეკონომიკური თავისუფლება და ინფრასტრუქტურული განვითარება ეკონომიკის ინსტიტუციური დერეგულირება • სალიცენზიო-სანებართვო საკანონმდებლო მოთხოვნათა სრული დანერგვა და ზედამხედველობის სისტემის გამართვა; • სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო სუბიექტებისა და ქონების განსახელმწიფოებრიობის დასრულება; სახელმწიფო ქონების მართვის გამჭვირ-ვალობის ზრდა და კომერციალიზაცია; • მეწარმეობაზე სახელმწიფო რეგულირების ზემოქმედების მინიმალიზება; ,,რეგულირების ზემოქმედების შეფასების“ სისტემის დანერგვა და ინსტიტუციონალიზება; • ბუნებრივი (მათ შორის, სატყეო) რესურსების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვა; ბუნებრივი რესურსების სარგებლობის ფორმების დივერსიფიკაცია მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად; • სასოფლო-სამეურნეო სექტორის რეფორმირება რეგულირებისა და ინტერვენციის შემცირებით; • სოფლის მეურნეობაში რეფორმირება კერძო ინვესტიციების საფუძვლეზე; პროგრამა ,,ასი ახალი საწარმოს“ განხორცილება; სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდისათვის პირობების შექმნა; • სოფლის მეურნეობის პროდუქტებისათვის ალტერნატიული ბაზრების მოპოვების ხელშეწყობა; • საფინანსო სექტორის რეფორმირება საქართველოს თანამედროვე საფინანსო ცენტრად გადასაქცევად; • თავისუფალი ინდუსტრიული და ეკონომიკური ზონების შექმნა; • ბიზნესის წარმოებისათვის საუკეთესო გარემოს უზრუნველყოფა და საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება; • ,,თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებისათვის“ მუშაობა სტრატეგიულ სავაჭრო პარტნიორებთან. ეკონომიკის ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა • ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის კერძო-საჯარო პარტნიორობის გამოყენება; ენერგეტიკული სისტემის მდგრადობისა და უსაფრთხოების უზრუნ-ველყოფა ალტერნატივების გაზრდის მეშვეობით და საერთაშორისო ენერგოსისტემებში ინტეგრაციის უფრო მაღალი ხარისხით; • რეგიონალური განვითარება საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის ინტენსიური რეაბილიტაციისა და განვითარების გზით; • ტრანსპორტის ყველა სახეობისათვის ,,ღია პოლიტიკის“ განხორციელება მობილურობის, საერთაშორისო ინტეგრაციისა და სატრანზიტო მიმზიდველობის უზრუნველსაყოფად; • წყლის რესურსების სააუზო მართვის სისტემის დანერგვა; • სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაცია და კომერციალიზაცია; • სასურსათო უვნებლობის ერთიანი სისტემის სრულყოფა; ქვეყნის ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის ზრდა. პიროვნების განვითარება სოციალური დაცვის სფერო • სოციალური დახმარების ინტეგრირებული, სიღატაკის აღმოფხვრაზე ორიენტირებული სისტემის ფორმირება; • მიზნობრივი ჯგუფებისათვის (ღარიბები და ხნიერები) სამედიცინო დაზღვევის ვაუჩერული სისტემის განვითარება; • ხანდაზმულ ასაკში სიღარიბისაგან მიზნობრივი დაცვის სისტემის ფორმირება; • ჯანდაცვის სისტემის მომხმარებელზე ორიენტირებული, კერძო საკუთრებაზე დამყარებული და სადაზღვევო პრინციპებს მორგებული ინსტიტუციური რეფორმა; ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის – ,,ასი ახალი საავადმყოფოს“ პირველი ეტაპის დასრულება და შემდგომი ეტაპების თანამიმდევრული განხორცილება; • ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარებისათვის საჯარო-კერძო პარტნიორობის პროგრამის განხორციელება პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეაბილიტაციისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. განათლება და კულტურა • კერძო-სახელმწიფო პარტნიორობა განათლების, კულტურისა და სპორტის ახალი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად და არასახელმწიფო სექტორის როლის ზრდა; • უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაცია; ქ. თბილისში ,,ცოდნის ქალაქის“ ფორმირება; • სამეცნიერო კვლევების დაფინანსების საგრანტო-კონკურენტული სისტემის სრულყოფა; • განათლებისა და მეცნიერების სისტემის საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით სივრცესთან ინსიტუციური და პროგრამული თავსებადობის ხელშეწყობა; • ახალი საგანმანათლებლო და კვლევითი ინფრასტრუქტურის შექმნა, მათ შორის კერძო-სახელმწიფო პარტნიორობის საფუძველზე; • ეკონომიკის ახალ მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემის ფორმირება; კერძო-საჯარო პარტნიორობა პროფესიული გადამზადების გზით ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წახალისება; • ძეგლთა რესტავრაცია და პრევენციული კონსერვაცია.