„ვანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №127 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 |
|
2019 წლის 31 იანვარი ქ. ვანი |
1. დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დამტკიცდეს „მეორე მსოფლიო ომის, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეებისა და 1989 წლის 9 აპრილს დაზარალებულთა დახმარების პროგრამა ( დანართი №10).“
2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:
„მუხლი 161
ამ დადგენილების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.“
3. დადგენილებით დამტკიცებულ ყველა დანართში შეიცვალოს პირველი პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროგრამის დაფინანსების წყარო:
ვანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი.“ю
4. დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული დანართის – „ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამა“ – მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დახმარების მიღების აუცილებელი პირობა:
ა) სავალდებულოა ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი ახალშობილის დაბადებამდე არაუგვიანეს 180-ე დღიდან განცხადების შემოტანამდე უწყვეტად იყოს რეგისტრირებული და ფაქტობრივად ცხოვრობდეს ვანის მუნიციპალიტეტში.“.
5. დადგენილების მე-5 მუხლით დამტკიცებული დანართის – „სამედიცინო დახმარების პროგრამა“ – მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. დახმარების მოცულობის განსაზღვრა:
7.1 დახმარების მოცულობა განისაზღვრება პაციენტის კატეგორიის მიხედვით.
7.2 პირველ კატეგორიაში შედიან:
ა) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 1-დან 70000 -ის ჩათვლით;
ბ) 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 1-დან 100000-ის ჩათვლით;
გ) 18 წლამდე ასაკის შშმ პირები.
7.3 მეორე კატეგორიაში შედიან:
ა) ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნე) დაავადების მქონე პირები;
ბ) გულის დაავადებათა მქონე პაციენტები;
გ) C ქრონიკული ჰეპატიტით და ღვიძლის ციროზით დაავადებული პირები.
7.4 მესამე კატეგორიაში შედის დახმარების მიმღები ყველა სხვა მოქალაქე.
7.5 პირველ კატეგორიაში შემავალ მოქალაქეებს აუნაზღაურდებათ სამედიცინო დაწესებულებაში მათ მიერ გადასახდელი თანხის 100%, თუ გადასახდელი თანხის ოდენობა არ აღემატება 500 (ხუთას) ლარს. თუ გადასახდელი თანხის ოდენობა აღემატება 500 (ხუთას) ლარს, მოქალაქეს აუნაზღაურდება 500 (ხუთას) ლარს დამატებული 500 (ხუთას) ლარს ზევით არსებული თანხის 50 %, მაგრამ არაუმეტეს 750 (შვიდასორმოცდაათი) ლარისა. მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს წლის განმავლობაში არაერთჯერადად, ლიმიტით გათვალისწინებული თანხის ამოწურვამდე. ამ კატეგორიაში შემავალ მოქალაქეებზე არ ვრცელდება მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მათთვის ორსულობის, საკეისრო კვეთის ან ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს დახმარების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 200 (ორასი) ლარით.
7.6 მეორე კატეგორიაში შემავალ მოქალაქეებს, თუ ისინი გადიან მკურნალობის კურსს 7.3 ქვეპუნქტით განსაზღვრული დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, აუნაზღაურდებათ სამედიცინო დაწესებულებაში მათ მიერ გადასახდელი თანხის 100%, თუ გადასახდელი თანხის ოდენობა არ აღემატება 500 (ხუთას) ლარს. თუ გადასახდელი თანხის ოდენობა აღემატება 500 (ხუთას) ლარს, მოქალაქეს აუნაზღაურდება 500 (ხუთას) ლარს დამატებული 500 (ხუთას) ლარს ზევით არსებული თანხის 50 %, მაგრამ არაუმეტეს 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარისა. მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს წლის განმავლობაში არაერთჯერადად, ლიმიტით გათვალისწინებული თანხის ამოწურვამდე. თუ მოქალაქეს ჭირდება სამედიცინო დაწესებულების მომსახურება 7.3 ქვეპუნქტში არშემავალი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, მათ დამატებით შეუძლიათ ერთჯერადად ისარგებლონ დაფინანსებით, მესამე კატეგორიის მოქალაქეებისთვის დადგენილი წესით, იმის გათვალისწინებით, რომ მოქალაქის წლიური დაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს 750 (შვიდას ორმოცდაათ) ლარს.
7.7 მესამე კატეგორიის მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება პაციენტის გადასახდელი თანხის 50%-ით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. ამ კატეგორიის მოქალაქეები პროგრამით ისარგებლებენ წელიწადში ერთხელ და მათთვის პროგრამა არ ითვალისწინებს 200 (ორას) ლარზე ნაკლები ღირებულების სამედიცინო მომსახურების თანხის დაფინანსებას.“.
|