კერძო საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხელშემწყობი დამატებითი ღონისძიებების შესახებ

მიღების თარიღი 22.11.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №5489
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 167, 27/11/2007
matsne.gov.ge 370 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

კერძო საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხელშემწყობი დამატებითი ღონისძიებების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPAcademi;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პარლამენტის დადგენილება კერძო საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხელშემწყობი დამატებითი ღონისძიებების შესახებ ქვეყნის საშინაო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში შეწყვიტონ საკუთრების უფლების ან საკუთრების შეძენის საფუძვლის გაუქმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იმ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან მიმართებით, რომელზედაც საკუთრების შეძენა განხორციელდა ან საკუთრების შეძენის საფუძველი წარმოიშვა სამართლებრივი აქტით ან გარიგებით „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. 2. შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის პრინციპზე დაყრდნობით, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მიიღონ გადაწყვეტილება საკუთრების უფლების ან საკუთრების შეძენის საფუძვლის გაუქმების შესახებ სასამართლო დავის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე იმ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან მიმართებით, რომელზედაც საკუთრების შეძენა განხორციელდა ან საკუთრების შეძენის საფუძველი წარმოიშვა სამართლებრივი აქტით ან გარიგებით „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. 3. საგამოძიებო ორგანოებმა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში კანონის შესაბამისად მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთრების (საკუთრების შეძენის საფუძვლის) განკარგვის მართლზომიერების დასადგენად სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების შეწყვეტის თაობაზე იმ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან მიმართებით, რომელზედაც საკუთრების შეძენა განხორციელდა ან საკუთრების შეძენის საფუძველი წარმოიშვა სამართლებრივი აქტით ან გარიგებით „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. 4. შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და საგამოძიებო ორგანოებმა 2007 წლის 22 დეკემბრამდე წარმოუდგინონ საქართველოს პარლამენტს ინფორმაცია ამ დადგენილების პირველი–მე-3 პუნქტების შესრულების მდგომარეობის თაობაზე. 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი თბილისი, 2007 წლის 22 ნოემბერი. №5489–IIს