ამონაწერი სს „ავტოფირმა N6“-ის სასამართლო სხდომის ოქმიდან დამოუკიდებელი ექსპერტის დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
დამოუკიდებელი ექსპერტის დანიშვნის შესახებ
(ამონაწერი სასამართლო სხდომის ოქმიდან)
2019 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
მოსამართლე – ვერა დობორჯგინიძე
სხდომის მდივანი – გვანცა ტურაშვილი
წარმომადგენელი: მონიკა რუხაძე
დაინტერესებული პირები: შპს აუდიტორული ფირმა „ლადი აუდიტის“ უფლებამონაცვლეები ლუდმილა ლომია და მერაბ ლომია, ნარგიზ მაქაცარია, ალექსანდრე აგაჯანოვი, ჟუჟუნა ბეგლარაშვილი, დავით ბიბილაშვილი, ვახტანგ ბიღოიძე, მამუკა ბუჟაიძე, გურამ გაბათაშვილი, მანანა გავრილოვა, ნიკოლოზ გალდინოვი, გიორგი გოგიბერიძე, ტარიელ გულვერდაშვილი, გიორგი დავითაშვილი, ელგუჯა ელისაშვილი, გიორგი ეპიტაშვილი, რამაზ ეპიტაშვილი, პეტრე თედიაშვილი, ვლადიმერ კურატაშვილი, ედიშერ მაისურაძე, რამაზ მელაძე, ვიოლეტა მურადოვა, სუსანა მურადოვა, დავით მუხიაშვილი, ნოდარ მუხიაშვილი, თენგიზ ნარიმანიძე, აკაკი ნიკოლაიშვილი, სერგო ნოროიანი, ზაზა ოსიაშვილი, ზაურ ოქრიაშვილი, ზაქარია ოშაყმაშვილი, ავეტიკ პეტროსიანი, ივანე პეტუხოვი, ვალიკო ჟიჟიაშვილი, ივანე საიაპინი, მანია სანამიანი, ნიკოლოზ საყივრიშვილი, რაფიკ სიმონიანი, თეიმურაზ სტეფანიშვილი, ალექსი სტრელნიკოვი, გურამ სულხანიშვილი, ვლადიმერ სუროვი, თენგიზ ტეტუნაშვილი, ომარ ტრდატიანი, სოფიო ფაჯიშვილი, ვლადიმერ ქურხული, გიორგი ყარყარაშვილი, ვასილ ყარყარაშვილი, პავლე შერბაკოვი, ვასილ შპეტიშვილი, თამაზ ცოფურაშვილი, გივი ძიძიკაშვილი, ვასილ წიკლაური, ჟორა ხაჩატუროვი, მალხაზ ხოსიაური, გელა ხუბაშვილი, ჯუმბერ ხუციშვილი, ტიტე ჯიქია
მოთხოვნა: აქციათა სავალდებულო მიყიდვა
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა აქციათა სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით დამოუკიდებელი ექსპერტიზის დანიშვნის საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 30 ოქტომბერს განცხადებით მომართა ნატალია ბახტურიძემ და სს „ავტოფირმა N6“-ის აქციათა სავალდებულო მიყიდვა მოითხოვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30912 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით სასამართლო ნიშნავს დამოუკიდებელ ექსპერტს ან საბროკერო კომპანიას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამოუკიდებელმა ექსპერტმა ან საბროკერო კომპანიამ უნდა შეადგინოს გამოსყიდვის ანგარიში, რომელშიც მითითებული იქნება გამოსყიდვის დოკუმენტურად დადასტურებული გარემოებები, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დასადგენად გამოყენებული მეთოდი და ამის საფუძველზე განსაზღვრული აქციათა ფასი. დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის ხარჯებს ანაზღაურებს მყიდველი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის შერჩევის დროს სასამართლო უფლებამოსილია გაითვალისწინოს მხარეთა მოსაზრებები. მხარეებს უფლება აქვთ, შესთავაზონ სასამართლოს დასანიშნი პირის კანდიდატურები. საბოლოოდ საკითხს იმის შესახებ, თუ ვის მიენდოს გამოსყიდვის ანგარიშის შედგენა, წყვეტს სასამართლო. მხარეებს უფლება აქვთ, აცილება მისცენ დამოუკიდებელ ექსპერტს ან საბროკერო კომპანიას ამ კოდექსის 35-ე მუხლით დადგენილი საფუძვლით.
2019 წლის 30 იანვარს სასამართლო სხდომაზე, განმცხადებელს სასამართლოსთვის აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით დასანიშნი დამოუკიდებელი ექსპერტისა ან საბროკერო კომპანიის კანდიდატურა არ შეუთავაზებია.
სასამართლომ მიიჩნია, რომ აქციათა სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით, აქციათა შემფასებელ ექსპერტად უნდა დაინიშნოს დამოუკიდებელი და ნეიტრალური ექსპერტი. სასამართლომ დაადგინა, რომ აქციათა სამართლიანი ფასის დადგენა უნდა დაევალოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, რასაც დაეთანხმა განმცხადებელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელშიც უნდა აღინიშნოს, თუ რა საკითხებზეა საჭირო ექსპერტის დასკვნა, ვინ დაინიშნა ექსპერტად და რა მასალები წარედგინა ექსპერტს გამოსაკვლევად.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30912, 284-285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. სს „ავტოფირმა N6“-ის აქციათა ფასის დადგენა დაევალოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს.
2. განემარტოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომ აქციათა შემფასებელმა ექსპერტმა უნდა შეადგინოს გამოსყიდვის ანგარიში, რომელშიც მითითებული იქნება გამოსყიდვის დაკუმენტურად დადასტურებული გარემოებები, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დასადგენად გამოყენებული მეთოდი და ამის საფუძველზე განსაზღვრული აქციათა ფასი.
3. ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტს განემარტოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემით, ექსპერტის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგივე ქმედება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
4. ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტს განემარტოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებული ექსპერტის უფლებები და მოვალეობები – ექსპერტად დანიშნული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში გამოძახებისთანავე და მისცეს ობიექტური დასკვნა მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტს უფლება აქვს უარი თქვას დასკვნის მიცემაზე, თუ მისთვის გადაცემული მასალები საკმარისი არ არის, ან თუ მას არა აქვს სათანადო ცოდნა დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად. ექსპერტი მოვალეა აღნიშნული საფუძვლებით დასკვნის მიცემაზე უარი დაწვრილებით დაასაბუთოს. თუ ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტი გამოარკვევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთ გარემოებებს, რომელთა შესახებაც მას კითხვები არ ჰქონდა დასმული, ექსპერტს უფლება აქვს დასკვნაში მიუთითოს ამ გარემოებებზე. ექსპერტიზასთან დაკავშირებული გარემოებების გამოსარკვევად ექსპერტს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, დაუსვას მხარეებსა და მოწმეებს შეკითხვები, მიიღოს მონაწილეობა მტკიცებულებათა დათვალიერებასა და შემოწმებაში, აგრეთვე სთხოვოს სასამართლოს მისთვის დამატებითი მასალების წარდგენა.
5. მხარეებს ევალებათ ექსპერტის ყველა იმ მითითების შესრულება, რაც აუცილებელია ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარებისათვის. ამასთან, მხარეებს განემარტოთ, რომ თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ შეასრულებს ექსპერტის მითითებას ან სხვაგვარად შეუშლის ხელს ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად.
6. სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს აქციათა ფასის დადგენის მიზნით გადაეგზავნოს სამოქალაქო საქმე №2/31699-18 2 (ორ) ტომად.
7. ექსპერტის მიერ აქციათა შეფასების ხარჯის ანაზღაურება დაეკისროს ნატალია ბახტურიძეს.
8. განჩინება გამოქვეყნდეს საკანონმდებლო მაცნეში.
9. განჩინება ცალკე არ საჩივრდება.
მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე