შპს „ხურვალეთის მეთესლეობის საწარმოს“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/8999-2015
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/02/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/8999- 2015

განჩინება

საქართველოს სახელით

 გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

2018 წლის 29 ნოემბერი

. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, მარი კირვალიძის მდივნობით, შპს.„ხურვალეთის მეთესლეობის საწარმოს“ კრედიტორთა კრებაზე განიხილა შპს „ხურვალეთის მეთესლეობის საწარმოს“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი
გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 მაისის განჩინებით შპს „ხურვალეთის მეთესლეობის საწარმოს“ განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.

2015 წლის 24 ივნისს შპს ,,ხურვალეთის მეთესლეობის საწარმოს კრედიტორთა კრებაზე განხილული იქნა კრედიტორის - სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის“ მოთხოვნა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 02 ივლისის საოქმო განჩინებით შპს ,,ხურვალეთის მეთესლეობის საწარმო“-ს მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.

2018 წლის 5 ნოემბერს შპს ,,ხურვალეთის მეთესლეობის საწარმო“-ს გაკოტრების მმართველმა – სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საბოლოო ანგარიშით მომართა სასამართლოს და მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება.

 დადგენილია, რომ საწარმოს ერთადერთ კრედიტორს, სსიპ შემოსავლების სამსახურს 2018 წლის 1 ნოემბერს გაკოტრების მმართველის მიერ გაეგზავნა შპს ,,ხურვალეთის მეთესლეობის საწარმო“-ს მიმართ შედგენილი საბოლოო ანგარიში, ხოლო 2018 წლის 14 ნოემბერს _ მიმართვა კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ. სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის ცნობილია გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიში და კრედიტორთა კრების თარიღი, კრედიტორი არ გამოცხადდა კრებაზე და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.

 სასამართლომ შეისწავლა მოვალის გაკოტრების ანგარიში, მოისმინა გაკოტრების მმართველის პოზიცია, მიაჩნია, რომ შპს ,,ხურვალეთის მეთესლეობის საწარმო“-ს მიმართ უნდა დასრულდეს გაკოტრების საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილი საბოლო ანგარიშით და თანდართული დოკუმენტებით დადგენილია, რომ 2015 წლის 03 აგვისტოს დასრულებულ აუქციონზე მოვალის ქონების შემძენი გახდა ზურაბ კოხტაშვილი, რომლის გადახდილმა თანხამ ჯამში შეადგინა 8 814 ლარი, საიდანაც დღგ-ს სახით გადარიცხული იქნა 1344 ლარი და 51 თეთრი. შესაბამისად, სამეურვეო ქონების რეალიზაციით შემოსულმა თანხამ შეადგინა 7 469 ლარი და 49 თეთრი. აღნიშნული თანხა ნაწილდება საქართველოს იუსიტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის #144 ბრძანების შესაბამისად, მეურვის და გაკოტრების მმართველის ფუნქციების განხორციელების საფასურის სახით.

ამდენად, დადგენილია, რომ შპს ,,ხურვალეთის მეთესლეობის საწარმო“-ს სამეურვეო ქონება რეალიზებულია, ქონება მოვალეს არ აქვს, გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილია საბოლოო ანგარიში და აღნიშნული გარემოება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნტის შესაბამისად გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და სამეწარმეო რეესტრში საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

 სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 38-42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 დაადგინა:

1. დასრულდეს შპს ,,ხურვალეთის მეთესლეობის საწარმოს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება და გაუქმდეს შპს „ხურვალეთის მეთესლეობის საწარმო“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი: 217887883) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩნება გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა შპს ,,ხურვალეთის მეთესლეობის საწარმოს“ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განჩინების ასლის გადაცემიდან ან გაცნობიდან 5(ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებს განჩინების აღსრულებას.

 მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი.