შპს „ეკო ბილდ ჯორჯიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/31878-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/02/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/31878-18    

                                               

საოქმო განჩინება

 

(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

2019 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე

 

კრების მდივანი: თეკლა გრიგალაშვილი

1. მეურვე: სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი: ქრისტინე კუბლაშვილი

2. მოვალე – შპს ,,ეკო ბილდ ჯორჯია”.

წარმომადგენელი – რევაზ აბესაძე.

3. კრედიტორი (განმცხადებელი) – სს ,,ანნაკორი’’.

წარმომადგენელი – ნათელა პატარქალიშვილი, ნინო დოლაბერიძე, მედეა ქვათაძე.

3. კრედიტორი (განმცხადებელი) – შპს ,,სტარტაპ საქართველო’’.

წარმომადგენელი – დავით ბასილაია, გიორგი ლომიძე.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ეკო ბილდ ჯორჯია“-ს კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2019 წლის 6 თებერვალს, 15:00 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით:

ა) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება; კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა, მომრიგებელი საბჭოს არჩევა; მეურვის დასკვნის განხილვა მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, აგრეთვე ამ ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ საკითხის განხილვა.

2. კრედიტორთა კრება შედგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში (ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, სხდომის დარბაზი №51).

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის., დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

     

კრების თავმჯდომარე                       გენადი მაკარიძე

კრების მდივანი                          თეკლა გრიგალაშვილი