საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.02.2019
ძალის დაკარგვა 23.12.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №13/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.022.017637
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/02/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,740 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.02.2019 მიღება
23.12.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №13/ნ 2019 წლის 12 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და  „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვისა  და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვისა  და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 დეპარტამენტი არის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პირველადი სტრუქტურული ერთეული. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 4🔗 დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე. ზედამხედველი მინისტრის მოადგილე დეპარტამენტს უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი II დეპარტამენტის კომპეტენცია და სტრუქტურა მუხლი 5🔗 დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) სამინისტროს ფულადი სახსრებისა და მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება; სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლი ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციისა და წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული პროგრამული კლასიფიკაციის მოთხოვნების დაცვით; გ) ეკონომიკური მოვლენების აღრიცხვა ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით; დ) მომუშავეთა შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლების, ასევე  იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორებათა სრული და დროული აღრიცხვა, ანგარიშსწორება და კონტროლი; ე) ოპერაციული ინფორმაციის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენა და შესაბამის უწყებებში წარდგენაზე კონტროლი; ვ) სამინისტროს სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგების ფორმების (ბალანსის) მიღება, სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების (ბალანსის) შედგენა და დანიშნულებისამებრ წარდგენის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მონაცემების უტყუარობის უზრუნველყოფის მიზნით ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, ფინანსური ინვენტარიზაციის ოქმების შედგენა, ხელმძღვანელობისათვის წარდგენა და შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილების აღრიცხვაში ასახვა; თ) შემოსავლების სამსახურში ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების დარიცხვის შესახებ კონსოლიდირებული ინფორმაციის დამუშავება და დეკლარირება. ფიზიკურ პირებზე „განაცემთა შესახებ“ ინფორმაციის დამუშავება და დეკლარირება; ი) სამინისტროს სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება; კ) სამინისტროსათვის სხვადასხვა ფორმით მიღებული (გაცემული) და/ან სამინისტროს სისტემიდან მიღებული (გაცემული) აქტივების სათანადო პირველადი დოკუმენტაციის მომზადება, აღრიცხვა, დასაწყობება და მოთხოვნების შესაბამისად გაცემა/განაწილებაზე კონტროლი; ლ) სამინისტროს გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განსაზღვრა და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; მ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და ავტომეურნეობის საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალებით უზრუნველყოფის ორგანიზება, კონტროლი; ნ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობათა მოვლა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ო) სამინისტროში მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და სხვა ქონების სწორად ხარჯვასა და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება; პ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების  არაფინანსური ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით; ინვენტარიზაციის ოქმების შედგენა, ხელმძღვანელობისათვის წარდგენა და შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილების აღრიცხვაში ასახვაზე კონტროლი; ჟ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ღონისძიებების/პროექტების რეალიზებაზე (ინფრასტრუქტურული პროგრამის კაპიტალური პროექტების გარდა) გაწეული ხარჯების  ფინანსური დოკუმენტაციის ანალიზი; რ)  ღონისძიებების/პროექტების წარმოდგენილი ფინანსური დოკუმენტაციის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ფინანსურ პირობებთან შესაბამისობაზე ფინანსური მიღება-ჩაბარების აქტის მომზადება ანგარიშსწორების მიზნით; ს) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ტ) დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 6🔗 დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო; ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, საჯარო მოსამსახურეები და დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციები მუხლი 7🔗 1. ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ კომპეტენციათა შესრულების მიზნით დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) დეპარტამენტის უფროსი; ბ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; გ) სამმართველოს უფროსი; დ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ე) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ვ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ზ) მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი. 2. დეპარტამენტში დამხმარე ან არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად შეიძლება მიღებულ იქნეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. 3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით. 5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 8🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი . 2. დეპარტამენტს უფროსი ანგარიშვალდებულია ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე . 3. დეპარტამენტის უფროსი : ა ) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას ; ბ ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას ; გ ) ზედამხედველობას და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სამმართველოების მუშაობას ; დ ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სამმართველოებსა და დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის , აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს ; ე ) ზედამხედველობს და აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას ; ვ ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების , მითითებების , დავალებების , მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების დავალებების შესრულებას დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ ; ზ ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვას სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად ; თ ) წარუდგენს მინისტრს და ზედამხედველი მინისტრის მოადგილეს წლიურ ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველი წლის ბოლოს . ასევე , პერიოდულ ანგარიშებს – მათი მოთხოვნისამებრ ; ი ) ასრულებს მინისტრის , მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების  ცალკეულ დავალებებს ; კ ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს . 4. დეპარტამენტის უფროსის მივლინებაში , შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში , დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის /უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის ერთ -ერთი მოადგილე ან ერთ -ერთი სამმართველოს უფროსი . 5. დეპარტამენტის უფროსის მიერ , ამ მუხლის მე -4 პუნქტით გათვალისწინებული მიზეზის გარდა , დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულების  შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე დეპარტამენტის უფროსის ერთ -ერთი მოადგილე კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას , ასევე ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს . 6. დეპარტამენტის უფროსის , დეპარტამენტის  უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის /უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ -ერთი საჯარო მოსამსახურე . მუხლი 9🔗 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები: ა) ხელს უწყობენ დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობენ დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების   შესრულებას; გ) ასრულებენ მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს; დ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მათთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებული არიან დეპარტამენტის უფროსის, ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მივლინებაში , შვებულებაში , საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ფუნქციას ასრულებს მინისტრის /უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ -ერთი სამმართველოს უფროსი ან დეპარტამენტის ერთ -ერთი საჯარო მოსამსახურე . მუხლი 10🔗 1. საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო: ა)  ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზებას; ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეთა ხელფასების დარიცხვას და გაცემას; გ) უზრუნველყოფს ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებას, აღრიცხვას, ანგარიშგებას; დ) მონაწილეობს ინვენტარიზაციის ჩატარებაში და ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვაში ინვენტარიზაციის შედეგების ასახვას; ე) აწესებს კონტროლს სალაროს მუშაობაზე; ვ) უზრუნველყოფს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას და ფინანსური ანგარიშგების მომზადებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად – სამინისტროს სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და  სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან საბუღალტრო ანგარიშგების ფორმების (ბალანსის) მიღებას,  სამინისტროს ნაერთი საბუღალტრო ანგარიშგების (ბალანსის) შედგენასა და დანიშნულებისამებრ წარდგენას; ზ) ახორციელებს არაფინანსური აქტივების, გრძელვადიანი და მცირეფასიანი მატერიალური მარაგების აღრიცხვას; თ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. საბუღალტრო სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 3. საბუღალტრო სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ ფინანსურ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; დ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას; ე) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას  ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე. 5. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. 6. საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 11🔗 1. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო: ა) უზრუნველყოფს სამინისტროს აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვასა და ინვენტარიზაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით: ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობასა და საყოფაცხოვრებო მომსახურების კონტროლს; გ) კოორდინაციას  უწევს სამინისტროს  ადმინისტრაციული  შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების, ასევე, მასთან დაკავშირებული  საპროექტო სამუშაოების ორგანიზებასა და ზედამხედველობას;  დ)     წლიური      სახელმწიფო     შესყიდვის     გეგმის     შედგენის    მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნის საფუძველზე, განსაზღვრავს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წლიური მოთხოვნების სავარაუდო მოცულობებს და მიღებულ მონაცემებს წარუდგენს ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს; ე) უზრუნველყოფს სამინისტროს  აპარატის ბალანსზე  რიცხული   ავტოსატრანსპორტო  საშუალებების ტექნიკურად გამართულ მუშაობას; ვ) ახორციელებს საწვავითა და სატელეფონო მომსახურებით სამინისტროს აპარატის   უზრუნველყოფას დადგენილი ლიმიტების ფარგლებში; ზ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ   სახელშეკრულებო           ვალდებულებათა ზედამხედველობასა და კონტროლს კანონმდებლობით დადგენილი წესით;  თ) უზრუნველყოფს სამინისტროს აპარატის მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღებას, აღრიცხვასა და დასაწყობებას, ასევე, მოთხოვნის შესაბამისად მატერიალურ ფასეულობათა გაცემას;  ი)  უზრუნველყოფს   სამინისტროს  აპარატის  მიერ  შესყიდული  საქონლის, მომსახურებისა  და  სამუშაოების მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის წარმოებას; კ) მონაწილეობს ინვენტარიზაციის პროცესში; ლ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 3. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს ორგანიზებულ მუშაობას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; დ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნასა და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას; ე) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე. 5. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. 6. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.