საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.02.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №12/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.022.017636
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/02/2019
matsne.gov.ge 2,365 სიტყვა · ~12 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 25.05.2022 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 18.09.2025 საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 95% 19.05.2021 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 02.09.2014 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 29.09.2025

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №12/ნ 2019 წლის 12 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და  „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N468 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის თანდართული დებულება.  მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის  დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 დეპარტამენტი არის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პირველადი სტრუქტურული ერთეული. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 4🔗 დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე. ზედამხედველი მინისტრის მოადგილე დეპარტამენტს უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი II დეპარტამენტის კომპეტენცია და სტრუქტურა მუხლი 5🔗 დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა, კოორდინაცია და ანგარიშგება; ბ) ახალგაზრდობის სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა,  სისტემატიზაცია და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა; გ) ახალგაზრდობის სფეროს, ახალგაზრდული საქმიანობის და არაფორმალური განათლების განვითარების ხელშეწყობა; დ) ახალგაზრდობის სფეროს მუშაკის კვალიფიკაციის და სერტიფიცირების წესის განსაზღვრასა და  პროფესიული სტანდარტის  შემუშავებაში მონაწილეობა; ე) საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობა; ვ) მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის და მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა; ზ) ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სხვა დაინტერესებული მხარეების ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაში მონაწილეობის ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავებისა და განვითარების მიზნით, შესაბამისი პროგრამების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; თ) ახალგაზრდული სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა კვლევითი საქმიანობის განხორციელება, არსებული სტატისტიკურ-ანალიტიკური მასალის მოძიება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ი) ახალგაზრდულ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე სახელმძღვანელო დოკუმენტების და სასწავლო-მეთოდოლოგიური ტრენინგ-მოდულების შემუშავებაში მონაწილეობა; კ) ახალგაზრდული საქმიანობის საკვანძო კომპეტენციების ჩარჩოს  განსაზღვრა, რომლებიც ახალგაზრდებს ახალგაზრდული საქმიანობის შედეგად უნდა განუვითარდეთ; ლ) ახალგაზრდებში ახალგაზრდული საქმიანობის საკვანძო კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობის მიზნით,  შესაბამისი პროგრამების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; მ) ახალგაზრდების დასაქმების და ახალგაზრდების სწავლიდან დასაქმებაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა კომპეტენციების, მათ შორის სამეწარმეო და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპეტენციების განვითარების, პროფესიული ორიენტაციის, კარიერის დაგეგმვის მიმართულებით პროგრამების მომზადება, მათ განხორციელებაში მონაწილეობა და აღნიშნულ პროგრამებში სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს მიკუთვნებული ახალგაზრდების (შშმ პირები, „NEET“ ჯგუფები ანუ ის ახალგაზრდები რომლებიც არც დასაქმებულნი არიან, არც განათლების სისტემაში არიან და არც ტრენინგს გადიან, დევნილები და სხვა) ჩართულობის ხელშეწყობა; ნ) ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების, ეროვნული ღირებულებების განვითარებისა და ახალგაზრდების სხვადასხვა სამშვიდობო ინიციატივებში ჩართვის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების მომზადება და განხორციელებაში მონაწილეობა; ო) ახალგაზრდებში ტოლერანტობის კულტურის განვითარების, გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების, და ახალგაზრდებს შორის არაძალადობრივი და უსაფრთხო კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; პ) ახალგაზრდული საბჭოების, ახალგაზრდების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის შესაძლებლობის და შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; ჟ) მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარების, მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზების, რეკრეაციული ახალგაზრდული საქმიანობის მხარდაჭერის, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების  ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; რ) ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის და ახალგაზრდების მავნე ზეგავლენისგან დაცვის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; ს) ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელ ჯგუფებს მიკუთვნებული და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების ინკლუზიის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელება; ტ) ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი პროგრამების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; უ) ახალგაზრდულ თემატიკასთან დაკავშირებულ მასობრივ ღონისძიებათა ორგანიზებაში ხელშეწყობის მიზნით, პროგრამების შემუშავება და განხორციელებაში მონაწილეობა; ფ) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან და სამინისტროს მმართველობაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ახალგაზრდულ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე თანამშრომლობა და საჭიროების შემთხვევაში ამ მიმართულებით მათი  საქმიანობის კოორდინაცია; ქ) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკიდან გამომდინარე, ახალგაზრდების განვითარების მხარდაჭერის მიზნით, ადგილობრივ და  საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა; ღ) სტუდენტური თვითმმართველობის, ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდული ინიციატივების და პროექტების მხარდაჭერა; ყ) დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა; შ) ახალგაზრდებში არალეგალური მიგრაციისა  და  ტრეფიკინგის საკითხებში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; ჩ) ახალგაზრდობის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციისა და შესაძლებლობების, ერთიან ონლაინ სივრცეში (youth.gov.ge) განთავსება, ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი; ც) ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ძ) ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 6🔗 დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) ახალგაზრდული პროგრამების სამმართველო; ბ) ახალგაზრდობის საკითხთა კვლევისა და ანალიზის სამმართველო. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, საჯარო მოსამსახურეები და დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციები მუხლი 7🔗 1. ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ კომპეტენციათა შესრულების მიზნით, დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) დეპარტამენტის უფროსი; ბ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; გ) სამმართველოს უფროსი; დ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ე) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ვ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. 2. დეპარტამენტში დამხმარე ან არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად შეიძლება მიღებულ იქნეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. 3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით. 5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 8🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას; გ) ზედამხედველობას და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სამმართველოების მუშაობას; დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სამმართველოებსა და დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ე) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; ვ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების დავალებების შესრულებას დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ; ზ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვას სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; თ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ავიზებს დეპარტამენტში მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების პროექტებს, ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ მინისტრის სახელით გასაგზავნ დოკუმენტებს და ავიზებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების პროექტებს; ი) წარუდგენს მინისტრს და ზედამხედველ მინისტრის მოადგილეს წლიურ ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველი წლის ბოლოს, ასევე, პერიოდულ ანგარიშებს მათი მოთხოვნისამებრ; კ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებათა განხორციელებას, რისთვისაც წარუდგენს ზედამხედველ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; ლ) წარუდგენს ზედამხედველ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ; მ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებათა შესასრულებლად; ნ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ო) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; პ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების  ცალკეულ დავალებებს; ჟ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 4. დეპარტამენტის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. 5. დეპარტამენტის უფროსის მიერ, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მიზეზის გარდა, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულების  შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს. 6. დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის  უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს  მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. მუხლი 9🔗 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულებას; გ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს; დ) დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ხელს აწერს და ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის,  ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ან დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. მუხლი 10🔗 1. ახალგაზრდული პროგრამების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა, კოორდინაცია და ანგარიშგება; ბ) ახალგაზრდობის სფეროს, ახალგაზრდული საქმიანობის და არაფორმალური განათლების განვითარების ხელშეწყობა; გ) მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის და მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა; დ) ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სხვა დაინტერესებული მხარეების ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაში მონაწილეობის ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავებისა და განვითარების მიზნით, შესაბამისი პროგრამების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ე) ახალგაზრდული საქმიანობის საკვანძო კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობის მიზნით,  პროგრამების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; ვ) ახალგაზრდების დასაქმების და ახალგაზრდების სწავლიდან დასაქმებაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა კომპეტენციების, მათ შორის სამეწარმეო და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპეტენციების განვითარების, პროფესიული ორიენტაციის, კარიერის დაგეგმვის მიმართულებით პროგრამების მომზადება, მათ განხორციელებაში მონაწილეობა და აღნიშნულ პროგრამებში სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს მიკუთვნებული ახალგაზრდების (შშმ პირები, „NEET“ ჯგუფები ანუ ის ახალგაზრდები რომლებიც არც დასაქმებულნი არიან, არც განათლების სისტემაში არიან და არც ტრენინგს გადიან, დევნილები და სხვა) ჩართულობის ხელშეწყობა; ზ) ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების და ეროვნული ღირებულებების განვითარების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების მომზადება და განხორციელებაში მონაწილეობა; თ) ახალგაზრდებში ტოლერანტობის კულტურის განვითარების, გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების, და ახალგაზრდებს შორის არაძალადობრივი და უსაფრთხო კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; ი) მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარების, მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზების, რეკრეაციული ახალგაზრდული საქმიანობის მხარდაჭერის, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების  ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; კ) ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის და ახალგაზრდების მავნე ზეგავლენისგან დაცვის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; ლ) ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელ ჯგუფებს მიკუთვნებული და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების ინკლუზიის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელება; მ) ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი პროგრამების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ნ) ახალგაზრდულ თემატიკასთან დაკავშირებულ მასობრივ ღონისძიებათა ორგანიზებაში ხელშეწყობის მიზნით, პროგრამების შემუშავება და განხორციელებაში მონაწილეობა; ო) ახალგაზრდულ სფეროში ჩართული სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია; პ) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკიდან გამომდინარე, ახალგაზრდების განვითარების მხარდაჭერის მიზნით, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა. ჟ) სტუდენტური თვითმმართველობის, ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდული ინიციატივების და პროექტების მხარდაჭერა; რ) საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდა თანამემამულეებთან  ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა; ს) ახალგაზრდებში არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის საკითხებში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; ტ) ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; უ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. ახალგაზრდული პროგრამების სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 3. ახალგაზრდული პროგრამების სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; დ) მინისტრის დავალების (მინდობილობის) საფუძველზე წარმოადგენს სამინისტროს მესამე პირებთან ურთიერთობაში; ე) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას; ვ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე. 5. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. 6. ახალგაზრდული პროგრამების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ახალგაზრდული პროგრამების სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 11🔗 1. ახალგაზრდობის საკითხთა კვლევისა და ანალიზის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა, კოორდინაცია და ანგარიშგება; ბ) ახალგაზრდობის სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა,  სისტემატიზაცია და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა; გ) ახალგაზრდობის სფეროს, ახალგაზრდული საქმიანობის და არაფორმალური განათლების განვითარების ხელშეწყობა; დ) ახალგაზრდობის სფეროს მუშაკის კვალიფიკაციის და სერტიფიცირების წესის განსაზღვრასა და  პროფესიული სტანდარტის  შემუშავებაში მონაწილეობა; ე) საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობა; ვ) მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის და მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა; ზ) ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაში მონაწილეობის ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავების და განვითარების მიზნით, შესაბამისი პროგრამების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; თ) ახალგაზრდული სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა კვლევითი საქმიანობის განხორციელება, არსებული სტატისტიკურ-ანალიტიკური მასალის მოძიება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ი) ახალგაზრდობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე სახელმძღვანელო დოკუმენტების და სასწავლო-მეთოდოლოგიური ტრენინგ-მოდულების შემუშავებაში მონაწილეობა; კ) ახალგაზრდული საქმიანობის საკვანძო კომპეტენციების ჩარჩოს  განსაზღვრა, რომლებიც ახალგაზრდებს ახალგაზრდული საქმიანობის შედეგად უნდა განუვითარდეთ; ლ) ახალგაზრდული საბჭოების, ახალგაზრდების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის შესაძლებლობის და შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; მ) ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი პროგრამების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ნ) ახალგაზრდობის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციისა და შესაძლებლობების, ერთიან ონლაინ სივრცეში (youth.gov.ge) განთავსება, ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი; ო) ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; პ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; 2. ახალგაზრდობის საკითხთა კვლევისა და ანალიზის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 3. ახალგაზრდობის საკითხთა კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; დ) მინისტრის დავალების (მინდობილობის) საფუძველზე წარმოადგენს სამინისტროს მესამე პირებთან ურთიერთობაში; ე) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას; ვ)  ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე. 5. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. 6. ახალგაზრდობის საკითხთა კვლევისა და ანალიზის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ახალგაზრდობის საკითხთა კვლევისა და ანალიზის სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.