საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 01.02.2019
ძალაში შესვლა 04.02.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 140010000.22.034.016838
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/02/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№9
2019 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №747 ბრძანება.
მუხლი 3🔗
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლისა, ამოქმედდეს 2019 წლის 4 თებერვლიდან.
2. ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და მე-9 მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია
დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
1. დეპარტამენტი არის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო.
2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
3. დეპარტამენტი არის სამინისტროს საბალანსო ერთეული, რომელსაც აქვს სახელმწიფო ხაზინის მიერ მინიჭებული სახაზინო კოდი.
4. დეპარტამენტს შესაძლებელია ჰქონდეს ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და დეპარტამენტის სახელწოდებით.
5. დეპარტამენტს და მასში შემავალ დანაყოფს შესაძლებელია ჰქონდეს ბლანკი, საქართველოს სახელმწიფო გერბის, დეპარტამენტის ლოგოს, სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით.
6. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მინისტრის სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები
მუხლი 4🔗
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
ბ) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;
გ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა;
დ) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების/უფლებამოსილებების განხორციელება;
ე) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა, მოსალოდნელი საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების ანალიზი და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დაგეგმვა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;
ზ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ადმინისტრაციული რეაგირება და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
თ) არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კომპეტენციის ფარგლებში ბავშვთა უმეთვალყურეობის თავიდან აცილება, არასრულწლოვანთა მიმართ გადამისამართების/რეფერირების მექანიზმის გამოყენება.
მუხლი 5🔗
1. დეპარტამენტის უფლებამოსილებებია:
ა) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
ბ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა გამოვლენა, მათზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილებების საფუძველზე;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
დ) დამნაშავეთა და სამართალდამრღვევ პირთა შესახებ მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელებისათვის;
ე) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების დაკავება და დანიშნულების ადგილას (დროებითი განთავსების ცენტრი/დროებითი მოთავსების იზოლატორი) მიყვანა;
ვ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველყოფა; ასევე, დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა; ძალადობის რისკის შეფასების მექანიზმის დანერგვა-განხორციელება;
ზ) პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით სოციალურ სამსახურებთან, სკოლებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან ან/და სხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;
თ) სამეზობლო კონფლიქტებზე რეაგირება, მათი თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ი) სამედიცინო, ფარმაცევტულ, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, ლაბორატორიებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის დაცვის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება;
კ) შავი და ფერადი ლითონების, მათი შემცველი ნაკეთობების, აგრეთვე მათი ჯართისა და ნარჩენების შეგროვების, შეძენის, ტრანსპორტირების, გაყიდვის ან ჩაბარების დადგენილი წესების დაცვის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა, მოსალოდნელი საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების ანალიზი, ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული ვითარების შეფასება და ეფექტიანი რეაგირების სისტემის ჩამოყალიბება;
მ) დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულ პირთა, აგრეთვე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსება;
ნ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ო) სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად ბავშვთა უმეთვალყურეობის თავიდან აცილების, არასრულწლოვანთა დანაშაულის აღკვეთის პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაში, საძიებო-სამაშველო სამუშაოებში, საგანგებო ან საომარი მდგომარეობისათვის დადგენილი რეჟიმის დაცვაში, ასევე ეპიდემიისა და ეპიზოოტიის დროს – საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
ჟ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლება/გამოყვანა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით;
რ) უკანონო გარე ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა;
ს) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. დეპარტამენტი და მასში შემავალი დანაყოფები ახორციელებენ პატრულირებას იმ ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც განსაზღვრული არ არის სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორიები.
თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები
და მათი ფუნქციები
მუხლი 6🔗
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საგამოძიებო სამმართველო;
ბ) დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველო;
გ) არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო;
დ) საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო;
ე) ადმინისტრაცია (სამმართველო);
ვ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო.
2. დეპარტამენტის რაიონული დანაყოფებია:
ა) ვაკე-საბურთალოს სამმართველო;
ბ) ძველი თბილისის სამმართველო;
გ) ისანი-სამგორის სამმართველო;
დ) დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველო;
ე) გლდანი-ნაძალადევის სამმართველო.
მუხლი 7🔗
1. საგამოძიებო სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) I განყოფილება;
ბ) II განყოფილება.
2. საგამოძიებო სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) დანაშაულზე რეაგირება;
ბ) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით შემოსული განცხადებების განხილვა;
დ) საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩასატარებლად სასამართლოდან განჩინების მიღების მიზნით საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი პროკურორისთვის მიმართვა;
ე) პოლიციის სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობა და მათთან ერთად საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებაში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ვ) სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებსა და განხილულ განცხადებებსა და საჩივრებზე;
ზ) სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოსთვის მიმართვა საჭირო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების მიზნით;
თ) პროკურორისთვის მიმართვა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩასატარებლად დავალების მიღების/შესაბამისი თანხმობის მიღების მიზნით;
ი) დეპარტამენტის უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის განხორციელება;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 8🔗
1. დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) I განყოფილება;
ბ) II განყოფილება;
გ) III განყოფილება;
დ) IV განყოფილება;
ე) V განყოფილება;
ვ) VI განყოფილება;
ზ) VII განყოფილება.
2. დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
ბ) „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
გ) ოპერატიული/აგენტურული საქმიანობის განხორციელება, ოპერატიული ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება;
დ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით შესაბამის ღონისძიებებში მონაწილეობა;
ე) ოპერატიული ინფორმაციის ფლობა მის სამოქმედო ტერიტორიაზე მყოფ იმ პირთა შესახებ, რომლებიც ამზადებენ, სჩადიან ან ჩადენილი აქვთ დანაშაული, ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება;
ვ) პროკურორისთვის მიმართვა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩასატარებლად დავალების მიღების/შესაბამისი თანხმობის მიღების მიზნით;
ზ) ძებნილ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასევე სხვა სამართალდამრღვევ პირთა ძებნა და დაკავება;
თ) ამოუცნობი გვამების დასადგენად და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოსაძებნად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ი) ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც განსაზღვრული არ არის სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორიები, პატრულირების განხორციელება;
კ) მოპარული ნივთებისა და მათი გასაღების სავარაუდო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
ლ) დანაშაულზე წასწრებისას, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი ღონისძიებების (შემთხვევის ადგილის დაცვა, დაკავება, პირადი ჩხრეკა) განხორციელება;
მ) გამომძიებლის მიმართვის საფუძველზე თარჯიმანთა, გარეშე პირთა მოძიება და მოყვანა;
ნ) ამოსაცნობი პირის/ნივთის ანალოგების მოძიება;
ო) გამოსაკითხ პირთა/მოწმეთა ადგილსამყოფლის დადგენა;
პ) მოწმეთა იძულებით მიყვანის უზრუნველყოფა;
ჟ) დაკავებულთა და დაპატიმრებულთა გამომძიებლის მიერ მითითებულ ადგილზე მიყვანა;
რ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლა, თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, სამართალდამრღვევ პირთა შესახებ მონაცემების შეგროვება და შესაბამისი დანაყოფებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
ს) პოლიციის სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობა და მათთან ერთად კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისათვის დადგენილი წესების დარღვევის, ძებნაში მყოფ და სხვა სამართალდამრღვევ პირთა გამოვლენის მიზნით;
ტ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლება/გამოყვანა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით;
უ) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების დაკავება და დანიშნულების ადგილას (დროებითი განთავსების ცენტრი/დროებითი მოთავსების იზოლატორი) მიყვანა;
ფ) იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნის, რეგისტრაციის დადგენილი წესების დაცვის კონტროლი;
ქ) ნარკოტიკული დანაშაულის ან/და სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლა, აღნიშნული ფაქტების გამოვლენა, კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
ღ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) კონტროლის განხორციელება;
ყ) კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციის დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირთა დახმარება, საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაში, საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობა;
შ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო ან საომარი მდგომარეობისათვის დადგენილი რეჟიმის დაცვაში, ხოლო ეპიდემიისა და ეპიზოოტიის დროს – საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
ჩ) დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულ პირთა, აგრეთვე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსება;
ც) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ძ) უკანონო გარე ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა;
წ) იმ პირთა ადგილსამყოფლის დადგენაში მონაწილეობა, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სამსახურში გაწვევას;
ჭ) შავი და ფერადი ლითონების, მათი შემცველი ნაკეთობების, აგრეთვე ჯართისა და ნარჩენების შეგროვების, შეძენის, ტრანსპორტირების, გაყიდვის ან ჩაბარების დადგენილი წესებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელება;
ხ) დეპარტამენტის უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის განხორციელება;
ჯ) სხვადასხვა საინფორმაციო ბაზის წარმოება და გამოყენება, კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკის წარმოება და ანალიზი;
ჰ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 9🔗
1. არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) საგამოძიებო განყოფილება;
ბ) დეტექტივების (ოპერატიული) განყოფილება.
2. არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) არასრულწლოვნის მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის შესახებ შეტყობინებაზე რეაგირება;
ბ) არასრულწლოვნის (მათ შორის, 14 წლამდე ასაკის პირის) მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის/სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოძიება;
გ) დანაშაულის/სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი არასრულწლოვნის (მათ შორის, 14 წლამდე ასაკის პირის) შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;
დ) არასრულწლოვნის მიერ/მიმართ ჩადენილ დანაშაულზე ოპერატიული ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება;
ე) არასრულწლოვნის მიერ/მიმართ ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირება;
ვ) პოლიციის სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობა და მათთან ერთად საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებაში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ზ) დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი/მსხვერპლი არასრულწლოვნის შესახებ შესაბამისი ორგანოების ინფორმირება;
თ) არასრულწლოვნის მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის პრევენციის მიზნით, მართლწესრიგის ოფიცრისათვის ინფორმაციის მიწოდება და პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
ი) არასრულწლოვნის მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის პრევენციის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მანდატურის სამსახურთან კოორდინაცია;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 10🔗
დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის დანაშაულების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა, დამუშავება-ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკური და ანალიტიკური დოკუმენტაციის წარმოება;
ბ) დეპარტამენტის დანაყოფებიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის ანალიზი და შესაბამის მონაცემთა ბაზაში შეყვანა, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანალიტიკური ანგარიშების მომზადება;
გ) პენიტენციალური დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნული დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ პირთა აღრიცხვა და საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, შესაბამისი რაიონული სამმართველოების ინფორმირება;
დ) დანაშაულის რეციდივის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და სტატისტიკის წარმოება;
ე) უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის აღრიცხვა და მონაცემთა ბაზაში შეყვანა;
ვ) დეპარტამენტის ადმინისტრაციასთან (სამმართველო) კოორდინაციით, ქ. თბილისში გასამართი სპორტული, სანახაობრივი და სხვა სახის ღონისძიებების დროს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის კუთხით გასატარებელი ღონისძიების გეგმის მომზადება, აღნიშნულ ღონისძიებებში ჩართული ძალების ორგანიზება, კონტროლი და მასში უშუალო მონაწილეობა;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 11🔗
1. დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) შემადგენლობაშია:
ა) ოპერატიულ-სამორიგეო განყოფილება;
ბ) ოპერატიული აღრიცხვის განყოფილება;
გ) პირადი შემადგენლობის მხარდაჭერის განყოფილება;
დ) საქმისწარმოების განყოფილება.
2. დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) კომპეტენციაა:
ა) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოება) უზრუნველყოფა;
გ) კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების აღრიცხვა, მათი შესრულების კონტროლი (ვადების მიხედვით);
დ) კორესპონდენციის წარმოება;
ე) დეპარტამენტის გერბიანი ბლანკების, ბეჭდების გამოყენებისა და შენახვის კონტროლი, აგრეთვე, ბეჭდებისა და შტამპების აღრიცხვა;
ვ) დეპარტამენტის რაიონული სამმართველოების საქმისწარმოების საერთო კოორდინაცია და კონტროლი;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი რანგის პირთა გადაადგილების პერიოდში უსაფრთხოების ღონისძიებების ორგანიზების და კონტროლის უზრუნველყოფა;
თ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, სპეციალური წოდების მინიჭების, წახალისების (გარდა ფულადი ჯილდოსი), აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით მასალების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად;
ი) დეპარტამენტში შემავალი დანაყოფების სტრუქტურის სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად;
კ) დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის მივლინების გაფორმება და კონტროლი;
ლ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მიზნით შესაბამისი მასალების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად;
მ) შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე სახელმწიფო სპეციალური წოდებით მისაღები პირებისათვის სპეციალური კონკურსის ორგანიზება;
ნ) საჯარო ინფორმაციის მომზადება და გაცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 12🔗
1. დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება;
ბ) ფინანსური რესურსების მართვისა და შესყიდვების განყოფილება;
გ) იარაღისა და საბრძოლო მასალების ინვენტარიზაციისა და აღრიცხვის განყოფილება;
დ) სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება.
2. დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში დეპარტამენტისათვის გამოყოფილი სახსრების მართვა და მიზნობრივი გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ყოველი მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტი) პროექტის მომზადება და დადგენილ ვადებში სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისათვის წარდგენა;
გ) სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტთან შეთანხმებით გამოყოფილი სახსრების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის (ასევე გეგმის კორექტირების) პროექტის შემუშავება და დეპარტამენტის დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; დამტკიცებული გეგმის სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენა;
დ) გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პროცედურების დაცვით, სახელმწიფო შესყიდვების, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მონიტორინგის განხორციელება, ასევე შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და შესრულებული სამუშაოების მიღება;
ე) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და ანგარიშგება; ასევე, მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლების უზრუნველყოფა;
ვ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების (ფულადი ჯილდო) მიზნით მასალების მომზადება და სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინვენტარიზაციის ჩატარება; აგრეთვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
თ) ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერისათვის წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
ი) სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
კ) სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა, მისი ექსპლუატაციისა და დაცვის კონტროლი;
ლ) დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების სხვადასხვა საინჟინრო სისტემისა და ტექნიკური მომსახურების, კომუნალური მომსახურების უზრუნველყოფა, ასევე, სატრანსპორტო, ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების შეკეთება, მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
მ) სანიტარიულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
ნ) მშენებლობის, მიმდინარე ან/და კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა;
ო) დეპარტამენტის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის მიზნით საჭირო მასალების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის გადაგზავნა;
პ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ჟეტონების აღრიცხვიანობა და გაცემა;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 13🔗
1. ვაკე-საბურთალოს სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) პოლიციის I განყოფილება;
ბ) პოლიციის II განყოფილება;
გ) პოლიციის III განყოფილება;
დ) პოლიციის IV განყოფილება;
ე) პოლიციის V განყოფილება;
ვ) პოლიციის VI განყოფილება;
ზ) პოლიციის VII განყოფილება;
თ) საგამოძიებო განყოფილება;
ი) დეტექტივების (ოპერატიული) განყოფილება;
კ) საქმისწარმოების განყოფილება.
2. ძველი თბილისის სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) პოლიციის I განყოფილება;
ბ) პოლიციის II განყოფილება;
გ) პოლიციის III განყოფილება;
დ) პოლიციის IV განყოფილება;
ე) პოლიციის V განყოფილება;
ვ) პოლიციის VI განყოფილება;
ზ) პოლიციის VII განყოფილება;
თ) საგამოძიებო განყოფილება;
ი) დეტექტივების (ოპერატიული) განყოფილება;
კ) საქმისწარმოების განყოფილება.
3. ისანი-სამგორის სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) პოლიციის I განყოფილება;
ბ) პოლიციის II განყოფილება;
გ) პოლიციის III განყოფილება;
დ) პოლიციის IV განყოფილება;
ე) პოლიციის V განყოფილება;
ვ) პოლიციის VI განყოფილება;
ზ) პოლიციის VII განყოფილება;
თ) პოლიციის VIII განყოფილება;
ი) პოლიციის IX განყოფილება;
კ) პოლიციის X განყოფილება;
ლ) პოლიციის XI განყოფილება;
მ) საგამოძიებო განყოფილება;
ნ) დეტექტივების (ოპერატიული) განყოფილება;
ო) საქმისწარმოების განყოფილება.
4. დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) პოლიციის I განყოფილება;
ბ) პოლიციის II განყოფილება;
გ) პოლიციის III განყოფილება;
დ) პოლიციის IV განყოფილება;
ე) საგამოძიებო განყოფილება;
ვ) დეტექტივების (ოპერატიული) განყოფილება;
ზ) საქმისწარმოების განყოფილება.
5. გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) პოლიციის I განყოფილება;
ბ) პოლიციის II განყოფილება;
გ) პოლიციის III განყოფილება;
დ) პოლიციის IV განყოფილება;
ე) პოლიციის V განყოფილება;
ვ) პოლიციის VI განყოფილება;
ზ) პოლიციის VII განყოფილება;
თ) პოლიციის VIII განყოფილება;
ი) პოლიციის IX განყოფილება;
კ) პოლიციის X განყოფილება;
ლ) საგამოძიებო განყოფილება;
მ) დეტექტივების (ოპერატიული) განყოფილება;
ნ) საქმისწარმოების განყოფილება.
6. დეპარტამენტის რაიონული დანაყოფები ამ დებულების მე-7-მე-9 მუხლებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებთან ერთად, კომპეტენციის ფარგლებში თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებენ:
ა) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველყოფას, ასევე პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას; დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობას; ძალადობის რისკის შეფასების მექანიზმის დანერგვა-განხორციელებას;
ბ) პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის დაუყოვნებლივ შეტყობინებას მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 716 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ;
გ) არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის, ბავშვთა უმეთვალყურეობის, აგრეთვე დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას;
დ) დანაშაულისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის ფაქტების აღმოსაფხვრელად, პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას;
ე) ქვეითად პატრულირებას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივ საკითხებთან, აგრეთვე სხვადასხვა საპოლიციო და სამოქალაქო სერვისთან დაკავშირებით მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებას;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებას და მათზე პროაქტიულ რეაგირებას;
თ) ინფორმაციის ფლობას იმ პირთა შესახებ, რომელთაც დაწესებული აქვთ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები და ამ შეზღუდვების შესრულების კონტროლს;
ი) უკანონო გარე ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას;
კ) უბნის პასპორტების წარმოებას;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟებისა და ფუნქციონირების ვალდებულების შესრულების კონტროლსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღებას;
მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
თავი IV. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
მუხლი 14🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
3. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია დეპარტამენტისათვის დაკისრებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე;
ბ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის, აგრეთვე დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობების განაწილების წესს;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
დ) ამტკიცებს დაქვემდებარებული დანაყოფების სამუშაო გეგმებს;
ე) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეების წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდებას, წახალისებას;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) გადაუდებელი აუცილებლობის, აგრეთვე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული საპოლიციო ღონისძიების გამოყენების შესახებ და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ქმნის სატენდერო, საინვენტარიზაციო და სხვა კომისიებს;
ი) დამოუკიდებლად განკარგავს დეპარტამენტისათვის გამოყოფილ თანხებს დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში;
კ) შუამდგომლობს მინისტრთან დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ლ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
4. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას მის მოვალეობას მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) დავალებით ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
მუხლი 15🔗
1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ხელმძღვანელობს მის საკურატოროში შემავალ, დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს.
3. დირექტორის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დირექტორს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
გ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;
დ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის დირექტორის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.
მუხლი 16🔗
1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) ანაწილებს საქმეებს, აძლევს დავალებებსა და მითითებებს სამმართველოს მოსამსახურეებს, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას;
გ) აკონტროლებს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
ე) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს ყოველთვიურ და კვარტალურ ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ;
ვ) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ზ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ამზადებს წინადადებებს მოსამსახურეთა პროფესიული გადამზადების საჭიროების შესახებ;
თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის/დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.