ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №5 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2019 წლის 4 თებერვალი დაბა ხარაგაული |
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №5 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ’’ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი , 12/02/2018, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016320).
1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -2 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„მუხლი 2
1. გაეწიოს მატერიალური დახმარება :
ა ) ოპერაციის ან სამედიცინო მომსახურებისათვის – იმ თანხის 50%-ით , რომელიც არ ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო დაზღვევის პროგრამით , არაუმეტეს 700 ლარისა ;
ბ ) როდესაც ოპერაციის ან სამედიცინო მომსახურებისათვის მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხა 2000 (ორი ათასი ) ლარზე მეტია , დაფინანსდეს 1000 (ერთი ათასი ) ლარით ;
გ ) სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების (ონკოლოგიური და სხვა მძიმე სახის დაავადება ) მკურნალობისას - 1500 ლარამდე ;
დ ) სამედიცინო გამოკვლევებისთვის ღირებულების 50%-ით , არაუმეტეს 500 ლარისა ;
ე ) „C” ჰეპატიტით დაავადებულ პირებს , „C“ ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე დაავადების სტადიის განსასაზღვრი კვლევების დასაფინანსებლად , პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის - სოციალურად დაუცველთათვის ღირებულების 30%, დანარჩენი ბენეფიციარებისათვის – 70%;
ვ ) მედიკამენტების შესაძენად – 150 ლარამდე შემდეგი დაავადებებისას :
ვ .ა ) ეპილეფსიის ;
ვ .ბ ) პარკინსონის ;
ვ .გ ) ბრონქიალური ასთმის ;
ვ .დ ) 0-6 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისას , რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 001-ს .
დახმარება გაეწევა ბენეფიციარებს , რომლებიც არ მონაწილეობენ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში .
ზ ) კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე , 0-18 წლამდე არასრულწლოვანი პირების ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით კოხლეარული იმპლანტის აპარატის შეუფერხებელი ფუნციონირებისათვის საჭირო ელემენტის შესაძენად - წელიწადში 1000 ლარის ოდენობით ;
თ ) 100 წელს მიღწეულ და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთათვის წელიწადში ერთჯერ – 500 ლარის ოდენობით ;
ი ) გარდაცვლილი ომის ვეტერანის ან /და იძულებით გადაადგილებულ გარდაცვლილი პირის დაკრძალვის ხარჯისთვის - 250 ლარი ;
კ ) სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ 57001 სარეიტინგო ქულამდე მყოფ გარდაცვლილთა ოჯახის წევრს დაკრძალვის ხარჯისთვის – 200 ლარი ;
ლ ) შშმ 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალო -სარეაბილიტაციო კურსის თანადაფინანსებისთვის – 1200 ლარამდე ;
მ ) განსაკუთრების მძიმე შეზღუდვის მქონე შშმ პირების დახმარება , რომლებიც საჭიროებენ მუდმივ მომვლელს ან მეთვალყურეს და არ არიან სოციალური შემწეობის მიმღები – თვეში 30 ლარის ოდენობით ;
ნ ) ჰემოდიალიზის ჩანაცვლების სეანსებით მოსარგებლე ბენეფიციარებს – ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით და ლეიკემიით დაავადებულებს - წელიწადში 600 ლარის ოდენობით ;
ო ) ჩერნობილის კატასტროფის შედეგად დაზარალებულ პირებს წელიწადში ერთჯერ -100 ლარი ;
პ ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ მეომრის ოჯახს , რომელიც რეგისტრირებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მათზე არ ვრცელდება „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -16 მუხლის მოთხოვნები , მეომართა ხსოვნის უკვდავსაყოფად - წელიწადში 2000 ლარი ;
ჟ ) სამამულო ომის მონაწილეებსა და უსინათლო მოქალაქეებს – ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით კომუნალური ხარჯების დასაფარავად ;
რ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს – ყოველთვიურად 20 ლარის ოდენობით კომუნალური ხარჯების დასაფარავად ;
ს ) უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეებს , რომლებიც თხოვნის მომენტში განიცდიან ცხოვრების მძიმე სოციალურ პირობებს – არაუმეტეს 100 ლარისა .
ტ ) მრავალშვილიანი ოჯახების , რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150001-ს და ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 4 და მეტი შვილი – დახმარება განისაზღვროს ოთხი ბავშვის შემთხვევაში წელიწადში ერთჯერ 200 ლარით და ყოველ მომდევნო ბავშვზე დაემატოს 50 ლარი .
უ ) მარტოხელა მშობლებს , რომელთაც ჰ ყავთ არასრულწლოვანი შვილები , წელიწადში ერთჯერ – 200 ლარი .
ფ ) მარჩენალდაკარგულებს , რომელთაც გარდაცვლილი ყავს ერთ -ერთი ან ორივე მშობელი , წელიწადში ერთჯერ – 100 ლარი .
ქ ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ახალშობილთა ოჯახებს ერთჯერადად :
ქ .ა ) პირველი ბავშვის შეძენის შემთხვევაში – 100ლარი ;
ქ .ბ ) მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში – 150ლარი ;
ქ .გ ) მესამე ბავშვის შეძენის შემთხვევაში – 200ლარი ;
ქ .დ ) მეოთხე ბავშვის შეძენის შემთხვევაში – 250ლარი ;
ქ .ე ) მეხუთე ბავშვის შეძენის შემთხვევაში – 300 ლარი , ხოლო ყოველი მომდევნო ბავშვის შეძენისას თანხა გაიზარდოს 50 ლარით ;
ქ .ვ ) ტყუპების შეძენის შემთხვევაში – 500ლარი .
2. განისაზღვროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 21 ნოემბრის №49/2179 ბრძანებით განსაზღვრული სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის კატეგორიების შესაბამისად დახმარების ოდენობა :
ა ) პირველი კატეგორია – 1000-დან 1500 ლარამდე ;
ბ ) მეორე კატეგორია – 500-დან 1000 ლარამდე ;
გ ) მესამე კატეგორია – 200-დან 500ლარამდე .
3. განისაზღვროს უსახლკარო ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფა დროებით ან გრძელვადიანი გადახდით არაუმეტეს თვეში 100 ლარისა .’’
2. შეტანილი იქნას ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -3 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,მუხლი 3
მატერიალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
1. სამედიცინო მომსახურებისათვის (ოპერაცია , მკურნალობა , გამოკვლევა ) დახმარების
დასაფინანსებლად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს :
ა ) განცხადება ;
ბ ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ;
გ ) ჯანმრთელობის ცნობა ;
დ ) ანგარიშფაქტურა /ინვოისი
ე )კალკულაცია ;
ვ ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა ;
ზ ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი .
თ ) არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი (საჭიროების შემთხვევაში ).
2. ერთჯერადი ფინანსური დახმარებისათვის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს :
ა )განცხადება ;
ბ ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ;
გ ) განმცხადებლის პირადი ანგარიშის ნომერი ბანკიდან ;
დ ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა .
3. მედიკამენტების შესაძენად დახმარებისათვის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს :
ა ) განცხადება ;
ბ ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ;
გ ) ჯანმრთელობის ცნობა ;
დ ) ანგარიშფაქტურა ;
ე ) ექიმის მიერ დანიშნული წამლების ჩამონათვალი ბეჭდით დამოწმებული და ხელმოწერილი ;
ვ ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა .
ზ ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ ამავე დადგენილების მე -2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ .გ“და „ვ .დ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში .
4. გარდაცვლილი დევნილის ან ომის ვეტერანის დაკრძალვის ხარჯების ასანაზღაურებლად ოჯახის ერთ -ერთმა წევრმა უნდა წარმოადგინოს :
ა ) განცხადება ;
ბ ) გარდაცვლილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ;
გ ) გარდაცვალების მოწმობის ასლი ;
დ ) ომის მონაწილის ან დევნილობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ;
ე ) განმცხადებლის პირადი ანგარიშის ნომერი ბანკიდან ;
ვ ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი .
5. სოციალურად დაუცველი გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯების ასანაზღაურებლად ოჯახის ერთ - ერთმა წევრმა უნდა წარმოადგინოს :
ა ) განცხადება ;
ბ ) გარდაცვლილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ;
გ ) გარდაცვალების მოწმობის ასლი ;
დ ) განმცხადებლის პირადი ანგარიშის ნომერი ბანკიდან ;
ე ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან გარდაცვლილის სარეიტინგო ქულის შესახებ ;
ვ ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა ;
ზ ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი .
6. ახალშობილის ოჯახმა (მშობელმა ), რომელიც რეგისტრირებულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში , დახმარებისათვის უნდა წარმოადგინოს :
ა ) განცხადება ;
ბ ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ;
გ ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი (მეორე და ყოველი მომდევნო ბავშვის შეძენის შემთხვევაში წარმოადგინოს ყველა დანარჩენი ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი );
დ ) ახალშობილის რეგისტრაციის ბარათი ;
ე ) საბანკო ანგარიშის ნომერი ;
ვ ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა .
7. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები :
ა ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ;
ბ ) საბანკო ანგარიშის ნომერი ;
გ ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა ;
დ ) საბრძოლო მოკვლევის დოკუმენტაცია .
8. კოხლეარული იმპლანტის აპარატის ელემენტის შესაძენად დახმარების მიღება მოხდება ბენეფიციარის მშობლის /უფლებამოსილი პირის განცხადებით .
დახმარების მიმღებმა განცხადებას უნდა დაურთოს :
ა ) მშობლის /უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ;
ბ ) არასრულწლოვნის დაბადების მოწმობის ასლი ;
გ ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა N100;
დ ) ანგარიშფაქტურა შესაბამისი მომწოდებლიდან .
9. „C“ ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის სტრატეგიის განსაზღვრის მიზნით „C“ ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე დაავადების სტადიის განსასაზღვრი კვლევების დაფინანსებისთვის ბენეფიციარმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს :
ა ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ;
ბ ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ;
გ ) ინვოისი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან .
10. ჰემოდიალიზის ჩანაცვლების სეანსებით მოსარგებლე და ლეიკემიით დაავადებულმა ბენეფიციარებმა წლის დასაწყისში უნდა წარმოადგინონ :
ა ) განცხადება ;
ბ ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ;
გ ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ;
დ ) საბანკო ანგარიშის ნომერი .
11. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის მონაწილე ოჯახმა უნდა წარმოადგინოს :
ა ) განცხადება ;
ბ ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები ;
გ ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები ;
დ ) არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი ;
ე ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ ;
ვ ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა ;
ზ ) საბანკო ანგარიშის ნომერი .
12. მარჩენალდაკარგულთა დახმარების პროგრამის ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს :
ა ) განცხადება ;
ბ ) ბავშვის /ბავშვების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ;
გ ) მშობლის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ;
დ ) გარდაცვლილი მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი ;
ე ) მერის წარმოადგენლის შუამდგომლობა ;
ვ ) საბანკო ანგარიშის ნომერი .
13. მარტოხელა მშობელმა უნდა წარმოადგინოს :
ა ) განცხადება ;
ბ ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ;
გ )ბავშვის /ბავშვების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ;
დ ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ;
ე ) მერის წარმოადგენლის შუამდგომლობა ;
ვ ) საბანკო ანგარიშის ნომერი .
14. შშმ პირმა უნდა წარმოადგინოს :
ა ) განცხადება ;
ბ ) პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ;
გ ) მეურვის /მომვლელის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ;
დ ) მეურვის /მომვლელის საბანკო ანგარიშის მონაცემები ;
ე ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა ;
ვ ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ;
ზ ) ცნობა შშმ პირის სტატუსის განსაზღვრის შესახებ ;
თ ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ .
15. უსახლკარო ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს :
ა ) განცხადება ;
ბ ) პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ;
გ ) ქირავნობის ხელშეკრულების ასლი ;
დ ) საბანკო ანგარიშის მონაცემები ;
ე ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა ;
ვ ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან .
16. მატერიალური დახმარების მიღების მსურველმა , პირადობის დამადასტურებელი მოწმობით რეგისტრაციის ადგილის დაუდგენლობის შემთხვევაში მერიაში დამატებით უნდა წარმოადგინოს განცხადება - ანკეტის (ფორმა №1) ასლი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან .’’
|