საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებული დარღვევის გამოვლენისას, უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავსებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ადმინისტრაციული გამოკვლევა საჭირო არ არის, უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს