საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.03.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №54/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017679
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/03/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.03.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 11.08.2010
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №54/ნ
2019 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 თებერვალის №23/ნ ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (შემდგომში – ადმინისტრაცია) სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
ადმინისტრაცია არის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პირველადი სტრუქტურული ერთეული.
მუხლი 3🔗
ადმინისტრაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე. ზედამხედველი მინისტრის მოადგილე დეპარტამენტს უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
ადმინისტრაციის კომპეტენცია, სტრუქტურა და ადმინისტრაციაში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციები
მუხლი 5🔗
ადმინისტრაციის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების (შემდგომში – რესურსცენტრი) საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) სამინისტროში საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება, ცენტრალიზებული დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება და მისი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში მკაცრი აღრიცხვის ფორმების ენობრივი სისწორის თვალსაზრისით შემოწმება ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლებისა და ქართული ენის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
დ) სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
ე) რესურსცენტრებისა და იურიდიული პირების ქონების სარგებლობაში გადაცემასა და განკარგვასთან, ასევე ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა. უძრავი ქონების აღრიცხვა და ელექტრონული რეესტრების წარმოება;
ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ელექტრონული ფორმით გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
ზ) ადმინისტრაციის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შემოსული განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
თ) საქართველოს კანონმდებლობითა და ადმინისტრაციის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 6🔗
ადმინისტრაციაში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) რეგიონალური კოორდინაციის სამმართველო;
ბ) საქმისწარმოების სამმართველო;
გ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;
დ) ქართული ენის სამმართველო;
ე) აქტივების მართვის სამმართველო.
მუხლი 7🔗
რეგიონალური კოორდინაციის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისა და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების რესურსცენტრებთან საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) რესურსცენტრებიდან პერიოდული და გადაუდებელი ინფორმაციის მიღება, დამუშავება და გაცემა;
გ) რესურსცენტრებისათვის კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციებისა და ინფორმაციის მიწოდება;
დ) რესურსცენტრების თანამშრომლების შერჩევის პროცესში მონაწილეობა;
ე) სკოლის სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინაცია;
ვ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შემოსული განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ზ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 8🔗
საქმისწარმოების სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს სისტემის საქმისწარმოების ერთიანი წესების დანერგვა და სრულყოფა;
ბ) სამინისტროში ცენტრალიზებული ელექტრონული დოკუმენტბრუნვის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
გ) საქმისწარმოების საკითხებზე რეგულაციების შემუშავება და დანერგვა;
დ) სამინისტროს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება;
ე) სამინისტროში შემოსული კორესპონდენციის პირველადი დამუშავება, რეგისტრაცია და ადრესატისათვის მიწოდება;
ვ) სამინისტროს არქივის მართვა, დოკუმენტების დაცულობისა და მათზე სწრაფი წვდომის უზრუნველყოფა;
ზ) საქმისწარმოებისათვის საჭირო ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების გამოყენების ორგანიზება და კონტროლი;
თ) სამინისტროს ბრძანებათა და ადმინისტრაციული/შრომითი ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება და შენახვა;
ი) სამინისტროს სახელით დადებული ხელშეკრულებების (გარდა შესყიდვის ხელშეკრულებებისა) და შეთანხმებების რეგისტრაცია და რეესტრის წარმოება;
კ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, ორგანიზება და საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა, მათ შორის საიდუმლო კორესპონდენციის მიღების, რეგისტრაციის, მოძრაობისა და გაფორმების, გაგზავნის, დავალებათა შესრულების კონტროლის, საქმეთა ფორმირების, არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და დაცვის ორგანიზების უზრუნველყოფა;
ლ) სამინისტროში მოქალაქეთა მისაღების მართვა;
მ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მათ შორის ელექტრონული ფორმით;
ნ) სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება;
ო) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შემოსული განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
პ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 9🔗
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) საჯარო სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება. სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა;
ბ) სამინისტროს საშტატო ნუსხის პროექტის შედგენა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რაოდენობის განსაზღვრა;
გ) თითოეული თანამდებობის სამუშაო აღწერილობისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება;
დ) სამინისტროს ვაკანტურ თანამდებობებზე საჯარო მოსამსახურეთა მისაღებად კონკურსების ორგანიზება, ტესტირებისა და გასაუბრების დაგეგმვა და ჩატარება. საკონკურსო კომისიის მუშაობის ორგანიზაციული მხარდაჭერა, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
ე) საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის შეფასების თანამედროვე სისტემის დანერგვა და მათი პროცესის კოორდინირება, მოხელეთა პროფესიული განვითარების დაგეგმვა;
ვ) დანიშვნის, გადაყვანის, მობილობის, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინებების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება. სამინისტროში დასასაქმებელ პირებთან ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა. სამინისტროში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა / სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ სტაჟიორთა მიღება;
ზ) საინფორმაციო ბაზების შექმნა და მასში მონაცემთა ასახვა. პირადი საქმეების წარმოება, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საკადრო ადმინისტრირება;
თ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და კომპეტენციის ფარგლებში მისი შესრულების მონიტორინგი;
ი) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეების სამსახურში გამოცხადების კომპიუტერული აღრიცხვა და ერთიანი ელექტრონული დოკუმენტის წარდგენა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან;
კ) რესურსცენტრებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) უფროსების, მათი მოადგილეების, პროფესიული/ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დირექტორების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების კომპეტენციის ფარგლებში განხორციელება, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამონაწილეობით;
ლ) სახელმწიფო ჯილდოებზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწეთა წარდგენის მიზნით მასალების მომზადება და პროცესის უზრუნველყოფა;
მ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შემოსული განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ნ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 10🔗
ქართული ენის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) მკაცრი აღრიცხვის ფორმების (გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტებისა) ენობრივი სისწორის თვალსაზრისით შემოწმება;
ბ) ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელება და შესრულების მონიტორინგი.
გ) ქართულის, როგორც უცხო ენის ფლობის დონეების სტანდარტული აღწერილობების შექმნა;
დ) უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში არსებულ ქართული ენის ფაკულტეტებთან, ქართული ენის ცენტრებსა და უცხოეთის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ენობრივ საკითხებზე თანამშრომლობა;
ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფოს სხვა უწყებებთან თანამშრომლობა;
ვ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შემოსული განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ზ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს აპარატის მოსამსახურეთა კონსულტირება;
თ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 11🔗
აქტივების მართვის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უძრავი ქონების ერთიანი ბაზის შექმნა და მართვა;
ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა-განახლება;
გ) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ქონების განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-მომზადება;
დ) ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ლიკვიდაციის, რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის პროცესებში მონაწილეობა;
ვ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შემოსული განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ზ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი III
ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა და საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 12🔗
1. ადმინისტრაციაში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) ადმინისტრაციის უფროსი;
ბ) ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;
გ) სამმართველოს უფროსი;
დ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
ე) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
ვ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
ზ) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი;
თ) მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი.
2. ადმინისტრაციაში დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შეიძლება მიღებულ იქნეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
3. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით.
5. ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 13🔗
1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის უფროსი.
2. ადმინისტრაციის უფროსი ანგარიშვალდებულია ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
3. ადმინისტრაციის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ადმინისტრაციის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს ადმინისტრაციას დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებისას;
გ) ზედამხედველობასა და კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციის სამმართველოების მუშაობას;
დ) ანაწილებს ფუნქციებს ადმინისტრაციის სამმართველოებსა და ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ე) ხელს აწერს და ითანხმებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული დოკუმენტების ვიზირებას;
ვ) ზედამხედველობს ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
ზ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების დავალებების შესრულებას ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა მიერ;
თ) აკონტროლებს ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვას სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
ი) წარუდგენს მინისტრს და ზედამხედველი მინისტრის მოადგილეს წლიურ ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველი წლის ბოლოს. ასევე, პერიოდულ ანგარიშებს მათი მოთხოვნისამებრ;
კ) მინისტრს წარუდგენს წლიურ ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე, აგრეთვე მინისტრისა და ზედამხედველი მინისტრის მოადგილის მოთხოვნით ნებისმიერ დროს;
ლ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს;
მ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
4. ადმინისტრაციის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში, ადმინისტრაციის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში, ადმინისტრაციის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
5. ადმინისტრაციის უფროსის მიერ, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მიზეზის გარდა, ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციის უფროსის ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს ადმინისტრაციის საქმიანობას, ასევე, ხელს აწერს ადმინისტრაციაში მომზადებულ დოკუმენტებს.
6. ადმინისტრაციის უფროსის, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ადმინისტრაციის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 14🔗
1. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მოადგილე.
2. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს ადმინისტრაციის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას;
გ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და ადმინისტრაციის უფროსის დავალებებს;
დ) ადმინისტრაციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ხელს აწერს და ითანხმებს ადმინისტრაციაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) ითანხმებს ადმინისტრაციაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფროსის, ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
4. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ან ადმინისტრაციის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 15🔗
1. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამმართველოს და პასუხისმგებელია სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოს უფლებამოსილებათა შესრულებაზე;
გ) ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) ხელს აწერს და ითანხმებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ითანხმებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ დოკუმენტებს;
ე) აკონტროლებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ასევე, დისციპლინის დაცვას სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
ვ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას;
ზ) ადმინისტრაციის უფროსის წინაშე შუამდგომლობს სამმართველოსათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომელიც აუცილებელია სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილებათა შესრულებისათვის;
თ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და ადმინისტრაციის უფროსის/უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილებების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფროსისა და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის წინაშე.
3. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 16🔗
1. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეები:
ა) ახორციელებენ ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებას;
ბ) ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებულნი არიან, დაიცვან წინამდებარე დებულება.
2. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ შესაბამისი სამმართველოს უფროსის, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის და ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.
3. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან ადმინისტრაციის უფროსის, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის და შესაბამისი სამმართველოს უფროსის წინაშე.
4. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.