საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.02.2019
ძალის დაკარგვა 05.07.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №18/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017642
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/02/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,163 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.02.2019 მიღება
05.07.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №18/ნ 2019 წლის 15 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და  „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერების,  კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის (შემდგომში – „დეპარტამენტი“) სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 დეპარტამენტი არის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პირველადი სტრუქტურული ერთეული. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 4🔗 დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია ზედამხედველი მინისტრის პირველი მოადგილის/მოადგილის (შემგომში – ზედამხედველი მინისტრის მოადგილე) და მინისტრის წინაშე. ზედამხედველი მინისტრის მოადგილე დეპარტამენტს უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი II დეპარტამენტის კომპეტენცია და სტრუქტურა მუხლი 5🔗 დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში/დარგებში სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის წარმართვა, კოორდინაცია, განხორციელების ხელშეწყობა, მონიტორინგი და შეფასება; ბ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სფეროების/დარგების განვითარების ხელშეწყობის მიზნით კვლევითი საქმიანობის ინიციირება/წარმართვა/კოორდინაცია; გ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სფეროებში/დარგებში  ეროვნულ დონეზე არსებული სიტუაციის, საერთაშორისო სტანდარტებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების, ინსტრუქციებისა და მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების შემუშავება; დ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სფეროების/დარგების მიმართულებით სამოქმედო გეგმის შემუშავების კოორდინაცია და გეგმის შესრულების კონტროლი/მონიტორინგი; ე) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, მის სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირების, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მეთოდოლოგიური და საკონსულტაციო დახმარება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროების მიმართულებით შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით; ვ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში/დარგებში ინკლუზიური განვითარების (საზოგადოების მარგინალიზებული/მოწყვლადი და ნაკლებად დაცული ჯგუფების ჩართულობის) ხელშეწყობა, ინკლუზიური განათლებისა და ინკლუზიური განვითარების სხვა პროგრამების/პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია; ზ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, მის სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირების, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სფეროების/დარგების მიმართულებით  შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტებით განსაზღვრული ღონისძიებების მიმდინარეობისა და შესრულების  მონიტორინგი; თ) სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების იმპლემენტაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი  საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება; ი) სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის ხელშეწყობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგში; კ) უწყებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროების/დარგების მიმართულებით სახელმწიფო სტრატეგიებისა და  სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით; ლ) საქართველოს მთავრობის, უწყებათაშორისი საბჭოების/კომისიებისა და სხვა უწყებათაშორისი ორგანოების მიერ ინიციირებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა,  შესაბამისი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია და  ანგარიშების მომზადება; მ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კონსულტირება და მხარდაჭერა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სფეროების/დარგების მიმართულებით  საქმიანობის განხორციელების/ კოორდინაციის მიზნით; ნ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სტრატეგიების დაგეგმვის, განხორციელების პროცესისა და შედეგების გამჭვირვალობისა და ინკლუზიური განვითარების უზრუნველყოფა; ო) საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 6🔗 დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველო; ბ) ინკლუზიური განვითარების სამმართველო. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, საჯარო მოსამსახურეები და დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციები მუხლი 7🔗 1. ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ კომპეტენციათა შესრულების მიზნით, დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) დეპარტამენტის უფროსი; ბ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; გ) სამმართველოს უფროსი; დ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ე) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ვ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. 2. დეპარტამენტში დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შესაძლებელია მიღებულ იქნეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. 3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით. 4. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 5. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მუხლი 8🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის  წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას; გ) ზედამხედველობას და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სამმართველოების მუშაობას; დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სამმართველოებსა და დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ე) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; ვ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების დავალებების შესრულებას დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ; ზ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვას სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; თ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანების პროექტებს, ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სახელით გასაგზავნ დოკუმენტებს და ავიზებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების – ბრძანების პროექტებს; ი) წარუდგენს მინისტრს და ზედამხედველი მინისტრის მოადგილეს წლიურ ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველი წლის ბოლოს. ასევე, პერიოდულ ანგარიშებს მათი მოთხოვნისამებრ; კ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებათა განხორციელებას, რისთვისაც წარუდგენს ზედამხედველი მინისტრის მოადგილეს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; ლ) წარუდგენს ზედამხედველი მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;  მ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებათა შესასრულებლად; ნ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ო) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; პ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების  ცალკეულ დავალებებს; ჟ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 4. დეპარტამენტის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ან ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. 5. დეპარტამენტის უფროსის მიერ, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მიზეზის გარდა, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულების  შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე, დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს. 6. დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის  უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. მუხლი 9🔗 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას; გ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს; დ) დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს სამმართველოების უფროსებსა და სამმართველოების საჯარო მოსამსახურეებს შორის; ე) დეპარტამენტის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში, მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას; ვ) დეპარტამენტის უფროსის მიერ, ამ მუხლის მეორე პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზეზის გარდა, დეპარტამენტის უფროსის მიერ მოვალეობის შესრულების  შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე, კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე, ხელს აწერს და ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების −  ბრძანებების პროექტებს; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულნი არიან  დეპარტამენტის უფროსის, ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ან დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. მუხლი 10🔗 1. სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სახელმწიფო პოლიტიკის  შემუშავების/განხორციელების პროცესის სტრატეგიული დაგეგმვა და წარმართვა:  გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების კოორდინაცია, მათი შესრულების კონტროლი, მონიტორინგი და შეფასება, ანგარიშგება; ბ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის პოლიტიკის განვითარების (კვლევა, ანალიზი, დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი) პროცესში სამთავრობო უწყებების, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორების და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფა; გ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სტრატეგიული განვითარების პროცესის ღიაობის, საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა: შესაბამისი ვებ-გვერდის, სოციალური ქსელების მართვა ადმინისტრირება; დ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის პოლიტიკის/ სტრატეგიული დოკუმენტების,  სამოქმედო გეგმების შესრულების  მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება; ე) სტრატეგიული განვითარების პროცესში სამინისტროს შიდა და გარე თანამშრომლობის კოორდინაცია; ვ) საქართველოს მთავრობის, უწყებათაშორისი საბჭოების/კომისიების და სხვა უწყებათაშორისი ორგანოების მიერ ინიციირებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და შესაბამისი ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება; ზ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციის შესაბამისად ჩართულობის კოორდინაცია, სხვა უწყებების/დარგების პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიზნით; თ) ყველა დაინტერესებული მხარის საკონსულტაციო დახმარება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში სტრატეგიული დოკუმენტების განვითარების, სამოქმედო გეგმების შემუშავების საკითხში; ი) ქვეყნის მასშტაბით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის რესურსებისა და ამ სფეროებთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების/ინფორმაციის მართვის ხელშეწყობა; კ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სფეროების/დარგების განვითარების ხელშეწყობის მიზნით  კვლევითი საქმიანობის საჭიროებების განსაზღვრა, დაგეგმვა და წარმართვა; ლ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  პოლიტიკასა და სფეროებში/დარგებში საერთაშორისო სტანდარტების და საზღვარგარეთის ქვეყნების  წარმატებული გამოცდილების შესწავლა; მ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სფეროების/დარგების  განვითარებისათვის რეკომენდაციების, ინსტრუქციებისა და მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების შემუშავება; ნ) კვლევისა და ანალიზის საფუძველზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მართვის ეფექტური მოდელების განსაზღვრა და შესაბამისი ინსტრუქციების/მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება; ო) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის პოლიტიკასთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების: კონფერენციების, სემინარების და სხვ. დაგეგმვა და განხორციელების ხელშეწყობა; პ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 3. სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; დ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას; ე) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსისა/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას  ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილის წინაშე. 5. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. 6. სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 11🔗 1. ინკლუზიური განვითარების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ინკლუზიური განვითარების პოლიტიკის და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება, მათი განხორციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი; ბ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროების  თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით კვლევითი საქმიანობის  ორგანიზება,  წარმართვა და განხორციელების ხელშეწყობა/თანამონაწილეობა; გ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  ინკლუზიურ განვითარებასთან დაკავშირებულ კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობა და ცვლილებების ინიციირება; დ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროების ინკლუზიური განვითარების მიზნით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მისი გათვალისწინებით შესაბამისი მეთოდოლოგიის, სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების შემუშავება - განხორციელების კოორდინაცია; ე) პირის სპეციალური  საჭიროების იდენტიფიცირება, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში  მის საჭიროებაზე მორგებული ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობა, სერვისების განვითარება და  ინტეგრაციის მხარდაჭერა; ვ) ინკლუზიური განვითარების მიმართულებით ადგილობრივ/საერთაშორისო და სამთავრობო/არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია; ზ) დაფინანსების მოდელების შემუშავება და რეკომენდაციების მომზადება; თ) ინკლუზიური განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ხელშეწყობა; ი) განათლების ყველა საფეხურზე, კულტურის და სპორტის სფეროში მეთოდოლოგიური მხარდაჭერის უზრულვეყოფა; კ)  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სფეროების ინკლუზიური განვითარების  საკითხებზე საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის მიღება; ლ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების/სტუდენტების სწავლა-სწავლების პროცესის მხარდაჭერა ტექნოლოგიების, ალტერნატიული მხარდამჭერი პროგრამების, რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა; მ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სფეროს ინკლუზიური განვითარების მიზნით პროგრამების და პროექტების განხორციელება; ნ)  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სფეროების ინკლუზიური განვითარების მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების ორგანიზება; ო) ადგილობრივ/საერთაშორისო და სამთავრობო/არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია; პ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სფეროების ინკლუზიური განვითარების  საკითხებზე საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის მიღება; ჟ) სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან მომუშავე ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა; რ) სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული იურიდიული პირების მიერ ინკლუზიური განვითარების მიმართულებით განსახორციელებელი საქმიანობის კოორდინაცია; ს) სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა;  ტ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ინკლუზიური განვითარების პოლიტიკის და სტრატეგიული მიზნების განსაზღვრის მიზნით სტატისტიკური მონაცემების მოძიება და დამუშავება; უ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ფ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. ინკლუზიური განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 3. ინკლუზიური განვითარების სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; დ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას; ე) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას  ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილის წინაშე. 5. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. 6. ინკლუზიური განვითარების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციების განხორციელების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.