საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.02.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №17/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017641
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/02/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.02.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №17/ნ
2019 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი არის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პირველადი სტრუქტურული ერთეული.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე, ზედამხედველი მინისტრის მოადგილე დეპარტამენტს უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
დეპარტამენტის კომპეტენცია და სტრუქტურა
მუხლი 5🔗
დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) კულტურის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) კულტურის სფეროში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელება/კოორდინაცია და ზედამხედველობა;
გ) კულტურის სფეროში საერთაშორისო კონვენციებისა და ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების განხორციელების კოორდინაცია და სფეროში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
დ) საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, კულტურის სფეროში საკანონმდებლო ინიციატივების მომზადების ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ე) თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, ლიტერატურის, გამოყენებითი პროფესიული ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების, სახელოვნებო განათლების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით;
ვ) შემოქმედებითი ინდუსტრიების, ასევე კულტურული მარშრუტებისა და კულტურული ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ტრანსნაციონალურ მარშრუტებში საქართველოს ინტეგრირების მიზნით, ახალი ინიციატივების და ინოვაციური პროექტების შექმნის ხელშეწყობა;
ზ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის (მატერიალური და არამატერიალური) გამოვლენის, აღრიცხვის, დაცვის, მოვლა-პატრონობისა და მართვის პოლიტიკის განსაზღვრა და შესაბამის ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა; საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართული კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის, აღრიცხვის, დაცვისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფის მიზნით; კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებზე დარგობრივი ზედამხედველობა;
თ) ერთიანი სამუზეუმო სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; საქართველოს მუზეუმების სახელმწიფო რეესტრის წარმოება; ქვეყნის მასშტაბით სამუზეუმო საქმიანობის რეგულირება, სამუზეუმო კოლექციების დაცვისა და პოპულარიზაციისათვის ზრუნვა, საქართველოს მუზეუმების კოლექციების საინფორმაციო სისტემის განვითარება-ადმინისტრირება, მუზეუმებში დაცული ფასეულობების სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების ხელშეწყობა;
ი) ეროვნულ უმცირესობათა, სპეციალური საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ქალთა, ბავშვებისა და ახალგაზრდობის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
კ) რეგიონებში კულტურული ცხოვრების სტიმულირება და ხელშეწყობა, პროფესიული წრეებისა და ფართო საზოგადოების ჩართულობისა და კულტურული ღონისძიებების ჩატარების მხარდაჭერით;
ლ) სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებების, კულტურის დღეების, გამოფენების, კონცერტების, ფესტივალების, სახელმწიფო ცერემონიების, საგასტროლო და სხვა გასვლითი აქტივობების ხელშეწყობა მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებში ქართველი ხელოვანების მონაწილეობის მხარდაჭერა;
მ) კულტურის სფეროში მოღვაწეთა სოციალური დახმარებების/გრანტების გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და მონიტორინგი, ხოლო სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენისა და მათთვის საპატიო წოდებების მინიჭების თაობაზე საკითხების ინიცირება;
ნ) კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმებისა და პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა, დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ დარგებში/სფეროებში მონაცემების შეგროვება, კვლევების დაგეგმვა და არსებული ვითარების ანალიზი;
ო) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული დარგების/სფეროების მართვის და განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის, ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით, შესაბამისი პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება, მათი განხორციელების გზების განსაზღვრა; პროგრამების/ქვეპროგრამების განხორციელების სათანადო ღონისძიებების (მ.შ. კონკურსების) კოორდინაცია, რეალიზების შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;
პ) კულტურის სფეროში ინფორმაციის სისტემატიზაციის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მექანიზმების შემუშავების ხელშეწყობა;
ჟ) კულტურის სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო პროგრამების/ქვეპროგრამების, ასევე მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების და განხორციელება/დანერგვის ხელშეწყობა;
რ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი, შესაბამისი იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი, სამოქმედო გეგმების შემუშავების, განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი შესაბამისი იურიდიული პირების მეთოდური დახმარება და მათი საქმიანობის გაუმჯობესების, ასევე სისტემური განვითარების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების/ინსტრუქციების შემუშავება;
ს) არაფორმალური, პროფესიული, ზოგადი და უმაღლესი განათლების სახელმწიფო სტრატეგიებში, სამოქმედო გეგმებსა და პროგრამებში/ქვეპროგრამებში თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, კულტურის ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებსა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალ იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა;
ტ) კულტურის სფეროში სამინისტროსა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა საქმიანობის განხორციელება და ამ მიზნით სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებსა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალ იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა;
უ) საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 6🔗
დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ხელოვნების ხელშეწყობის სამმართველო;
ბ) მიზნობრივი პროექტების მართვის და მონიტორინგის სამმართველო;
გ) კულტურული მემკვიდრეობის სამმართველო;
დ) კულტურული მარშრუტების სამმართველო.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, საჯარო მოსამსახურეები და დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციები
მუხლი 7🔗
1. ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ კომპეტენციათა შესრულების მიზნით, დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) დეპარტამენტის უფროსი;
ბ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
გ) სამმართველოს უფროსი;
დ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
ე) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
ვ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
ზ) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი.
2. დეპარტამენტში დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შეიძლება მიღებულ იქნეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 8🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას;
გ) ზედამხედველობას და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სამმართველოების მუშაობას;
დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სამმართველოებსა და დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ე) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
ვ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების დავალებების შესრულებას დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ;
ზ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვას სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების პროექტების, დეპარტამენტში მომზადებული მინისტრის/ზედამხედველი მინისტრის მოადგილის სახელით გასაგზავნი დოკუმენტებისა და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების პროექტების ვიზირებას;
ი) წარუდგენს მინისტრს და ზედამხედველი მინისტრის მოადგილეს წლიურ ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველი წლის ბოლოს. ასევე, პერიოდულ ანგარიშებს მათი მოთხოვნისამებრ;
კ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებათა განხორციელებას, რისთვისაც წარუდგენს ზედამხედველ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ლ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;
მ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებათა შესასრულებლად;
ნ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების ანგარიშს მათ მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ო) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების საკითხზე;
პ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს;
ჟ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
4. დეპარტამენტის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
5. დეპარტამენტის უფროსის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მიზეზის გარდა, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს.
6. დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 9🔗
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას;
გ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;
დ) დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ხელს აწერს და ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;
ე) დეპარტამენტის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში, მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას;
ვ) ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების − ბრძანების პროექტებს;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ან დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 10🔗
1. ხელოვნების ხელშეწყობის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სახელოვნებო დარგების განვითარების პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) ხელოვნების სფეროში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელება/კოორდინაცია და ზედამხედველობა;
გ) თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, ლიტერატურის, გამოყენებითი პროფესიული ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების, სახელოვნებო განათლების, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით;
დ) ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიების, სამოქმედო გეგმებისა და პროგრამების/ქვეპროგრამების, საკანონმდებლო ინიციატივების, მეთოდოლოგიური გზამკვლევების შემუშავების კოორდინაცია და განხორციელების კონტროლი; „კულტურის სტრატეგია 2025“-ის შესაბამისად, ხელოვნების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობების განხორციელება;
ე) ხელოვნების განვითარების, ხელშეწყობის, კულტურის პოპულარიზაციის და რეგიონებში კულტურის მხარდაჭერის ქვეპროგრამების შემუშავება, ქვეპროგრამების პრიორიტეტებისა და განხორციელების გზების განსაზღვრა;
ვ) პროგრამული პრიორიტეტების შესაბამისად კონკურსების გამოცხადება და განაცხადების განხილვა შესაბამის სამმართველოებთან ერთად; კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესის შესაბამისად, ქვეპროგრამების რეალიზაციის მონიტორინგი;
ზ) სამინისტროს სისტემის/მმართველობის სფეროში შემავალი სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებული მიმართულების ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაციისა და კონტროლის განხორციელება, მათ მიერ მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმების შემუშავების უზრუნველყოფა;
თ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ დარგებში არსებული და მიმდინარე პროცესების, ტენდენციების სისტემატური ანალიზი;
ი) ეროვნულ უმცირესობათა, სპეციალური საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ქალთა, ბავშვებისა და ახალგაზრდობის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
კ) კულტურული ცხოვრების სტიმულირება და ხელშეწყობა პროფესიული წრეებისა და ფართო საზოგადოების ჩართულობისა და კულტურული ღონისძიებების ჩატარების მხარდაჭერით;
ლ) სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებების, კულტურის დღეების, გამოფენების, კონცერტების, ფესტივალების, სახელმწიფო ცერემონიების, საგასტროლო და სხვა გასვლითი აქტივობების ხელშეწყობა, მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებში ქართველი ხელოვანების მონაწილეობის მხარდაჭერა;
მ) კომპეტენციის შესაბამისად, სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირებიდან ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, პერიოდული ანგარიშის მომზადება მათ მიერ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ;
ნ) საქართველოს ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე სამინისტროში შემოსული პროექტების განმხილველი კომისიის მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ო) კულტურის სფეროში მოღვაწეთა სოციალური დახმარებების/გრანტების გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
პ) სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენისა და მათთვის საპატიო წოდებების მინიჭების თაობაზე საკითხების ინიცირება;
ჟ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. ხელოვნების ხელშეწყობის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
3. ხელოვნების ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
დ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
5. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
6. ხელოვნების ხელშეწყობის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელოვნების ხელშეწყობის სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 11🔗
1. მიზნობრივი პროექტების მართვის და მონიტორინგის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი პროგრამის/ქვეპროგრამების შესაბამისად პრიორიტეტებით განსაზღვრული მიზნობრივი კონკურსების განხორციელება და წარმოდგენილი პროექტების მართვა;
ბ) წარმოდგენილი საპროექტო განაცხადების განხილვასა და შესაბამისი სამმართველოების რეკომენდაციების გათვალისწინებით განაცხადების დაზუსტება;
გ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული, სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის განხორციელების პროცესში ჩართვა და გამარჯვებული პროექტების მართვა;
დ) სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში შემოსული პროექტების შესახებ სათანადო მასალების მომზადება; პროექტების ავტორებისათვის კონსულტაციების გაწევა;
ე) პროექტის დაფინანსების თაობაზე მოხსენებითი ბარათის მომზადება;
ვ) პროექტის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების კონტროლი და პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი;
ზ) დარგობრივ სამმართველოსთან შეთანხმებით, გაფორმებულ ხელშეკრულებებში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება;
თ) პროექტის დასრულების შემდგომ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა და ანგარიშის მომზადება;
ი) ყოველკვარტალური ანგარიშის მომზადება პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში პროექტების რეალიზების შედეგის შესახებ;
კ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. მიზნობრივი პროექტების მართვის და მონიტორინგის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
3. მიზნობრივი პროექტების მართვის და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
დ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
5. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
6. მიზნობრივი პროექტების მართვის და მონიტორინგის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნობრივი პროექტების მართვის და მონიტორინგის სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 12🔗
1. კულტურული მემკვიდრეობის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში/დარგში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების შესაბამისად, მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, სხვა კულტურულ ფასეულობათა გამოვლენის, ექსპერტიზის, აღრიცხვის, პასპორტიზაციის, დაცვის, რეაბილიტაციისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა/კოორდინაცია;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის დარგობრივი პოლიტიკის, მათ შორის, ერთიანი სამუზეუმო პოლიტიკის შემუშავება/განხორციელების კოორდინაცია;
გ) შესაბამისი სტრატეგიების, სამოქმედო გეგმებისა და პროგრამების/ქვეპროგრამების, საკანონმდებლო ინიციატივების, მეთოდოლოგიური გზამკვლევების შემუშავების კოორდინაცია და განხორციელების კონტროლი; „კულტურის სტრატეგია 2025“-ის შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობების განხორციელება;
დ) სამინისტროს სისტემის/მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – კულტურული მემკვიდრეობის მიმართულების ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაციისა და კონტროლის განხორციელება, მათ მიერ მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების უზრუნველყოფა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, თემატური სამოქმედო გეგმების შემუშავება, მიზნობრივი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების ფორმირებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში და მათი საქმიანობის კოორდინაცია;
ვ) იუნესკოს მიერ დადგენილი სტანდარტებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, მსოფლიო მემკვიდრეობის, კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის აღრიცხვა-შერჩევისა და კონვენციით განსაზღვრული ნუსხებისთვის ნომინაციების მომზადების, ასევე შესაბამის საერთაშორისო ნუსხებში შეტანილ ქართულ ძეგლთა და არამატერიალური მემკვიდრეობის ელემენტთა დაცვისა და მართვის კოორდინაცია-ხელშეწყობა შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით;
ზ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის/ობიექტის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პროცედურების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის კატეგორიის განსაზღვრის საკითხების კოორდინაცია;
თ) კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების პროექტების შემუშავების კოორდინაცია და მათი ლეგალიზაციისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობა; კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისა და სხვა ისტორიულ-კულტურული არეალების ინვენტარიზაციისა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის კოორდინაცია;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ძეგლებისა და მათი ტერიტორიების ფლობისა და სარგებლობის უფლებით გაცემისა და კულტურული მემკვიდრეობის გავრცელების არეალებში და დამცავ ზონებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის საკითხების განხილვისა და შესაბამისი პირობებისა და მოთხოვნების შემუშავების კოორდინაცია;
კ) ქვეყნის მასშტაბით სამუზეუმო საქმიანობის რეგულირება, საქართველოს მუზეუმების სახელმწიფო რეესტრის წარმოება, სამუზეუმო კოლექციების დაცვისა და პოპულარიზაციისათვის ზრუნვა, მუზეუმებში დაცული ფასეულობების რესტავრაცია-კონსერვაციის განხორციელების ხელშეწყობა, საქართველოს მუზეუმების კოლექციების საინფორმაციო სისტემის (www.egmc.gov.ge) ადმინისტრირება;
ლ) „მუზეუმების განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის შემუშავება, მისი პრიორიტეტებისა და განხორციელების გზების განსაზღვრა, კომპეტენციის ფარგლებში, პროგრამის შესრულების მონიტორინგი, პროგრამის რეალიზების შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება, საპროექტო განაცხადების განხილვა შესაბამის დარგობრივ სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად;
მ) საერთაშორისო სამუზეუმო სივრცეში ქვეყნის მუზეუმების ინტეგრირებისა და მუზეუმის, როგორც საგანმანათლებლო ინსტიტუციის განვითარების ხელშეწყობა; მუზეუმების მართვისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, საერთაშორისო დახმარებების მოძიება და განაცხადების წარდგენა;
ნ) მუზეუმების დაფუძნების და მუზეუმებში მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის კოორდინაცია; მუზეუმებში არსებული კოლექციებისა და ფასეულობების სახელმწიფო კონტროლი და მათი დაცულობის მიზნით პრევენციული ზომების გატარების ხელშეწყობა;
ო) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. კულტურული მემკვიდრეობის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
3. კულტურული მემკვიდრეობის სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
დ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
4. კულტურული მემკვიდრეობის სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
5. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
6. კულტურული მემკვიდრეობის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კულტურული მემკვიდრეობის სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 13🔗
1. კულტურული მარშრუტების სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) კულტურული მარშრუტებისა და კულტურული ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ტრანსნაციონალურ მარშრუტებში საქართველოს ინტეგრირების მიზნით, ახალი ინიციატივების და ინოვაციური პროექტების შექმნის ხელშეწყობა;
ბ) ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამაში საქართველოს აქტიური მონაწილეობისა და კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეროვნულ დონეზე განხორციელების კოორდინაცია;
გ) საქართველოში ადგილობრივი კულტურული მარშრუტების შექმნისა და სერტიფიცირების მიზნით საქმიანობის წარმართვა;
დ) დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, კონკურსის წესით კულტურული მარშრუტების ისეთი პროექტების გამოვლენა და ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია საქართველოს ისტორიის, მეხსიერების, იდენტობის, მემკვიდრეობის, კულტურული ტრადიციების და საქართველოს მრავალფეროვანი კულტურის წარმოჩენისკენ;
ე) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. კულტურული მარშრუტების სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
3. კულტურული მარშრუტების სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
დ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
5. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
6. კულტურული მარშრუტების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კულტურული მარშრუტების სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.