📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.02.2019
ძალის დაკარგვა 05.07.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №16/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.022.017640
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/02/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,229 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.02.2019 მიღება
05.07.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №16/ნ 2019 წლის 15 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №29/ნ  ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 დეპარტამენტი არის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ერთეული. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 4🔗 დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და ზედამხედველი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი II დეპარტამენტის კომპეტენცია და სტრუქტურა მუხლი 5🔗 დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის განსაზღვრა და კოორდინაცია; ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესების კოორდინაცია, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში; გ) უცხო ქვეყნებთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში; დ) სამინისტროს საერთაშორისო დოკუმენტების (შეთანხმებები, მემორანდუმები, თანამშრომლობის პროგრამები და სხვ.) მომზადება და შესაბამისი პროცედურების წარმართვა; კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებზე მიმდინარე შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებში მონაწილეობის მიღება, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია, მათ შორის, საწევრო გადასახადების უზრუნველყოფა; ე) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მიზნით წინადადებების შემუშავება და მინისტრისა  და ზედამხედველი მინისტრის მოადგილისთვის წარდგენა და მათი შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება; ვ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საერთაშორისო თანამშრომლობის კოორდინაცია; ზ) უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და საქართველოში აკრედიტებულ  დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან  თანამშრომლობა; თ) საზღვარგარეთ საერთაშორისო ღონისძიებებში (კონფერენცია, ფორუმი, სიმპოზიუმი და სხვა) სამინისტროს მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფა და ანალოგიურ ღონისძიებათა საქართველოში მოწყობის კოორდინაცია; ი) საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებებთან მიმართებაში პრიორიტეტების განსაზღვრა, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებსა და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა და კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაცია; კ) საერთაშორისო ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და პოპულარიზაციის  ხელშეწყობა; ლ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სფეროების/დარგების ინტერნაციონალიზაციის, საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა და პოპულარიზაციის  ხელშეწყობა; მ) კომპეტენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლის ხელშეწყობა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე; ნ) შესაბამისი პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება, მათი განხორციელების გზების განსაზღვრა, კომპეტენციის ფარგლებში,   შესრულების მონიტორინგი,  რეალიზების შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება, განაცხადების განხილვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად; ო) პროგრამების/ქვეპროგრამების შესაბამისად და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, კონკურსების გამოცხადება, განაცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ან/და კონკურსის შედეგების სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; პ) საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 6🔗 დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველო; ბ) ევროკავშირთან ინტეგრაციის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველო; გ) საერთაშორისო პროგრამების და პოპულარიზაციის სამმართველო. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, საჯარო მოსამსახურეები და დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციები მუხლი 7🔗 1. ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ კომპეტენციათა შესრულების მიზნით, დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) დეპარტამენტის უფროსი; ბ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; გ) სამმართველოს უფროსი; დ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ე) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ვ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. 2. დეპარტამენტში დამხმარე ან არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად შეიძლება მიღებულ იქნეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. 3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით. 5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 8🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას; გ) ზედამხედველობას და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სამმართველოების მუშაობას; დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სამმართველოებსა და დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ე) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; ვ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების დავალებების შესრულებას დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ; ზ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვას სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; თ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების პროექტებს, ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ მინისტრის ან მინისტრის მოადგილის სახელით გასაგზავნ დოკუმენტებსა და კომპეტენციის ფარგლებში – სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ სხვადასხვა სახის დოკუმენტებს. ი) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებათა განხორციელებას, რისთვისაც წარუდგენს ზედამხედველი მინისტრის მოადგილეს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; კ) წარუდგენს ზედამხედველ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ; ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებათა შესასრულებლად; მ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ნ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების საკითხზე; ო) წარუდგენს მინისტრს და ზედამხედველი მინისტრის მოადგილეს წლიურ ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველი წლის ბოლოს. ასევე პერიოდულ ანგარიშებს მათი მოთხოვნისამებრ; პ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების  ცალკეულ დავალებებს; ჟ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 4. დეპარტამენტის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ან ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. 5. დეპარტამენტის უფროსის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მიზეზის გარდა, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე, დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს. 6. დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. მუხლი 9🔗 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი  მოადგილე. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას; გ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს; დ) დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ხელს აწერს და ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს მათ შორის დეპარტამენტის უფროსის მიერ მისთვის განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისად, ავიზებს სამმართველოებში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების −  ბრძანებების პროექტებს; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულნი არიან  დეპარტამენტის უფროსის, ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ან დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. მუხლი 10🔗 1.         საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა; ბ) საზღვარგარეთის ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობა; გ) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კავშირების დამყარებისა და  თანამშრომლობის კოორდინაცია; დ) ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მიზნით უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობა; ე) სამინისტროს სახელმწიფოთაშორისი საერთაშორისო დოკუმენტების (შეთანხმებები, მემორანდუმები, თანამშრომლობის პროგრამები და სხვ.) მომზადება და შესაბამისი პროცედურების წარმართვა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებზე მიმდინარე შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებში მონაწილეობის მიღება და სახელმწიფოთაშორისო საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია; ზ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ღონისძიებებში (კონფერენცია, ფორუმი, სიმპოზიუმი, შეხვედრა და სხვა) სამინისტროს მონაწილეობის უზრუნველყოფა; თ) კომპეტენციის ფარგლებში პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავებასა და შესრულების მონიტორინგში მონაწილეობის მიღება; ი) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 3. საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; დ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას  ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე; 5. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. 6. საერთაშორისო თანამშრომლობის  სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 11🔗 1. ევროკავშირთან ინტეგრაციის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველოს  კომპეტენციაა: ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობა და წახალისება; „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროში არსებული პრიორიტეტების შემუშავება, მათი კოორდინაცია და შესაბამისი ანგარიშ(ებ)ის მომზადება; ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირთან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; გ) ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით არსებული პარტნიორობის მექანიზმების ეფექტური გამოყენება სამინისტროს, ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით; დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებთან და ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობის პროგრამების, გეგმების, მექანიზმების შემუშავება, სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, მათი განხორციელების კოორდინაცია; ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი და ამ პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;   ვ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირთან თანამშრომლობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების განხორციელება; ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება/კოორდინაცია და ამ მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობა; თ) საქართველოში და საზღვარგარეთ მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება და წარმართვა, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში მათთან თანამშრომლობის კოორდინაცია; ი) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში უცხოური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების კოორდინაცია. კ) სამინისტროს უწყებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და მის დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია; ლ) „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლის ხელშეწყობა, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებითა და მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსათვის დასაბუთებული მომართვის საფუძველზე; მ) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №40 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის „ცოდნის კარი“ ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მონიტორინგი; ნ) ევროკავშირთან ინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ო) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. ევროკავშირთან ინტეგრაციის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 3. ევროკავშირთან ინტეგრაციის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; დ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას  ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე. 5. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. 6. ევროკავშირთან ინტეგრაციის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირთან ინტეგრაციის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 12🔗 1. საერთაშორისო პროგრამების და პოპულარიზაციის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო  თანამშრომლობის განვითარებისათვის პრიორიტეტების განსაზღვრა და ამ მიმართულებით საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა; ბ) საზღვარგარეთ  ქვეყნის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურული და სპორტული პოტენციალის წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის შესაბამისი პროგრამების/ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ხელშეწყობა; გ) კომპეტენციის ფარგლებში,  შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და კულტურული ტურიზმის ღონისძიებების ხელშეწყობა/ორგანიზება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ფორუმების, გამოფენების, კონფერენციებისა და სხვა მასშტაბური ღონისძიებების განსახორციელებლად აუცილებელი აქტივობების ორგანიზება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებების (სახელმწიფო დღესასწაულები   და სხვა) დაგეგმვა და განხორციელების ხელშეწყობა;   ვ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;  ზ) კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სარეიტინგო კვლევებისა და ანგარიშების ანალიზი, ასევე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; თ) კომპეტენციის ფარგლებში   სხვადასხვა ორგანიზაციებსა და  ღონისძიებებში  სამინისტროს წარმომადგენლობა; ი) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. საერთაშორისო პროგრამების და პოპულარიზაციის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 3. საერთაშორისო პროგრამების და პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; დ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას  ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე. 5. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. 6. საერთაშორისო პროგრამების და პოპულარიზაციის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო პროგრამების და პოპულარიზაციის  სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.