საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.02.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №10/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.022.017634
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/02/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.02.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №10/ნ
2019 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის: „ა“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი არის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პირველადი სტრუქტურული ერთეული.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და ზედამხედველი მინისტრის მოადგილის წინაშე. ზედამხედველი მინისტრის მოადგილე დეპარტამენტს უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
დეპარტამენტის კომპეტენცია და სტრუქტურა
მუხლი 5🔗
დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სპორტის სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, მაღალი მიღწევების სპორტის მიმართულების მიხედვით, დარგობრივი პოლიტიკისა და სტრატეგიული მიმართულებების განხორციელება/განხორციელების ხელშეწყობა, კოორდინაცია და მონიტორინგი;
ბ) სამინისტროს მიერ აღიარებულ სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და საქმიანობის კოორდინაცია, მათთან თანამშრომლობის ეფექტიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით შესაბამისი მოხსენებითი ბარათების მომზადება, ასევე მაღალი მიღწევების სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
გ) სპორტული ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი, მათ შორის, საქართველოში და ქვეყნის გარეთ გასამართი სპორტული ღონისძიებების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება; საქართველოში გასამართი საერთაშორისო ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება, ასევე სპორტული ორგანიზაციების მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებების კალენდარული გეგმის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
დ) სპორტის სფეროში მოღვაწეთა სოციალური დახმარების/გრანტების უზრუნველსაყოფად და სპორტსმენების, მწვრთნელების, ნაკრები გუნდების საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალისთვის დაწესებული ფულადი პრიზებისა და სტიპენდიების გასაცემად შესაბამისი საორგანიზაციო/ტექნიკური სახის საქმიანობისა და სათანადო ღონისძიებების განხორციელება;
ე) სპორტული ორგანიზაციებისათვის დამტკიცებული პროგრამების მიხედვით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენისა და დაფინანსების კოორდინაცია, შესაბამისი მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათების მომზადება, ასევე სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული სპორტული შედეგების მონაცემთა დამუშავება;
ვ) სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებთან შესაბამისი შუამდგომლობების მომზადება სპორტული ორგანიზაციებისთვის; სპორტის სფეროსთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მათთან დაკავშირებით დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; სპორტული ორგანიზაციების საორგანიზაციო საქმიანობის ანალიზი და ამ მხრივ მათთვის რეკომენდაციებისა და მეთოდური დახმარების გაწევა;
ზ) სპორტთან და სამინისტროს საქმიანობის სპორტის მიმართულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების (ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი) პროექტების მომზადებაში ხელშეწყობა;
თ) სპორტის სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, მასობრივი სპორტის მიმართულების მიხედვით, დარგობრივი პოლიტიკისა და სტრატეგიული მიმართულებების შემუშავება, დაგეგმვა, განხორციელება/განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ი) „სპორტი ყველასათვის“ მიმართულების ხელშეწყობა; თამბაქოს, ალკოჰოლისა და სხვა მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
კ) მასობრივი სპორტული ღონისძიებების პროგრამების შემუშავება და დანერგვის პროცესის კოორდინაცია; მასობრივი სპორტული ორგანიზაციების საქმიანობის მონიტორინგი; მასშტაბური მასობრივი სპორტული ღონისძიებების დაგეგმვის კოორდინაცია და მათ ორგანიზებაში ჩართულობა;
ლ) სხვადასხვა სამინისტროს მიერ ორგანიზებული მასობრივი სპორტული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
მ) შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირებს შორის სპორტული ღონისძიებების ორგანიზებისა და მათი სპორტში ჩაბმის ხელშეწყობა;
ნ) მასობრივი სპორტისა და სპორტული ტურიზმის სტრატეგიების შემუშავებისა და დანერგვის პროცესის ხელშეწყობა;
ო) სპორტის სხვადასხვა სფეროს კვლევების განხორციელების კოორდინაცია, ასევე სპორტის მართვის სახელმწიფო მოდელთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივი გარემოს კვლევებზე დაყრდნობით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; სპორტის განვითარების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება და სტატისტიკური მეთოდოლოგიის განსაზღვრა, სპორტის განვითარების სტრატეგიული მნიშვნელობის ინიციატივების შესახებ პროგრამების/ქვეპროგრამების მომზადება და მათი იმპლემენტაციის ხელშეწყობა;
პ) სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, დახვეწა, ასევე შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება; სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სტრატეგიულ დოკუმენტებსა და სამოქმედო გეგმებში სპორტის კომპონენტის ნაწილზე სამუშაო პროცესებში მონაწილეობის მიღება; ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობა და ერთიანი სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია; სპორტის მიმართულებით სამინისტროს კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება;
ჟ) ეროვნულ დონეზე დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა და შესაბამის უწყებათაშორის სტრუქტურებში და საერთაშორისო პლატფორმებში მონაწილეობა; სპორტის სფეროში საერთაშორისო შეთანხმებებისა და კონვენციების საქართველოს პრაქტიკასა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში მონაწილეობა და სპორტში ძირითად დარღვევებთან ბრძოლის კოორდინაცია;
რ) სასპორტო განათლების, ფიზიკური აღზრდისა და მეცნიერების განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების კოორდინაცია; სპორტის სფეროს კადრების მომზადების დონის შესწავლა, შრომის ბაზრის კვლევა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
ს) სპორტული ინფრასტრუქტურის გრძელვადიანი განვითარების გეგმის შემუშავებისა და შესაბამისი ეროვნული სტანდარტების დადგენის პროცესებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის შესახებ არსებული მონაცემების სისტემატიზაციის კოორდინაცია;
ტ) სპორტის სფეროში მოღვაწეთა სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენისა და მათთვის სპორტის საპატიო წოდებების მინიჭების, აგრეთვე ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის შესაბამისი საორგანიზაციო და ტექნიკური სახის ღონისძიებების უზრუნველყოფა;
უ) შესაბამისი პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება, მათი განხორციელების გზების განსაზღვრა, კომპეტენციის ფარგლებში, შესრულების მონიტორინგი, რეალიზების შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება, კონკურსების გამოცხადება და განაცხადების განხილვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად; გადაწყვეტილების მიღება ან/და კონკურსის შედეგების სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ფ) სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების სისტემის გაუმჯობესებისა და დახვეწის კოორდინაცია, ასევე შესაბამისი საბჭოს სხდომებისთვის სპორტული ორგანიზაციებიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის დამუშავება და მომზადება;
ქ) სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი შესაბამისი (სპორტის მიმართულების) იურიდიული პირების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და პერიოდული ანგარიშის მომზადება მათ მიერ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ; სამოქმედო გეგმების შემუშავების, განხორციელებისა და პერიოდული ანგარიშგების კოორდინაცია და მონიტორინგი, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში მათი მეთოდური დახმარება და შესაბამისი სახელმძღვანელო რეკომენდაციების/ინსტრუქციების შემუშავება სისტემური განვითარებისათვის, მათი საქმიანობის ზოგადი კოორდინაცია და მონიტორინგი;
ღ) საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 6🔗
დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მაღალი მიღწევების სპორტის სამმართველო;
ბ) მასობრივი სპორტის სამმართველო;
გ) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველო.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, საჯარო მოსამსახურეები და დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციები
მუხლი 7🔗
1. ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ კომპეტენციათა შესრულების მიზნით, დეპარტამენტში საჯარო მოსამსახურეები არიან:
ა) დეპარტამენტის უფროსი;
ბ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
გ) სამმართველოს უფროსი;
დ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
ე) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
ვ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
ზ) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი.
2. დეპარტამენტში დამხმარე ან არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად შეიძლება მიღებულ იქნეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 8🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებისას;
გ) ზედამხედველობას და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სამმართველოების მუშაობას;
დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სამმართველოებსა და დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ე) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას;
ვ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების დავალებების შესრულებას დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ;
ზ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვას სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების – ბრძანების პროექტებს; ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ მინისტრის სახელით გასაგზავნ დოკუმენტებს და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების – ბრძანების პროექტებს;
ი) წარუდგენს მინისტრს და ზედამხედველი მინისტრის მოადგილეს წლიურ ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველი წლის ბოლოს; ასევე პერიოდულ ანგარიშებს მათი მოთხოვნისამებრ;
კ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებათა განხორციელებას, რისთვისაც ზედამხედველი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მისაღებად;
ლ) ზედამხედველი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;
მ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რომელიც აუცილებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებათა შესასრულებლად;
ნ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების ანგარიშს მათ მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ო) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების საკითხს;
პ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს;
ჟ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
4. დეპარტამენტის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
5. დეპარტამენტის უფროსის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მიზეზის გარდა, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე, დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს.
6. დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 9🔗
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე;
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას;
გ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;
დ) დეპარტამენტის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას;
ე) დეპარტამენტის უფროსის მიერ ამ მუხლის მეორე პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზეზის გარდა, დეპარტამენტის უფროსის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების − ბრძანების პროექტებს;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული კომპეტენციების ფარგლებში, დეპარტამენტის უფროსის ერთი მოადგილე უშუალო ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საქმიანობის სპორტულ საკითხებს, ხოლო მეორე მოადგილე უშუალო ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საქმიანობის ადმინისტრაციულ/სამართლებრივ საკითხებს.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისას ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის, ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ან დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 10🔗
1. მაღალი მიღწევების სპორტის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სპორტის სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, მაღალი მიღწევების სპორტის მიმართულების მიხედვით, დარგობრივი პოლიტიკისა და სტრატეგიული მიმართულებების განხორციელება/განხორციელების ხელშეწყობა, კოორდინაცია და მონიტორინგი;
ბ) სამინისტროს მიერ აღიარებულ სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და საქმიანობის კოორდინაცია; მათთან თანამშრომლობის ეფექტიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით შესაბამისი მოხსენებითი ბარათების მომზადება, ასევე მაღალი მიღწევების სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
გ) სპორტული ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი, მათ შორის საქართველოში და ქვეყნის გარეთ გასამართი სპორტული ღონისძიებების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება; საქართველოში გასამართი საერთაშორისო ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება, ასევე სპორტული ორგანიზაციების მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებების კალენდარული გეგმის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
დ) სპორტის სფეროში მოღვაწეთა სოციალური დახმარების/გრანტების უზრუნველსაყოფად და სპორტსმენების, მწვრთნელების, ნაკრები გუნდების საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალისთვის დაწესებული ფულადი პრიზებისა და სტიპენდიების გასაცემად შესაბამისი საორგანიზაციო/ტექნიკური სახის საქმიანობისა და სათანადო ღონისძიებების განხორციელება;
ე) სპორტული ორგანიზაციებისათვის დამტკიცებული პროგრამების მიხედვით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებლად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენისა და დაფინანსების კოორდინაცია, შესაბამისი მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათების მომზადება, ასევე სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული სპორტული შედეგების მონაცემთა დამუშავება;
ვ) სპორტული ორგანიზაციებისთვის შესაბამისი შუამდგომლობების მომზადება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებთან; სპორტის სფეროსთან დაკავშირებული სხვადასხვა სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მათთან დაკავშირებით დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; სპორტული ორგანიზაციების სამართლებრივ/საორგანიზაციო საქმიანობის ანალიზი და ამ მხრივ მათთვის რეკომენდაციებისა და მეთოდური დახმარების გაწევა;
ზ) სპორტის სფეროსთან და სამინისტროს საქმიანობის სპორტის მიმართულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების (ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი) პროექტების მომზადება და შემდგომი მსვლელობისთვის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის წარდგენა.
2. მაღალი მიღწევების სპორტის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
3. მაღალი მიღწევების სპორტის სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის; უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას; პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
დ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
5. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
6. მაღალი მიღწევების სპორტის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მაღალი მიღწევების სპორტის სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 11🔗
1. მასობრივი სპორტის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სპორტის სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, მასობრივი სპორტის მიმართულების მიხედვით, დარგობრივი პოლიტიკისა და სტრატეგიული მიმართულებების შემუშავება, დაგეგმვა, განხორციელება/განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ბ) „სპორტი ყველასათვის“ მიმართულების ხელშეწყობა; თამბაქოს, ალკოჰოლისა და სხვა მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
გ) მასობრივი სპორტული ღონისძიებების პროგრამების შემუშავება და დანერგვის პროცესის კოორდინაცია; მასობრივი სპორტული ორგანიზაციების საქმიანობის მონიტორინგი, მასშტაბური მასობრივი სპორტული ღონისძიებების დაგეგმვის კოორდინაცია და მათ ორგანიზებაში ჩართულობა;
დ) სხვადასხვა სამინისტროს მიერ ორგანიზებული მასობრივი სპორტული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ე) შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირებს შორის სპორტული ღონისძიებების ორგანიზებისა და მათი სპორტში ჩაბმის ხელშეწყობა;
ვ) მასობრივი სპორტისა და სპორტული ტურიზმის სტრატეგიების შემუშავებისა და დანერგვის პროცესის კოორდინაცია;
ზ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. მასობრივი სპორტის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
3. მასობრივი სპორტის სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის; უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
დ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
5. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
6. მასობრივი სპორტის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასობრივი სპორტის სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 12🔗
1. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სპორტის სხვადასხვა სფეროს კვლევების განხორციელების კოორდინაცია, ასევე სპორტის მართვის სახელმწიფო მოდელთან დაკავშირებით, საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივი გარემოს კვლევებზე დაყრდნობით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; სპორტის განვითარების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება და სტატისტიკური მეთოდოლოგიის განსაზღვრა; სპორტის განვითარების სტრატეგიული მნიშვნელობის ინიციატივების შესახებ პროგრამების/ქვეპროგრამების მომზადება და მათი იმპლემენტაციის ხელშეწყობა;
ბ) სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, დახვეწა, ასევე შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება; სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სტრატეგიულ დოკუმენტებსა და სამოქმედო გეგმებში სპორტის კომპონენტის ნაწილზე სამუშაო პროცესებში მონაწილეობის მიღება; ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობა და ერთიანი სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია; სპორტის მიმართულებით სამინისტროს კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება;
გ) ეროვნულ დონეზე დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა და შესაბამის უწყებათაშორის სტრუქტურებში და საერთაშორისო პლატფორმებში მონაწილეობა; სპორტის სფეროში საერთაშორისო შეთანხმებებისა და კონვენციების საქართველოს პრაქტიკასა და კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და სპორტში ძირითად დარღვევებთან ბრძოლის კოორდინაცია;
დ) სასპორტო განათლების, ფიზიკური აღზრდისა და მეცნიერების განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების კოორდინაცია; სპორტის სფეროს კადრებით უზრუნველყოფის პროცესის კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში შრომის ბაზრის კვლევა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;;
ე) სპორტული ინფრასტრუქტურის გრძელვადიანი განვითარების გეგმის შემუშავებისა და შესაბამისი ეროვნული სტანდარტების დადგენის პროცესებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის შესახებ არსებული მონაცემების სისტემატიზაციის კოორდინაცია;
ვ) სპორტის სფეროში მოღვაწეთა სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენისა და მათთვის სპორტის საპატიო წოდებების მინიჭების, აგრეთვე ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის შესაბამისი საორგანიზაციო და ტექნიკური სახის ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ზ) შესაბამისი პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება, კომპეტენციის ფარგლებში მათი განხორციელების გზების განსაზღვრა, შესრულების მონიტორინგი, რეალიზების შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება, კონკურსების გამოცხადება და განაცხადების განხილვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად გადაწყვეტილების მიღება ან/და კონკურსის შედეგების სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
თ) სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების სისტემის გაუმჯობესებისა და დახვეწის კოორდინაცია, ასევე შესაბამისი საბჭოს სხდომებისთვის სპორტული ორგანიზაციებიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის დამუშავება და მომზადება;
ი) სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი შესაბამისი (სპორტის მიმართულების) იურიდიული პირების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და პერიოდული ანგარიშის მომზადება მათ მიერ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ;სამოქმედო გეგმების შემუშავების, განხორციელებისა და პერიოდული ანგარიშგების კოორდინაცია და მონიტორინგი, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში მათი მეთოდური დახმარება და შესაბამისი სახელმძღვანელო რეკომენდაციების/ინსტრუქციების შემუშავება სისტემური განვითარებისათვის, მათი საქმიანობის ზოგადი კოორდინაცია და მონიტორინგი.
2. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
3. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის; უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
დ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს; ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
5. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
6. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.